საპნიანი თეფშები კარადაში – რატომ არ ავლებენ წყალს ჭურჭელს გერმანელები?

3

რა უნდა იცოდეთ გერმანელების შესახებ? უმეტესობა მათგანი პედანტია, აქვს ზუსტი გეგმა და უნაკლო წესრიგი სახლში. ევროპის ამ ნაწილში ყველაფერი წვრილმან დეტალებამდე გათვლილია: საკვების მიღების დროიდან ნარჩენების დახარისხებამდე. ეს საერთოდ არ არის სტერეოტიპი! თუმცა ძალიან გაოცდებით, როცა გაიგებთ, როგორ რეცხავენ ჭურჭელს გერმანიაში.

დავიწყოთ იმით, რომ ჭურჭელს ხელით თითქმის არსად რეცხავენ: თითქმის ყველა სახლში და საერთო საცხოვრებელში ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამართულად მუშაობს. თუ ტექნიკა დაზიანდა ან რაიმე მიზეზით ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ აქვთ, საინტერესო ფენომენის მომსწრე გახდებით.

როგორ რეცხავენ ჭურჭელს გერმანელები?

სანამ გაოცდებით, ჯერ გავიხსენოთ, როგორ არის მიღებული ჩვენთან ჭურჭლის გარეცხვა: თითოეულ თეფშს და ჩანგალს ცალ-ცალკე ვსაპნავთ, შემდეგ ცალ-ცალკე წყალს ვავლებთ. ზოგჯერ რამდენჯერმე! უკვე სუფთა, მაგრამ მშრალ ჭურჭელს გამოყენებამდე კიდევ ერთხელ წყალს ვავლებთ. ყველაფერი იმიტომ, რომ გვსმენია სარეცხი საშუალებების საფრთხის შესახებ და ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი მოხვედრა საკვებში.

არაოფიციალური მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური ადამიანი წელიწადში ერთ ჭიქა თხევად სარეცხ საშუალებას ჭამს. ბევრია? ხშირად საყოფაცხოვრებო ქიმიას ორგანიზმში დაგროვების ეფექტი აქვს, რაც ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებს.

სარეცხი საშუალებების გავლენა

  • სარეცხი საშუალება იმუნიტეტს ამცირებს
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუარესებს
  • ალერგიულ რეაქციებს იწვევს
  • ისეთი დანამატები, როგორიცაა სურფაქტანტი, თირკმლის ქსოვილებს ანადგურებს
  • პირველ რიგში, ხელის კანი იტანჯება. წარმოიდგინეთ, შიგნიდან რას მართებს საპონი ორგანიზმს

ამიტომაც, მიჩვეული ვართ ყველაფრის კარგად გარეცხვას. თუმცა გერმანიაში სრულიად საპირისპირო სიტუაციაა. გერმანელები, რომელთაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ აქვთ, ნიჟარას წყლით ავსებენ და მასში სარეცხ საშუალებას ამატებენ. შემდეგ ამ საპნიან წყალში ყველა ჭურჭელს ერთად რეცხავენ. შემდეგ რას აკეთებენ?

ამ საპნიანი წყლიდან ამოღებულ თეფშებს, ჭიქებს და ჩანგლებს პირსახოცზე ტოვებენ გასაშრობად ან პირდაპირ ამშრალებენ. გერმანელებს დასუფთავების ასეთ მიდგომაზე საკუთარი მოსაზრება აქვთ: ჭურჭელზე ძალიან ცოტა საპონი რჩება, ხოლო წყლის ჭარბი მოხმარება ჩვენი პლანეტისთვის დამღუპველია, არც იაფია.

გერმანელები ძალიან სკრუპულოზურები არიან გარემოს დაცვის საკითხში, ამიტომ რესურსების დაზოგვას ცდილობენ. თუმცა ასეთ მიდგომას ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს ვერ ვუწოდებთ. თქვენ რას ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს