10 ლოგიკური ამოცანა რომლებსაც ეკითხებიან დიდ კომპანიებში გასაუბრებისას

93

კითხვა Google-სგან

გაქვს 8 ზუსტად ერთნაირი ვიზუალის ბურთი. როგორ გავიგოთ რომელია მძიმე ამ ბურთებიდან თუკი გვაქვს მხოლოდ 2 აწონვის უფლება?

კითხვა Adobe-სგან

გაქვთ 50 მოტოციკლეტი გავსებული ბაკით, რომელიც გყოფნით 100 კილომეტრზე. როგორ გამოვიყენოთ ეს 50 მოტოციკლეტი, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ(თუკი თავიდან ისინი ერთ წერტილში იმყოფებიან)?

კითხვა Apple-სგან

შელდონ კუპერი თამაშ „განძის ძიებაში“ ბოლო ეტაპამდე მივიდა. მის წინაა 2 კარი, ერთ კარს მიჰყავს საგანძურისკენ, მეორეს – სასიკვდილო ლაბირინთისკენ. ორივე კართან დგას მცველი, და ორივე მათგანმა იცის, თუ რომელ კარს მიჰყავს საგანძურამდე. ერთი მცველი არასდროს იტყუება, მეორე კი – ყოველთვის. შელდონმა არ იცის, რომელი მათგანი იტყუება და რომელი არა. სანამ კარს აირჩევდეს, შეუძლია მხოლოდ ერთი კითხვის დასმა და ისიც მხოლოდ ერთი მცველისთვის. რა კითხვა უნდა დაუსვას შელდონმა მცველს, რომ მიაგნოს განძს?

კითხვა Qualcomm-სგან

ეს ამოცანა მოყვა პრეტენდენტმა, რომელიც გადიოდა გასაუბრებას სისტემის უმაღლესი ინჟინერის თანამდებობაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ჰქონდა თავისი ინდივიდუალური ამოხსნა, რის გამოც დიდი ხანი ეკამათებოდა ადამიანს, რომლსაც მიჰყავდა გასაუბრება.
წარმოვიდგინოთ, რომ მიმდინარეობს მონაცემების 10 პაკეტური გადაცემა უსადენო ქსელების მეშვეობით. არხი არაა ხარისხიანი, ამიტომ არსებობს ალბათობა 1/10, რომ მონაცემთა პაკეტი არ იქნება გადაცემული. ტრანსმიტერმა ყოველთვის იცის, წარმატებულად მოხდა თუ არა მონაცემების გადაგზავნა. თუკი გადაცემა იქნება წარუმატებელი, მაშინ ტრანსმიტერი იქამდე გააგრძელებს მონაცემების პაკეტის გადაცემას, სანამ საწადელს არ მიაღწევს. როგორია არხის განმავლობა?

კითხვა Яндекс-ისგან

ამ ამოცანის ამოხსნას ითხოვდნენ, რათა მოხვედრილიყავით „მონაცემთა ანალიზის სკოლაში“ 2014 წლის თბერვალში.
თამაში შედგება ერთნაირი და დამოუკიდებელი პარტიებისგან, ყოველ მათგანში მოგება ხდება X ალბათობით. როდესაც მოთამაშე იგებს ის იღებს 1 დოლარს, როცა აგებს – იხდის 1 დოლარს. როგორც კი მისი კაპიტალი გახდება N დოლარი, ის ითვლება მოგებულად და გადის კაზინოდან
იპოვეთ იმის ალბათობა, რომ მოთამაშე ადრე თუ გვიან წააგებს მთელ ფულს, მისი სასტარტო კაპიტალ K-ს გათვალისწინებით.

კითხვა Microsoft-ისგან

თქვენ გაქვთ ულევი რაოდენობით წყალი და 5 და 3 ლიტრიანი სათლი.
როგორ გადაზომავთ 4 ლიტრას?

თქვენ გაქვთ 2 ცალი თოკი. თითოეული ისეთი სიგრძისაა, რომ ერთ ბოლოში ცეცხლის მოკიდების შემთხვევაში, ის დაიწვება ზუსტად 60 წუთში.
გვაქვს ასანთის მხოლოდ ერთი ყუთი, როგორ უნდა გადავზომოთ 45 წუთი ორივე თოკის გამოყენებით? (თოკის გაწყვეტა არ შეიძლება)

კითხვა ბონუსი:

ზოგი ამბობს, რომ ეს კითხვა თვით ალბეტ ეინშტეინმა მოიგონა, ზოგი კი ლიუის კეროლს მიაწერს.
ქუჩაზე არის 5 სახლი. ინგლისელი ცხოვრობს წითელ სახლში. ესპანელს ჰყავს ძაღლი. მწვანე სახლში სვამენ ყავას. უკრაინელი სვამს ჩაის. მწვანე სახლი დგას თეთრისგან მარჯვნივ. ვინც ეწევა Old Gold-ს იმას ჰყავს ლოკოკინები. ყვითელ სახლში ეწევიან Kool-ს. ცენტრალურ სახლში სვამენ რძეს. ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში. იმის მეზობელს, ვინც ეწევა Chesterfield-ს, ჰყავს მელია. იმ სახლის მეზობლად, სადაც ჰყავთ ცხენები, ეწევიან Kool-ს. ის, ვინც ეწევა Lucky Strike-ს, სვამს ფორთოხლის წვენს. იაპონელი ეწევა Parliament-ს. ნორვეგიელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით. ყოველი სახლი შეღებილია განსხვავებული ფერით. ყოველ სახლში ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყოველ მათგანს ჰყავს საკუთარი ცხოველი და საყვარელი სიგარეტის ან სასმელის მარკა.
ვინ სვამს წყალს? ვის ჰყავს ზებრა?

პასუხები:

აიღეთ 6 ბურთი და გაყავით 3-3-ად და დადეთ სასწორზე. რომელ ნახევარშიც მძიმე ბურთია გადაწონის მეორე ნახევარს. აიღეთ ნებისმიერი 2 ბურთი იმ ნახევრიდან რომელშიც მძიმე ბურთია და აწონეთ. თუკი მძიმე ბურთი მათ შორისაა, მაშინ ყველაფერი ნათელია. თუ ეს 2 ბურთი ერთი წონისაა მაშინ დარჩენილი ერთი მძიმეა. თუკი ამ თვიდან ამორჩეულ 6 ბურთში ყველა ერთი წონისაა მაშინ მძიმე მათგანი დარჩენილ 2 ბურთშია.

ყველაზე მარტივი პასუხი: ერთდროულად დავქოქოთ ყველა და გავიაროთ 100 კმ. მაგრამ არსებობს სხვა ამოხსნაც. ჯერ გადავაადგილოთ ყველა მოტოციკლი 50 კილომეტრით. შემდეგ დარჩენილი ბენზინი გადავასხათ ერთი ნახევრიდან მეორეში. შედეგად გვაქვს 25 მოტოციკლი სავსე ბაკით. გაიარეთ კიდევ 50 კილომეტრი და გაიმეორეთ პროცედურა. ასე შესაძლებელია 350 კილომეტრის გავლა( იმ დარჩენილ ბენზინს თუ არ ჩავთვლით რაც დარჩება ზედმეტი 25-ის 2-ზე გაყოფისას).

მცველებიდან ნებისმიერს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა: მეორე მცველის აზრით, რომელი კარია სწორი? თუ კითხავს იმას, ვინც სულ სიმართლეს ამბობს, მაშინ მიიღებს ინფორმაციას იმ კარის შესახებ, რომელსაც მიჰყავს ლაბირინთისკენ, რადგან ის მცველი ყოველთვის იტყუება. თუკი ამ კითხვას დაუსვამს იმ მცველს, რომელიც სულ იტყუება, მაშინ გაიგებს, რომელ კარს მიჰყავს ლაბირინთისკენ, რადგან იმ მოიტყუება, იმის შესახებ, თუ რომელ კარს მიუთითებს ის მცველი რომელიც სულ სიმართლეს ამბობს.

მომხმარებლის ვერსიის მიხედვით პასუხი უნდა იყოს 9 პაკეტი წამში. მაგრამ ადამიანი, რომელიც ატარებდა ინტერვიუს, მას არ დაეთანხმა. ზუსტი პასუხი არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ რეტრანსმისიის გამო განმავლობითი უნარი უნდა შემცირდეს 1/10-ზე მეტად

პასუხი საუბედუროდ არ გვაქვს…

გაავსეთ წყლით ხუთ ლიტრიანი სათლი და გადაასხით 3 ლიტრიანში. ახლა გაქვთ 2 ლიტრი დიდში და 3 ლიტრი პატარაში. დააცარიელეთ პატარა სათლი და ჩაასხით მასში დარჩენილი 2 ლიტრი დიდიდან. ისევ გაავსეთ დიდი სათლი და გადაასხით პატარაში. იქ უკვე იყო 2 ლიტრი, ამიტომ რომ გაივსოს უნდა კიდევ ერთი ლიტრი, დიდში კი დარჩება 4 ლიტრი

ერთ-ერთ თოკს ცეცხლი ეკიდება ორივე ბოლოდან, ამასთან ერთად ცეცხლი ეკიდება ასევე მეორე თოკსაც, მაგრამ მხოლოდ ერთი ბოლოდან. როდესაც პირველი თოკი ბოლომდე ჩაიწვება, გასული იქნება 30 წუთი, მეორე თოკისგანაც იქნება დარჩენილი 30 წუთიანი მონაკვეთი. თუკი მეროე თოკსაც მოვუკიდებთ ცეცლს მეორე ბოლოში, მივიღებთ 15 წუთს.

იაპონელს ჰყავს ზებრა, ნორვეგიელი სვამს წყალს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს