ჩალურჯებები, ვარიკოზი, თრომბოფლებიტი და შეშუპება – ამ ყველაფერს იაფი მალამო კურნავს

2764

ივნისში ფეხი გადამიბრუნდა და შემისივდა, 1 თვეზე მეტხანს მტკიოდა, განსაკუთრებით, თუ დიდხანს ვივლიდი. გარდა ჯინსის მოკასინებისა, ვერაფერს ვიცვამდი – გასიებული კოჭი მიშლიდა ხელს. ცხოვრება კი არა, ნამდვილი წამება იყო.

ექიმთან მისვლა მომიხდა, მან კი “ჰეპარინის” მალამო დამინიშნა.

უპირატესობები:

  • ძალიან იაფია, თუ, მაგალითად, შევადარებთ “ლიოტონთან”.
  • მალამოს არ აქვს სუნი. აფთიაქის პრეპარატები, ხშირად, ყარს ხოლმე, თუმცა არა “ჰეპარინის” მალამო.
  • კონსისტენციის გამო, მას კანი შესანიშნავად შეიწოვს.
  • ხსნის ტკივილს.
  • მხოლოდ ერთი შეფუთვის გამოყენების შემდეგ, კოჭი “დაიჩუტა”
  • გამოყენების ინსტრუქცია ნებისმიერ შეფუთვას აქვს, ასევე, მას ინტერნეტშიც გაეცნობით.
  • იგი სილურჯეებსაც აქრობს – მე ისინი ხშირად მაქვს, მგრძნობიარე კანის გამო.

პირადი გამოცდილება

სასიამოვნო ბონუსი: ფეხები, როგორ გითხრათ, უფრო “მსუბუქი” გახდა, კი არ დავდივარ, დავფრინავ. ვურჩევ ყველას ამ იაფ, თუმცა ეფექტურ საშუალებას. ახლა ეს მალამო ჩემს მაცივარში ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს.

ვარიკოზის მკურნალობა

მალამო გამოცდილია ისეთ კვანძებზე, რომლებზე შეხედვაც კი შეგეშინდებოდათ.

მშობიარობის შემდეგ გამიჩნდა ვენების პრობლემები, რომლებსაც ყურადღება დროულად არ მივაქციე და პროცესი იმდენად გავწელე, რომ უკვე არ ვიცოდი, რა მიშველიდა.

არავითარი კრემი, წაბლიანიც კი, არ მშველოდა. არც სავლებები, აბაზანები – ყველაფერი უშედეგოდ სრულდებოდა. მეზობელმა ისევ “ჰეპარინის” მალამო მირჩია.

ვიყიდე – იგი ადრეც იაფი იყო და ახლაც არაა ძვირი, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ვისვამდი ყოველდღე, დღეში სამჯერ. კვანძები დარბილდა, ზოგიერთი მათგანი გაქრა კიდევაც. უნდა ითქვას, რომ ფეხი მთლიანად არ დაგლუვებულა – ეს გაზვიადება იქნებოდა.

თუმცა, მდგომარეობა რომ გაუმჯობესდა, ფაქტია. ახლა “ჰეპარინის” მალამო ჩემს აფთიაქში ყოველთვისაა. სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტს ვყიდულობდი, თუმცა დიდი განსხვავება არ შემინიშნავს, ყველა ეფექტურია.

თრომბოფლებიტის მკურნალობა

ტოქსიკოზის დროს, მდგომარეობის შემსუბუქებას წვეთოვანი სისტემის (ტრისოლი+გლუკოზა+ცერუკალი) გამოყენებით ვცდილობდი.

ჩამიდგეს ვენის კათეტერი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, უნდა გამორეცხილიყო (შეეყვანათ ჰეპარინის ხსნარი) დღეში სამჯერ. სამწუხაროდ, ამის შესახებ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გავიგე, სამი დღის განმავლობაში, კათეტერი არ გამოურეცხავთ,რამაც ზედა კიდურების ვენების თრომბოფლებიტი გამოიწვია.

იგი თავს შეშუპებით, სიწითლითა და სიცხის შეგრძნებებით იჩენდა, თავიდან იდაყვის მონაკვეთში, ხოლო შემდეგ მთელ ხელში – მტევნიდან მხრის სახსრამდე. დიაგნოზი ვენების უბ-გამოკვლევის შემდეგ დაისვა.

მკურნალობის სახით, დამინიშნეს “ჰეპარინის” მალამო (როგორც გამწოვი, შეშუპების მომხსნელი), არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება (ჩემს შემთხვევაში, კეტაპროფენი), ადგილობრივი სიცივე (ხელს ღამით ყინულიანი წყლით სავსე ბოთლებზე ვდებდი).

მკურნალობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეშუპება, რომელიც იღლიის მონაკვეთში მქონდა, მთლიანად გაქრა. ეს ჰეპარინის დამსახურებად მიმაჩნია.

ჰეპარინის უკუჩვენებაა ფეხმძიმობა, თუმცა, ეს ინსტრუქცია მალამოს სახით ადგილობრივ გამოყენებაზე არ ვრცელდება.

გირჩევთ, ჰეპარინი ყოველთვის იქონიოთ საავადმყოფოში, თუ იცით, რომ უნდა ჩაგიტარდეთ წვეთოვანი გადასხმა, ვენების ანთების პროფილაქტიკის მიზნით.

არსებობს ჰეპარინის უფრო ძვირადღირებული ანალოგები (მაგ. ლიოტონი), მაგრამ მათ შეძენას აზრი არ აქვს, ეფექტი იგივეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს