იცით, რატომ უნდა წაუსვათ საპარსი ქაფი სარეცხ მანქანას? – რჩევა დიასახლისებისთვის

304

უკვე დიდი ხანია გადავეჩვიეთ ტანსაცმლის ხელით რეცხვას, ამ საქმეზე საკუთარი ძალების და დროის ხარჯვას. ახლა დიასახლისები ნივთებს უბრალოდ სარეცხ მანქანაში ათავსებენ და პარალელურად ასობით სხვა საოჯახო საქმის შესრულებას აგრძელებენ. ეს სასწაული ტექნიკა სუფთა თეთრეულს გვაძლევს, მაგრამ მასაც მოვლა სჭირდება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სარეცხი მანქანა საპარსი ქაფის გამოყენებით.

კოსმეტიკური საშუალების არაპირდაპირი დანიშნულებით გამოყენება უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ. მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენს საინფორმაციო საიტზე ბევრი უცნაური ხრიკი ნანახი გაქვთ. საპარსი ქაფი შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა, რომელიც სარეცხი მანქანის გაწმენდაში და უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. თავად შეამოწმეთ!

რატომ უნდა ჩადოთ საპარსი ქაფი სარეცხ მანქანაში?

აღმოჩნდა, რომ საპარსი ქაფის შემადგენლობა იდეალურია სარეცხი მანქანის გასაწმენდად. გარდა ამისა, როგორც წესი, საპარს ქაფს სასიამოვნო არომატი აქვს, მსუბუქი, არა მძაფრი არომატი.

სარეცხი მანქანის გასაწმენდად საპარსი ქაფი მიკროფიბრის ქსოვილს წაუსვით. სარეცხი ტექნიკა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ჩვრით გაწმინდეთ. მანქანის გარედან გაწმენდა მარტივია: მხოლოდ წინა კედელი და ლუქის კარი უნდა გაწმინდოთ. შიგნიდან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლუქის მინას, დოლურის შიდა ზედაპირს და მანჟეტებს. არ დაგავიწყდეთ სარეცხი ფხვნილის უჯრა და ხვრელი უჯრის ქვეშ. ქაფი ზედაპირზე 30 წუთი გააჩერეთ.

შემდეგ სარეცხი მანქანა ჩართეთ (ტანსაცმლის გარეშე). აირჩიეთ რეჟიმი მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურით. შედეგად, ყველა მიკრობი განადგურდება და უსიამოვნო სუნი გაქრება. სარეცხი მანქანა სისუფთავით იბრწყინებს და დიდხანს ერთგულად გემსახურებათ.

აი, ასეთ ხრიკებს იყენებენ თანამედროვე დიასახლისები. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივ საპარს ქაფს შეეძლო კონკურენცია გაეწია სარეცხი საშუალებისთვის ეფექტურობის მხრივ! მუდმივი მოვლით და დროული წმენდით დაიცავთ თქვენს შეუცვლელ დამხმარეს ობისგან, უსიამოვნო სუნისგან და კირის ნადებისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს