როგორი დახვეწილი კერძიც არ უნდა მოამზადოთ ეგზოტიკური პროდუქტებით, არაფერი შეედრება ახალ მოხარშულ მაკარონს. ერთი შეხედვით, მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ გამოცდილ დიასახლისებსაც ყოველთვის არ გამოსდით იდეალური მაკარონი. ხან ერთმანეთს ეწებება, ხან ფაფა ხდება. თუ თქვენც მსგავსი ბედი გეწიათ, იმედი არ გაიცრუოთ, რადგან ხელნაკეთი საწებელი სიტუაციას გამოასწორებს. მარტივი რეცეპტის და ხელმისაწვდომი ინგრედიენტების წყალობით საწებელი რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ, თუნდაც მისი მომზადება გეგმაში არ გქონდათ. „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ სქელი საწებელი მაკარონისთვის.
თხელი სანელებელი არა მხოლოდ მაკარონის, არამედ ბევრი სხვა კერძის და გარნირის გემოს სრულყოფს. ასეთი საწებელი შეგიძლიათ დაუმატოთ კატლეტს, ტოლმას, კარტოფილის პიურეს. უნივერსალური რეცეპტი ნამდვილი მაშველია დიასახლისებისთვის. მისი წყალობით თქვენი კულინარიული შედევრები ყველაზე მომთხოვნი გურმანის გულსაც მოიგებს.
როგორ მოვამზადოთ პომიდორი-არაჟნის საწებელი მაკარონისთვის
ინგრედიენტები:
- 5 ს/კ მცენარეული ზეთი
- 50 გ კარაქი
- 5 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
- 5 ს/კ პომიდვრის პასტა
- 3 ჭიქა ბულიონი
- მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით
- 5 ს/კ არაჟანი
მომზადების წესი:
1. ქვაბში მცენარეული ზეთი და კარაქი მოათავსეთ. სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ. აკონტროლეთ, რომ ზეთი არ ადუღდეს.
2. ფქვილი დაუმატეთ და სათქვეფით ან ჩანგლით აურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე.
3. პომიდვრის პასტა დაუმატეთ და ისევ აურიეთ.
4. თანდათან ბულიონი ჩაასხით, ყოველი ჩამატების შემდეგ კარგად აურიეთ. ბულიონის ნაცვლად წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
5. მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები დაუმატეთ. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი. როგორც კი საწებელი ადუღდება, ქვაბი ქურიდან გადმოდგით.
რა მარტივია სქელი საწებლის მომზადება მაკარონისთვის! საოცრად გემრიელი, არომატული და ნოყიერი საწებელი შეუცვლელი დანამატი გახდება ნებისმიერი კერძისთვის. პირადად, ამ რეცეპტს ხშირად ვიყენებ, როცა მშიერი ოჯახის წევრები მის მომზადებას მეხვეწებიან.