იცით, რატომ აგროვებენ ხელმომჭირნე დიასახლისები ძველ ღრუბლებს?

498

ხელმომჭირნე დედებმა და ბებიებმა გვასწავლეს, რომ არაფერი არ გადავყაროთ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ტოტალური დეფიციტის პერიოდში ყველაფრის მრავალჯერადად გამოყენება მიღებული იყო. ის დრო აღარ დაბრუნდება, მაგრამ იმდროინდელი ზოგიერთი რჩევა დღესაც შეიძლება გამოგვადგეს. მაგალითად, ახლახან გავიგე, როგორ გამოვიყენო ძველი ღრუბლები საოჯახო საქმეში.

ყველა დიასახლისმა იცის, რომ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე გროვდება ბევრი მიკრობი, ამიტომ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ გამოცვლა სჭირდება. თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც ღრუბელი საკმაოდ კარგად გამოიყურება. ჩემი მეგობარი არასდროს ყრის ძველ ღრუბლებს, რადგან შემდეგ შეიძლება მათი გამოყენება სხვაგვარად. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი!

სად გამოვიყენოთ ძველი ღრუბლები?

რა თქმა უნდა, ძველი ღრუბლის გამოყენების არეალი დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე მომსახურების ვადის დასრულების შემდეგ. თუმცა საკმარისად ჭუჭყიანი ღრუბელიც საოჯახო საქმეში მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ღრუბელი მცენარეებისთვის

თუ საჩუქრად მიგიღიათ ყვავილი ყუთში ან კალათაში, იცით, როგორ გამოიყურება ფლორისტული ღრუბელი. ამ მიზნით ძველი ღრუბელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე გამოგადგებათ ოთახის მცენარეების სადრენაჟო მასალად. საკმარისია, ასეთი დრენაჟი ქოთნის ძირში მოათავსოთ, შემდეგ მცენარე მორწყოთ. ღრუბელი ტენს შეაკავებს, ამიტომ მცენარე მორწყვის გარეშე უფრო დიდხანს გაძლებს.

ტენიანობის და სუნის მოსაშორებელი საშუალება მაცივარში

თუ მაცივარში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, მისი მოშორება მარტივი საქმე არ არის. ამ მიზნით ღრუბელი გამოგადგებათ. პირველ რიგში, მაცივარი კარგად გაწმინდეთ და გაამშრალეთ. მშრალ ღრუბელს სოდა დააყარეთ და მაცივარში მოათავსეთ. ასე მაცივარს უსიამოვნო სუნისგან დაიცავთ.

ზედმეტი ტენი მაცივარში პროდუქტების სწრაფად გაფუჭებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ძველი ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ ხილ-ბოსტნეულის უჯრაში მოათავსეთ. ღრუბელი ოდნავ ნესტიანი გახდება და ხილი სწრაფად არ გაფუჭდება.

ბალიში ნემსებისთვის

ყველა დიასახლისმა იცის, რომ ნემსების და ქინძისთავების შენახვა არა მხოლოდ წესრიგის, არამედ უსაფრთხოების საკითხია. ამაში დაგეხმარებათ ძველი ღრუბელი. ამისთვის ღრუბელი გააშრეთ, რბილი მხრით ზევით დადეთ და მასში ნემსები და ქინძისთავე ჩაარჭეთ. თუ ასეთ ღრუბელს უხეშ მხარეზე ლენტს ან რეზინის მიაკერებთ, ხელზე დაფიქსირებას შეძლებთ. ძალიან მოსახერხებელია მოსაზომებად ტანსაცმლის კერვის დროს.

სასაპნის ნაცვლად

თუ მყარ საპონს იყენებთ, სასაპნედ ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ღრუბელი ფოროვანი პოროლონისგან დამზადებულია, ამიტომ წყალს კარგად შთანთქავს. ამის ხარჯზე საპონი ლაქებს და ზოლებს არ დატოვებს. საკმარისია, ღრუბელი რბილი ზედაპირით ზევით დადოთ, ზემოდან კი საპონი მოათავსოთ. წყალი ქვემოთ ჩაიწურება, ხოლო საპონი ფორმას არ დაკარგავს.

მყიფე ნივთებისთვის

მყიფე ნივთების გადაზიდვისას ყოველთვის არსებობს დაზიანების საშიშროება. ეს რომ არ მოხდეს, ლარნაკებს, ჭიქებს და თეფშებს ქაღალდით ან სპეციალური ფირით ვფუთავთ. თუმცა, უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს. ამ მიზნით მშრალი ძველი ღრუბლები გამოგადგებათ. ჭურჭლებს შორის ღრუბლები მოათავსეთ. ის საიმედოდ დააფიქსირებს ყუთის შიგთავსს.

ჟალუზის გასაწმენდად

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხალხი უარს ამბობს ჟალუზის მონტაჟზე, არის ის, რომ რთული მოსავლელია. აქ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები დაგეხმარებათ. გრძელ ნივთზე ერთი ან ორი ღრუბელი დააფიქსირეთ, შემდეგ ჟალუზებს შორის სივრცე მტვრისა და ჭუჭყისგან გაწმინდეთ.

შპალერის ჩამოსახსნელად

თუ რემონტის დროს შპალერის სწრაფად მოხსნა გჭირდებათ, აქაც ღრუბელი გამოგადგებათ. თბილ წყალში ცოტა თეთრეულის კონდიციონერი ჩაასხით და ამ ხსნარით შპალერი დაასველეთ. წებო გაიჟღენთება და შპალერი ადვილად მოშორდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს