მარტივი ხრიკი, როგორ გაწმინდოთ გაყვითლებული პლასტმასი კბილის პასტით და სარეცხი საპნით

86

დაგვეთანხმეთ, ყველას სურს, რომ მისი სახლი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს. თუმცა რეგულარული დასუფთავების შემთხვევაშიც ყველაფრის გაკონტროლება და მოწესრიგება რთულია. მთელი ძალისხმევის მიუხედავად რჩება ჭუჭყიანი ადგილი, რომელიც ინტერიერის საერთო სურათს არღვევს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა შეიძლება იყოს გაყვითლებული პლასტმასი ფანჯრის რაფებზე და ფანჯრებზე. თუ ჩამჯდარ ლაქებს და სიყვითლეს ვერ იშორებთ, გამოიყენეთ მარტივი ხალხური საშუალება კბილის პასტით და სარეცხი საპნით. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ პლასტმასი სწრაფად.

ხრიკი პლასტმასის გასაწმენდად

ნამდვილად, ფანჯრის რაფაზე ფერი საკმაოდ სწრაფად იცვლება. ამას განსაკუთრებით ამჩნევენ ოთახის მცენარეების მფლობელები, რომლებიც ფანჯრებთან პატარა ყვავილნარს აწყობენ. მორწყვისას დაღვრილი წყალი, ქოთნიდან გადმოყრილი მიწა და დაცვენილი ფოთლები – ეს ყველაფერი ზედაპირზე ლაქებს ტოვებს. ეს ჭუჭყი სწრაფად ჯდება პლასტმასში და იწვევს გაყვითლებას. მასალის გაწმენდა საკმაოდ რთულია, ხოლო თუ ფანჯრის რაფის ზედაპირი გლუვი არ არის, თითქმის შეუძლებელია. ნაყიდი საშუალებები ამ ამოცანას იშვიათად უმკლავდება. ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი საწმენდად სოდას იყენებს. თუმცა სოდის აბრაზიულმა ნაწილაკებმა ზედაპირი შეიძლება დაკაწროს. არსებობს პლასტმასის გაწმენდის ერთი მეთოდი, რომელიც უფრო ეფექტურად მოქმედებს.

ინგრედიენტები:

  • კბილის პასტა
  • სარეცხი საპონი
  • კბილის ჯაგრისი
  • ღრუბელი
  • წყალი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ფანჯრის რაფა კარგად გაწმინდეთ. აიღეთ უბრალო ღრუბელი და წყალი და მოაშორეთ ზედაპირს მიწის ნაწილაკები, მტვერი, წყლის წვეთები და ა.შ.

2. სარეცხი საპნის ნატეხი თასში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ეს საჭიროა, რომ საპონი დარბილდეს და უკეთ აქაფდეს. ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით საპონი გახეხეთ, რომ ქაფი წარმოიშვას. სუფთა ღრუბლით გადაიტანეთ პლასტმასზე, რომლის გაწმენდა და გათეთრება გსურთ.

3. საპნის ბუშტებს ზემოდან დაუმატეთ ცოტა კბილის პასტა (სასურველია, რომ იყოს თეთრი ფერის პასტა დამატებითი საღებავების გარეშე) და იმავე ღრუბლით ან თითით ზედაპირს შეაზილეთ. საშუალება პლასტმასის ზედაპირზე 6-7 წუთი გააჩერეთ, რომ იმოქმედოს.

4. ამის შემდეგ ღრუბლით ან ჩვრით კბილის პასტა და სარეცხი საპონი ზედაპირს მოაშორეთ. დამატებით გაწმინდეთ სუფთა წყლით, რომ საშუალების ნარჩენები მოაშოროთ. მსგავსი წმენდისას ხელთათმანების ტარებაც არ მოგიწევთ. ყველა ინგრედიენტი კანისთვის უსაფრთხოა.

გაწმენდის ამ მეთოდით პლასტმასს ჭუჭყს და სიყვითლეს მოაშორებთ. შეამჩნევთ, რომ ფანჯრის რაფის პირვანდელი ფერი სწრაფად და დიდი ძალისხმევის გარეშე აღდგა. ხრიკი კბილის პასტით და საპნით პლასტმასის ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. სცადეთ მორიგი დასუფთავებისას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს