რას ნიშნავს კბილის ამოვარდნა სიზმარში? – ყურადსაღები ნიშნები

313

ყველა ადამიანი განსხვავებულია განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებით და გარემოთი, თუმცა ჩვენი ტვინი დაახლოებით ერთნაირად მუშაობს. სწორედ ამ მსგავსებას ეფუძნება ფსიქოლოგია და სხვა მეცნიერება ადამიანის გონების შესახებ. ამავე მიზეზით ადამიანები მსგავს სიზმრებს ხედავენ. თეორეტიკოსები ირწმუნებიან, რომ სიზმრები ჩვენს ქვეცნობიერ შიშებს ან სურვილებს განასახიერებენ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ზოგიერთი ღამის ხილვა მომავლის შესახებ გვაფრთხილებს. ერთ-ერთი სიზმარი, რომელსაც ხშირად ხედავენ სხვადასხვა ადამიანები, კბილის დაკარგვაა. „პაპარაცი“ გიამბობთ, რას ნიშნავს კბილის ამოვარდნა.

ახსნა, რატომ გვესიზმრება კბილის ამოვარდნა

იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი სიზმრების ახსნას რაღაც ეზოთერულს და ზებუნებრივს მიაწერს, მეცნიერებიც ცდილობდნენ მისი ახსნის და მნიშვნელობის პოვნას. წარსულში ამაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფსიქოლოგები კარლ იუნგი და მისი მასწავლებელი ზიგმუნდ ფროიდი. მათ თეორიებს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს არსებობის უფლება აქვს. აი, რამდენიმე ძირითადი ვარიანტი, რატომ და რისთვის გვესიზმრება კბილების ამოვარდნა.

ავადმყოფობის ან წარუმატებლობის მომასწავებელი

ნამდვილად, ყველაზე ხშირად სიზმრების ახსნაში კბილის დაკარგვა მომავალში ნეგატიურ მოვლენას მოასწავებს. ასეთი შეფასება ეფუძნება წინაპრების გამოცდილებას და ჩამოყალიბებულია გენეტიკურ დონეზე. საქმე იმაშია, რომ პირველყოფილ საზოგადოებაში ჯანსაღი კბილები გადარჩენის საფუძველი იყო. მის გარეშე მაგარი საკვების მიღება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, უკბილო ადამიანი სიკვდილის პირისპირ ხვდებოდა. ეს შიში ქვეცნობიერ დონეზე გადმოგვეცა. ამიტომაც, სიზმარში კბილის ამოვარდნა განიმარტება წარუმატებლობად, ავადმყოფობად ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, იყო თუ არა სისხლი კბილის ამოვარდნისას. თუ კი, სავარაუდოდ, სიზმარი გეხებათ არა თქვენ, არამედ თქვენს სისხლით ნათესავს.

სტრესი და შფოთვა

ზოგიერთი ადამიანი გადაჭარბებული ფხიზლობის დროს სიზმარში კბილის ამოვარდნას ხედავს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანს უნდა ბრაზისგან დაცლა ან სტრესის მოშორება, რომლის გამოც „კბილების კრაჭუნი“ სურს. ამ შემთხვევაში, კბილის დაკარგვა სიტუაციის განმუხტვას ნიშნავს, მაგრამ არა ყოველთვის დადებითად.

ფარული სურვილები

ფროიდი ამტკიცებდა, რომ სიზმარი ააშკარავებს ქვეცნობიერის ფარულ სურვილებს, რომლის აღიარებისაც გვეშინია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კბილის დაკარგვა გინდა. უბრალოდ ამ გამოსახულებით ვლინდება დაძაბულობა და გრძნობებში გაურკვევლობა. კბილის დაკარგვა შინაგან დაპირისპირებას გამოხატავს.

ფინანსური პრობლემები

სტომატოლოგიური მომსახურების დღევანდელი ფასებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ კბილის დაკარგვა ხარჯებს გამოიწვევს. თუ სიზმარში დაკარგეთ მთელი მუჭა კბილები, საფულის დაცლას ელოდეთ. დიდი ალბათობით, ცხოვრებაში წარმოიქმნება გაუთვალისწინებელი სიტუაციები დიდი ხარჯებით.

კონფუზი

ადამიანის ცნობიერში და ქვეცნობიერში კბილის დაკარგვა ასოცირდება უხერხულ და სამარცხვინო სიტუაციასთან. რეალობაში ბევრი ადამიანი აქცევს ყურადღებას კბილის პრობლემებს. თუ იხილეთ ასეთი სიზმარი, ახლო მომავალში საზოგადოებაში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ შერცხვეთ.

გამოფიტვა

თუ უბრალოდ დაგესიზმრათ კბილების დაავადება (კარიესი, სისხლდენა), ეს თქვენი ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობის დასუსტების ნიშანი შეიძლება იყოს. ორგანიზმი განიშნებთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მასზე არ იზრუნებთ. სცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვას.

ახლა იცით, რატომ გვესიზმრება კბილების ამოვარდნა და რას უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, მსგავს სიზმრებს სხვა ახსნაც შეიძლება ჰქონდეს. თუმცა უმჯობესია ფხიზლად იყოთ და შეამოწმოთ თქვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს