აღმოსავლური სიბრძნის 13 მაგალითი, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს!

77

1. სიტყვები, რომლებიც მოდის გულიდან, ყოველთვის გულში ხვდება იმ ადამიანს, ვისი მიმართებითაც ამბობთ მას, ხოლო ზედაპირულად ნათქვამი სიტყვები, რომლებიც მოდის ენიდან და არა გულიდან, აღწევს მხოლოდ გამგების ყურამდე…

2. ნატრობთ ძალაუფლებიან ადამიანს? – მან შეიძლება დაკარგოს ძალები, ნატრობთ მდიდარს? – ის შეიძლება გაღარიბდეს, ნატრობთ განათლებულს? – ის შეიძლება დაიღუპოს სულელების წრეში.

3. სიტყვა, რომელსაც შეაკავებთ – თქვენი მონაა, ხოლო სიტყვა, რომელიც გონებას გაუსწრებს და წამოგცდებათ – თქვენი ბატონი.

4. სიკვდილი – ეს არის ისარი, რომელიც გხვდება გულში, ხოლო სიცოცხლე – ეს არის ის შეგრძნება, რასაც განიცდით, სანამ ისარი თქვენმადე მოაღწევს…

5. იმ ადამიანებს, რომლებიც წითლდებიან, არ შეიძლება ჰქონდეთ შავი გული.

6. სუსტზე გამარჯვება დამარცხების ტოლფასია.

7. ყველაზე დიდი უბედურება – იმ ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა, რომლებიც ჩვენს აღიარებას იმსახურებენ.

8. ყოველთვის შეხედეთ ყველაფერს ნათელი კუთხით და თუ მაინც თქვენს ცხოვრებაში სინათლის სხივი არ არსებობს, მაშინ გარეცხეთ სიბნელე ისე, რომ იგი ბზინავდეს.

9. ბედნიერება, რომელსაც შენ ეძებ, ჩრდილის მსგავსია, რომელიც მუდამ თან დაგყვება: შენ ვერასდროს დაიჭერ მას, თუ გაეკიდები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოექცევი მას, მაშინ ის უკან დაგედევნება. არც თუ ისე ბევრმა იცის, თუ რამდენად ბევრი უნდა იცოდე იმისათვის, რომ გაათვითცნობიერო, თუ რამდენად ცოტა იცი სინამდვილეში.

10. მადა მოდის პირველი ლუკმის შემდეგ, ხოლო კამათი – პირველი სიტყვის შემდეგ.

11. კარგია მხოლოდ ის შფოთვა, რომლის დახმარებითაც ჩვენ საბოლოოდ სიმშვიდეს ვპოვებთ.

12. ერთ ისარს ორ სამიზნეში ვერასდროს გაარტყავთ!

13. ნამდვილ მეგობრად ჩათვალეთ ის ადამიანი, რომელიც თქვენი გზიდან ქვებსა და ეკლებს აშორებს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს