ყურების შუილს, თავის ტკივილს და თაბრუსხვევას ამ საშუალებით მოერევით.

396

ნახევარი წლის წინ ტკივილი და ყურების შუილი დამჩემდა. მივედი ექიმთან. გადამიღეს კარდიოგრამა და გულის იშემიური დაავადებაც აღმომიჩინეს. საბოლოოდ დამისვეს ათეროსკლეროზის დიაგნოზი და მითხრეს, სისხლძარღვებს სასწრაფოდ უნდა მიხედოო. ვიდრე ექიმის დანიშნულ წამლებს შევიძენდი, გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა. ათეროსკლეროზის საწინააღდეგო უამრავი რეცეპტი აღმოვაჩინე, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა წითელი ასუფურცელას ქერქის ნახარში:

ერთ სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ასფურცელას ქერქს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ და 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კურსის ხანგრძლივობა ერთი თვე.

არ დაივიწყოთ არაჩვეულებრივი ბოსტნეული – ნიორი. მიირთვით ყოველდღე, თუნდაც თითო კბილი.

ყურების შუილსა და თავბრუსხვევას ასეც მოერევით

დაგჭირდებათ:

  • 25 გ მიხაკი
  • ნახევარი ლ არაყი
  • 1/2 კგ შაქარი
  • 3-4 ც ლიმონი

მომზადების და მიღების წესი:

მიხაკი (სანელებელი) ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დაამატეთ შაქარი, კანიანად დაჭრილი ლიმონი, ბოლომდე შეავსეთ თბილი ანადუღარი წყლით და დატოვეთ სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, ერთი თვით.
მიიღეთ 25 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სრული კურსი 3 ქილაა. თითოეული ქილის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს