ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ორგანო ღვიძლია. იგი უამრავ ფუნქციას ასრულებს, რომლებიც პასუხს აგებს ჩვენი ცხოველქმედების უზრუნველყოფაზე. ეს ორგანო მონაწილეობს საჭმლის მონელების, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე ორგანიზმში. სწორედ ამიტომაა საჭირო ღვიძლზე ზრუნვა, მისი დაცვა დაზიანებისგან და გაწმენდა ტოქსინებისგან.
არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის – ფარმაკოლოგიურიც, რომლებსაც ღვიძლის გაწმენდის ფუნქცია აკისრიათ. თუმცა, ამ საშუალებათა უმეტესობას გვერდითი მოვლენები ახასიათებს. დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდის ისეთ საშუალებას, რომელიც მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს და არავითარი გვერდითი მოვლენა არ ახლავს.
ქიშმიშის სასარგებლო თვისებები
დილით მიღებული 1 მუჭა ქიშმიში წმენდს ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან და დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზეც. ეს ჩირი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინსა და მინერალს. გარდა ამისა, ქიშმიში – ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა.
სასარგებლოა ქიშმიშის ნახარშიც. ეს საშუალება გაცილებით მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს, ვიდრე უმი ჩირი. ქიშმიშის ნახარშის მიღება მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და გაგრძნობინებთ ძალების მოზღვავებას.
ეს საშუალება შეუცვლელია მუცელში სიმძიმის შეგრძნებისა და საჭმლის მტკივნეული მონელების წინააღმდეგ. იმის ხარჯზე, რომ იგი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, საკვები უკეთ ნელდება, ხოლო ორგანიზმი მეტ მკვებავ ნივთიერებას ითვისებს.
ასეთი ნახარში ასტიმულირებს იმ ბიოქიმიურ პროცესებსაც, რომლებიც აუცილებელია სისხლის გასაწმენდად, ასევე, აძლიერებს იმუნიტეტს. ქიშმიშისა და მისი ნახარშის მოხმარება კარგი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებებისთვის.
როგორ მოვამზადოთ ქიშმიშის ნახარში
ინგრედიენტები
- 400 მლ წყალი
- 150 გ ქიშმიში
მომზადება
- კარგად გარეცხეთ ჩირი.
- სუფთა ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი და აადუღეთ.
- ადუღებისთანავე დაუმატეთ წყალს გარეცხილი ქიშმიში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით.
- შემდეგ გააჩერეთ ნახარში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და ოდნავ შეათბეთ მოხმარებამდე.
ქიშმიშის შეძენისას ყურადღბა მის ფერსა და ტექსტურაზე გაამახვილეთ. კენკრის ჩირი არ უნდა იყოს ძალიან რბილი ან მაგარი. მოერიდეთ მბრწყინავ ჩირს და შეარჩიეთ მუქი ფერის პროდუქტი.
მიირთვით ასეთი ნახარში დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 4 დღის განმავლობაში. გაწმენდის კურსი შეგიძლიათ თვეში ერთხელ გაიმეოროთ. სასიამოვნო ბონუსია კანის პრობლემების გადაჭრა და სახის შეშუპებების ჩაცხრობა.