5 ნიშანი, რომ გემოვნება არ გაქვთ

1019

დახვეწილი გემოვნებით ბევრი ვერ იტრაბახებს. ის ან გაქვთ, ან არ გაქვთ, რაღაც მესამე არ არსებობს. თუმცა თავად ამ გემოვნების არსებობის საკითხი საკმაოდ საკამათოა. როგორ განვსაზღვროთ? დღეს სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებით.

„პაპარაცი“ საინტერესო ტესტის გავლას გთავაზობთ. 5 ნიშანი არსებობს, რომელიც ცუდი გემოვნების ქონას ადასტურებს. საკუთარ თავში რამდენი მათგანი აღმოაჩინეთ?

შესანიშნავი გემოვნება

1. ოქროს ციებცხელება

რა თქმა უნდა, ოქრო კეთილშობილური ლითონია და მის საწინააღმდეგოდ არაფერი გვაქვს. უფრო, მისი სიჭარბის წინააღმდეგ გამოვდივართ. თავიდან ბოლომდე ოქროს გაკეთება უგემოვნობის ნიშანია. ჭარბი ოქროს ნაკეთობა ლუქში მოდიდან გამოვიდა. ოქრო სტილს მდიდრულს არ ხდის, უფრო პირიქით.

იგივე ოქროსფერ ნივთებს ეხება. არ ვდაობთ, ოქროსფერი საღამოს სტილს ნამდვილად შეესაბამება. მეტალისფერი ბზინვარების მქონე კაბები მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში სჯობს მათზე უარი თქვათ.

2. შავი ფეხსაცმელი ნებისმიერ სტილთან

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ბევრი ქალი უშვებს. შავი ფეხსაცმელი უნივერსალური და ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ ნებისმიერ სტილთან მისი ჩაცმა უკვე წარსულს ჩაბარდა. ის სხვა ფერის ფეხსაცმლით შესანიშნავად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ და უფრო განსხვავებული ლუქი შექმნათ. დროა თქვენი ფეხსაცმლის კოლექცია განაახლოთ.

3. კოლგოტები სიცივეშიც და სიცხეშიც

ცივ სეზონზე კოლგოტის გამოყენება გამართლებულია, მაგრამ ზაფხულში ცოტა შეუსაბამოა. ერთი საკითხია, როცა დრესკოდი მთელი წელი კოლგოტის ტარებას გაიძულებთ, მეორე კი როცა საზაფხულო სარაფნის ქვეშ კოლგოტს ნებაყოფლობით იცვამთ. კიდევ უფრო ცუდია, როცა კოლგოტზე სანდლები გაცვიათ. ასე არ გააკეთოთ.

4. ერთფეროვნება

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ერთფეროვნება კარგი გემოვნების არ არსებობის ნიშანია. ერთი სტილის შენარჩუნება ცუდი არაა, მაგრამ რაღაც მრავალფეროვნების შეტანა საჭიროა.

5. ჭყეტელა ტანსაცმელი

სამწუხაროდ ჭყეტელა და ხელნაკეთი აქსესუარები ცუდი გემოვნების დამადასტურებელია. ეს განგაშის ზარია. ღია ფერის ტანსაცმელი ტაბუ არაა, მაგრამ სტილს სწორად უნდა შეუსაბამოთ. ეს მასიურ აქსესუარებსაც ეხება. ერთად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ. მოკრძალებულ კლასიკურ ლუქთან მასიური აქსესუარი გამოგადგებათ, ხოლო ფერად კოსტიუმთან დახვეწილი აქსესუარი.

ტყუილად არ ამბობენ: „უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით“. ამაში ნამდვილი ჭეშმარიტებაა. უბრალო და მოკრძალებული ლუქის შერჩევა და მოდურად კომბინირება უნდა იცოდეთ. ასე, თქვენს დახვეწილ გემოვნებას გამოავლენთ.

რას იტყვი, საკუთარ თავში რამდენი ნიშნის ამოცნობა შეძელით? არ ინერვიულოთ, არ განგკიცხავთ. რომ დავფიქრდეთ, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, ჩაიცვათ ისე, როგორც თავად მოგწონთ. შეცდომები კი სტილისტებსაც მოსდით. ასე რომ თვითგამოხატვის არ შეგეშინდეთ მაშინაც, კი თუ ოქროსფერი ტანსაცმლის მიმართ სიყვარული გახასიათებთ.

ყველაზე მთავარია, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს