10 რჩევა მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ადამიანებისგან, თუ როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს – ამის დაჯერება წარმოუდგენელია!

464

1.ვისკის მიღება რეგულარულად

სემუელ ბოლი გახლავთ ადამიანი, რომელსაც უკვე 100 წელი შეუსრულდა, თუმცა იგი კვლავ მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მან საკუთარი უკვდავების წყარო გაამხილა: “სასმელი და ქალები”. სემუელის მტკიცებით დიდი ხანი სიცოცხლეს განაპირობებს კარგი ცოლი და ორი ბოთლი შოტლანდიური ვისკი ღამეში.

2. იუმორის გრძნობა

ემილიანო მერკადო, რომელსაც უკვე 115 წელი შეუსრულდა, მადლიერია საკუთარი იუმორის გრძნობის. მერკადო ასევე თვლის, რომ მისი ასაკის რეკორდული მაჩვენებელი ყოველდღიურად სიმინდის ფაფის მიღების, თევზის ჭამისა და რძის დალევის დამსახურებაა.

3. ოჯახური დღესასწაულების აღნიშვნა და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება

ალბათ ცოტათი გიჟურად მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ დიდი რაოდენობით შოკოლადი, სიგარეტი და ზეითუნის ზეთი განაპირობებს დიდხანს სიცოცხლეს, თუმცა ჟანა ლუიზ კალმანი გახლავთ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ მიუხედავად ამდენი მავნე ჩვევისა მას უკვე 122 წელი შეუსრულდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მან გამოუშვა კომპაქტ-დისკი სახელად “დროთა მბრძანებელი”, რომელზეც იგი კითხულობს რეპს საკუთარი ცხოვრების შესახებ.

4. დილის დაწყება ვისკითა და თაფლით

ფრედ ჰეილმა, რომელი გარდაიცვალა 112 წლის ასაკში, განაცხადა, რომ მისი ხანგრძლივი სიცოცხლე განაპირობა ფუტკრის მტვერმა და თაფლმა, რომელთაც იგი ყოველ დილას იღებდა. ხანდახან ამ პროდუქტებს ფრედი უბრალოდ ვისკში ურევდა და გემრიელად მიირთმევდა.

5. უმი თევზის ჭამა და კარგი ლეიბის ყიდვა

სუშის რეგულარულად მირთმევა და დღეში მინიმუმ 8 საათიანი ძილი – აი რა გახლავთ მიცა ოკავას ხანგრძლივი სიცოცხლის საიდმლო, რომელსაც 117 წელიწადი შეუსრულდა. 2014 წელს ასევე მან განაცხადა, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა ისწავლოს მოდუნება, რადგან სტრესი კლავს.

6. ხანდახან ისიამოვნეთ სიგარით

მიუხედავად ექიმების კატეგორიული გაფრილებისა, 115 წლის კრისტიან მორტენსენი ირწმუნება, რომ ზომიერად მოწევა არ ვნებს ჯანმრთელობას. მორტინესმა თქვა, რომ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის საკმარისია ხანდახან კარგი სიგარის მოწევა.

7. ჭამეთ იმდენი ბეკონი, რამდენიც შეგიძლიათ

შეიძლება ცოტათი დაუჯერებლად მოგეჩვენოთ ყოველივე ეს, თუმცა 105 წლის პირლ კანტრელი თვლის, რომ მას ამდენ ხანს სიცოცხლეში სწორედ ბეკონი დაეხმარა.

8. არა დალევასა და მოწევას

ეს პუნქტი რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ზემოთ მოცემულ რამდენიმე პუნქტს, თუმცა ცხოვრება სავსეა შეუსაბამობებით. ტომოძი ტანაბე, რომელიც გარდაიცვალა 113 წლის ასაკში, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდრად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ იგი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არც სვავდა და არც ეწეოდა…

9. მცირე ულუფებით ჭამა

იაპონელი ფოსტალიონის, დიროემონ კიმურას რწმუნებით მან 115 წელისა და 253 დღის მიღწევაში დაეხმარა ის ფაქტი, რომ ყოველთვის მიირთმევდა საჭმელს მცირე ულუფებით. მისი დიეტა შედგებოდა ბრინჯისგან, გოგრისგან და ტკბილი კარტოფილისგან.

10. დიდი რაოდენობით თამბაქოს მოხმარება

ბევრ თქვენგანს ყოველივე ეს შეიძლება აბსურდად მოეჩვენოს, თუმცა 101 წლის დოროტი ჰოუ თავის ხანგრძლივ სიცოცხლეს უმადლის იმ ფაქტს, რომ მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნახევარ მილიონამდე ღერი სიგარეტი მოწია. “მე ცოცხალი ვარ სიგარეტისა და ვისკის წყალობით. ექიმმა მითხრა, რომ მათ გარეშე დღეს ცოცხლებში აღარ ვეწერებოდი” – აცხადებს ბრიტანელი ქალბატონი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს