მიუხედავად იმისა, რომ ტკვილი არასოდეს არ არის სასიამოვნო, ის მართლაც მნიშვნელოვანია. ალბათ გიჩნდებათ კითხვა რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი მაგალითად: ცხელ ღუმელს ხელს ადებს შემდომ მას ხელი ეწვის და სტკივა, როდესაც ერთხელ გაიგებს თუ რა მტკივნეულია ღუმელზე ხელის დადება, იგი მეორედ ამას აღარ გააკეთებს.
ჩვენს სტატიაში მოგიყვებით 7 ყველაზე საშნელი ტკივილის შესახებ, რომელსაც ადამიანი განიცდის.
მშობიარობა – მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონების შეუძლიათ იმშობიარონ ტკვილის გარეშე სპეციალური პრეპარატების დახმარებით, მაინც მათი უმრავლესობა ბუნებრივ მშობიარობას ამჯობინებს. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მშობიარობა ეს არის უსაშინლესი ტკივილი, რომელსაც ბედნიერება მოსდევს. მშობიარობის დროს ქალბატონი გრძნობს ტკივილს, რომელიც აქამდე არასოდეს არ განუცდია. არც მშობიარობამდე პერიოდია გამონაკლისი, სწორედ ამ დროს აქვთ ქალბატონებს სხვადასხვა სახის ტკივილები.
თირკმლის ქვები (კენჭის გავლა) – ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტკივილი, რომლის დროსაც ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით იტანჯება ტკივილისაგან. მისი განკურნება ოპერაციით შეიძლება, ხოლო მისი გამოვლინება მარტივად ხდება. თუ თქვენს შარდს თან სდევს სისხლი, ან პირღებინების დროს შედეგი სისხლის ამოღებაა, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა თირკმლის ქვებისა, ამიტომ მალევე მიხედეთ მას რადგან შემდგომში სხვადასხვა გართულებები არ მოყვეს.
ტყვია ჭიანჭველას ნესტარი – ამ ჭიანჭველას კბენას გაუსაძლისი ტკივილები მსოდევს, რომელიც 12_იდან 24 საათამდე გრძელდება. დამტკიცებულია, რომ ვისაც ეს ჭიანჭველეა უკბენს, ყოველ წამში სხვადასხვა სახის ტკივილს განიცდის. ყველაზე ცუდია, როდესაც ნაკბენი ფეხის არეშია.
ტეტანუსი (კრუნჩხვა) – ძალიან მტკივნეული და ამავდროულად საზიანო თქვენი ორგანიზმისათვის. კრუნჩხვას ნერვული სისტემა კერძოდ კი ნერვული დაბოლოებების აცდენა იწვევს. ამ დროს შეიძლება ადამიანის კუნთების ერთგვარი მოდუნება ან ამოქმედება მოჰყვეს, ან შეიძლება კრუნჩხვის დროს ადამიანი გაშეშდეს და იყოს უმოქმედოთ.
კბილის აბსცესი – ყველას სძულს, როდესაც იძულებულნი არიან მივიდნენ სტომატოლოგთან. თუ თქვენ შეამჩნიეთ კბილის აბსცესი თქვენ პირისღრუსი აუცილებელია მალევე მიმართოთ სტომატოლოგს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება აბსცესმა გამოიწვიოს სირთულეები და ძვლების საშინელი ტკივილი.
პენისის მოტეხილობა – საკმაოდ ცუდად ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ ეს სინამდვილეა. მამაკაცებს ვისაც პენისის მოტეხილობა ემართებათ იტანჯებიან გაუსაძლისი ტკივილებით. საბედნიეროდ ყოველივე ამაზე შეიძლება მკურნალობა და ოპერაციის ჩატარება.
სამწვერა ნერვის ნევრალგია – ადამიანებს, რომელთაც გამოცდილი აქვთ ეს ტკივილები, მათი გადმოცემით სამწვერა ნერვის ნევრალგია არის უეცარი, ელვასავით სწრაფი და საოცრად მტკივნეული, რომლის გაძლებაც ძალიან რთულია. ეს დაავადება შედარებით ხშირია ქალბატონებში, მაგრამ მორჩენადია.