6 მოცულობითი ვარცხნილობა თხელი თმისთვის: იდეალურია 50+ ასაკის ქალებისთვის

193

ყველა ქალის სურვილია მოწესრიგებულად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოცვაში. დაგვეთანხმეთ, მთლიანი იმიჯის შექმნაში თმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასაკის მატებასთან ერთად ვარცხნილობა სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ უნებურად უფრო ასაკოვანი არ გამოჩნდეთ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ვარცხნილობა 50+ ასაკის ქალებს უფრო აახალგაზრდავებს და 100%-ით იდეალურად აჩენს. „პაპარაცი“ გიზიარებთ ტრენდულ ვარცხნილობებს, რომლებიც თქვენს იერს განაახლებს.

რომელი ვარცხნილობები აახალგაზრდავებს ქალს 50 წლის შემდეგ

პიქსი

ეს ვარცხნილობა თამამი და გაბედული ქალებისთვის იდეალური არჩევანია. სტილს სიკაშკაშეს ნამდვილად მატებს. მით უფრო, რომ აჩეხილი ან ასიმეტრიული წინამო მოდაში ბრუნდება. იმის მიუხედავად, რომ ამ ვარცხნილობაში თმის დიდი ნაწილი საკმარისად მოკლდება, წინამო გრძელი შეგიძლიათ დატოვოთ.

გარსონი

ვარცხნილობა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში პოპულარული გახდა და დღემდე მოდიდან არ გადადის. მისი ბიჭური იერი რამდენიმე წელს მოგაკლებთ. წარმატებულად დავარცხნის შემთხვევაში ათი წლის მოკლებას შეძლებთ. თუმცა სტილისტები ირწმუნებიან, რომ ასეთი ვარცხნილობა სუსტი აღნაგობის ქალებს უფრო უხდებათ.

კარე

ერთ-ერთი ტრენდული ვარცხნილობა, რომელიც როგორც ახალგაზრდებს, ასევე ასაკოვან ქალებს მოსწონთ. პირველ შემთხვევაში, ახალგაზრდულ ნაკვთებს ხაზს უსვამს, მეორე შემთხვევაში, სახეს სიახლეს მატებს, სახის ოვალს ლამაზად ევლება. თუმცა თუ თხელი თმა გაქვთ, კარეს შეჭრამდე გაითვალისწინეთ, რომ მუდმივად დავარცხნა დაგჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ იერს ვერ მიიღებთ.

ბობი

ბობის სტილში ასაკობრივი ვარცხნილობის საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს. რა თქმა უნდა, ამ ვარცხნილობის სწორად გაკეთება მხოლოდ გამოცდილ პარიკმახერს შეუძლია. ის დაგეხმარებათ აირჩიოთ ვარცხნილობის ფორმა და სიგრძე თქვენი სახის და თავის ფორმის, ასევე აღნაგობის და თმის სისქის მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს იმიჯს უკეთესობისკენ შეცვლის.

კასკადური ვარცხნილობა

თუ ბუნებამ სქელი თმა არ გაჩუქათ, იდეალურია კასკადური ვარცხნილობა 50+ ასაკის ქალებისთვის. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის, წინამოთი ან მის გარეშე, რაც თქვენს პრეფერენციებზე დამოკიდებულია. კასკადის მთავარი უპირატესობაა ის, რომ ამ ფორმით შეჭრილი თმა სახის ოვალს ასწორებს, უფრო დაჭიმულს ხდის.

გრძელი თმა

არსებობს სტერეოტიპი, რომ 50+ ასაკის ქალებს გრძელი თმა არ უხდებათ. უმეტეს შემთხვევაში, ასე არ არის. უფრო მეტიც, ახლა მსოფლიოში ვრცელდება გრძელი ჭაღარა თმის ტრენდი. სტილისტები თვლიან, რომ ბუნებრივი სილამაზე ჩარჩოთი შემოფარგლული არ უნდა იყოს, როგორც დაბერების ბუნებრივი პროცესი. ზოგიერთი ქალი, რომელთაც შეგნებულად არ სურთ თმის შეჭრა და შეღებვა, ცნობილი მოდელებიც ხდებიან. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თმის ბოლოების შეჭრა და სწორი მოვლა საჭირო არ არის.

50 წელს გადაცილებული ქალებისთვის ვარცხნილობები საკმაოდ მრავალფეროვანია. შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი ვარცხნილობა, რომელიც განაახლებს თქვენს გარეგნობას და დაგეხმარებათ რამდენიმე წლის მოკლებაში. გარეგნობაზე ექსპერიმენტები თამამად ჩაატარეთ, თუ შეცვლის სურვილი გაქვთ, და დარჩით ლამაზი ნებისმიერ ასაკში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს