მალე ახალი წელი კარს მოგვადგება. დროა საახალწლო საჩუქრების სია შეადგინოთ. ეს არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მას სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ. როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანია რომ საჩუქარი არა მხოლოდ მიმღებს, არამედ წლის სიმბოლოს, თეთრი მეტალის ვირთხას მოეწონოს. რთულია არაფერია, უბრალოდ რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ.
საინტერესო, საახალწლო საჩუქრები
პირველ რიგში, მომავალი წლის სიმბოლო უკეთ უნდა გაიცნოთ. 2020 წლის მფარველი თეთრი, მეტალის ვირთხა გახდა. ამ პატარა ცხოველს ნებისმიერ პირობებში გადარჩენა შეუძლია. ვირთხა ახალ 12 წლიან ციკლს იწყებს და ყველა პლანეტის წინ იჭრება. 2020 წელი წარმატებული რომ იყოს, ისეთი საჩუქრები უნდა შეარჩიოთ, რომელთაც ეშმაკი და გამჭრიახი წლის მფარველი აღიარებს.
ვირთხა ხარბი ცხოველი არაა, მაგრამ რაციონალობით გამოირჩევა. ის მფლანგველობისკენ არ მოგიწოდებთ, რადგან თავად ბუნებით მოკრძალებულია. სწორედ ამიტომ, საჩუქრებიც შესაბამისი უნდა იყოს. სჯობს პრაქტიკული და იაფი საჩუქრები შეიძინოთ, რომლებიც ადამიანს ამა თუ იმ მხრივ საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.
ვირთხა მგრძნობიარე და გამჭრიახი ცხოველია. ამ წლის სიმბოლო მუხთლობას ადვილად დაინახავს, თუ საჩუქარი გულით ან არაგულწრფელი გრძნობით არის გაკეთებული. მჩუქებელს ვირთხა დასჯის და მისთვის მომავალი წელი წარუმატებელი იქნება.
ვირთხა ოჯახურ ღირებულებებს სერიოზულად ეკიდება. სწორედ ამიტომ, ყველა საჩუქარი სიყვარულით და მთელი გულით გაკეთებული უნდა იყოს. საჩუქრის გარეშე არავინ დატოვოთ. ყველა ახლობელს რაღაც აჩუქეთ, თუნდაც წვრილმანი რამ.
მოდით დეტალურად განვიხილოთ საჩუქრების სია, რომელთა ჩუქებაც წელს აკრძალულია. ამ სიაში მოხვედრილი ნივთები სჯობს არავის აჩუქოთ.
რისი ჩუქება არ ღირს
1. კატის ფორმის ფიგურა, სათამაშო და სტატუეტი. ვირთხას კატასთან რთული ურთიერთობა აქვს, ამიტომ ამ ცხოველის სიმბოლოს საჩუქრად გამოყენება არ ღირს. იგივე მელას და ძაღლს ეხება.
2. ცოცხალი კატის ჩუქება არ შეიძლება. ამ წლის სიმბოლოს ნამდვილად არ მოეწონება, თუ დღესასწაულზე სახლში კატა გამოჩნდება. საერთოდ, ცოცხალი ცხოველის ჩუქება არ ღირს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. დღესასწაულის შემდეგ ცხოველის მიმართ ინტერესი ქრება, ხოლო ცხოველი ქუჩაში ხვდება. ცხოველის არჩევას სერიოზულად უნდა მიუდგეთ, რადგან ის ცოცხალი არსებაა.
3. ვირთხას მკვეთრი სუნები არ უყვარს, ამიტომ ნებისმიერი არომატული საშუალება სხვა დღესასწაულისთვის შეინახეთ.
4. სუვენირები, რომელთაც არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. საკიდი, მაგნიტი, არომატული სანთელი – ეს ყველაფერი ვირთხას არ გაახარებს. არსებობს რისკი, რომ ასეთი საჩუქრის შემრჩევი მთელი წელი მცირე უსიამოვნებებში იქნება.
5. ასევე ვირთხას არ მოეწონება საჩუქარი, რომელიც მავნე ჩვევასთან იქნება დაკავშირებული. ასეთი საჩუქრის ჩუქება არ ღირს, რომ წლის მფარველი არ გააბრაზოთ.
6. წლის მფარველი წყლის პროცედურებს ვერ იტანს, ამიტომ სხვადასხვა შამპუნები და სხვა მსგავსი ნივთები სჯობს სასაჩუქრედ არ შეიძინოთ.
7. ძვირადღირებულ საჩუქრებზეც (მაგალითად, საიუველირო ნაწარმი) უარი უნდა თქვათ. ვირთხას თავისი მოკრძალებულობის გამო ეს არ მოეწონება.
8. მოძრაობის შემაფერხებელ საჩუქრებზეც უარი უნდა თქვათ. ვირთხა მოქნილი და მოძრავია, ამიტომ არ უყვარს ის, რაც მოძრაობაში ხელს უშლის.
9. ვირთხას საყოფაცხოვრებო ჭურჭელი არ უყვარს, ამიტომ დეფორმირებული, თუნდაც დეკორატიული ბზარის მქონე ნაწარმის შეძენისგან თავი შეიკავეთ. ვირთხას უფრო მეტად მოეწონება იაფი თეფში ან ჭიქა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებთ. ოღონდ არა მინის ნივთი. ვირთხას ეს მასალა არ უყვარს.
რა თქმა უნდა, შეზღუდვების სია დამთრგუნველია. საჩუქრის არჩევის დროს ბევრი რამ უნდა განიხილოთ. რა უნდა ვაჩუქოთ? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო წვრილმანი, რომელსაც სასარგებლო დანიშნულება აქვს. საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძლება პრაქტიკული და ფუნქციური საჩუქარი გახდეს.
შესანიშნავი საჩუქარი იქნება წიგნი, განსაკუთრებით პირად და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული. ნებისმიერი სასწავლო სერთიფიკატი ან პროცედურა ვირთხას მოეწონება. ასევე სასაჩუქრედ შეგიძლიათ მოკრძალებული და იაფი სამკაული შეარჩიოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი დაიმახსოვრეთ – თქვენი ახლობლების სურვილი. ვირთხა ნებისმიერ საჩუქარს მოიწონებს, თუ ეს დიდ სიხარულს გამოიწვევს. საჩუქრის შერჩევის დროს იფიქრეთ იმაზე, თუ ამ ადამიანს რა მოეწონება.
საჩუქარი ღირებულია სწორედ იმით, რომ სულში ამ სიხარულის ემოციებს და გრძნობებს ტოვებს. ნივთები ტყდება, იკარგება და გვბეზრდება, ხოლო გულწრფელი ემოციები სამუდამოდ გულში რჩება. საახალწლო საჩუქრები უკვე შეარჩიეთ?