ჩვენს ოჯახში შაბათი ყოველთვის საუზმით იწყება. უქმეების დასაწყებად ყველა სუფრასთან ვიკრიბებით, ვსაუზმობთ და ვსაუბრობთ. ამ დღისთვის ყოველთვის ვცდილობ ჩემი ოჯახისთვის რაიმე გემრიელის მომზადებას. ბლინები, ღვეზელები, ღუმელში მომზადებული კერძები – ეს ყველაფერი მათ ძალიან უყვართ. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უყვარს, როცა მათთვის ფუმფულა ბაგელებს ვამზადებ.
ეს უმარტივესი რეცეპტი მომცა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში მუშაობს. ეს ბაგელები მათთან სინათლის სიჩქარით იყიდება. ისინი ძალიან ჰგვანან კრუასანებს თავიანთი ჰაეროვანი ტექსტურით. მაგრამ ამავე დროს, მათი მომზადება მოითხოვს ძალიან ცოტა ინგრედიენტებს. ასეთი ბაგელების გემო ძალიან დელიკატურია. სცადეთ გამოცხობა და თავად დარწმუნდებით!
ბაგელი გულსართით – კრუასანის ალტერნატივა
ამ ფუმფულა ბაგელების მომზადება ძალიან მარტივია. გარდა ამისა, მათთვის შესაფერისია თითქმის ნებისმიერი გულსართი. მაგალითად, მე მათ ყველაზე ხშირად ვამზადებ ჯემით, მურაბით ან შოკოლადის კრემით. გემო ყოველთვის შესანიშნავია.
ბაგელების რეცეპტი შოკოლადის კრემით
ინგრედიენტები
- რძე 250 მლ;
- 1 კვერცხი;
- 3 ს.კ. შაქარი;
- 0,5 კგ ფქვილი;
- ვანილის შაქარი – 1 შეფუთვა;
- 4 ს.კ. მზესუმზირას ზეთი;
- 7 გ მშრალი საფუარი;
- 1 ჩ.კ. მარილი;
- 40 გ კარაქი;
- შოკოლადის კრემი.
მომზადების წესი
1. თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი, საფუარი და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ.
2. დაუმატეთ კვერცხის ცილა, მცენარეული ზეთი, ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ ცომი თბილ ადგილას 1 საათით.
3. დროის გასვლის შემდეგ ცომი ისევ კარგად მოზილეთ და 7 თანაბარ ნაწილად დაჭერით. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ დაახლოებით დესერტის თეფშის ზომაზე. თითოეული ფირფიტის სისქე უნდა იყოს დაახლოებით 5 მმ.
4. ახლა ჩვენ უნდა შევქმნათ ცომში ფენები. აიღეთ დარბილებული კარაქი და ფუნჯის მეშვეობით გადაუსვით ერთი ფირფიტის ზედაპირს, ზემოდან მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დააფარეთ მეორე ფირფიტა. გაიმეორეთ იგივე ნაბიჯები დანარჩენ ფირფიტებზეც, დააწყვეთ ისინი ერთმანეთზე და წაუსვით კარაქი. ზედა ფირფიტას კარაქი არ წაუსვათ.
5. ახლა ხელის გულებით დააჭირეთ მთელ დასტას ისე, რომ ცომი ერთმანეთს შეეწებოს. შემდეგ გააბრტყელეთ ფირფიტები ისე, რომ მიიღოთ ერთი დიდი წრე.
6. საკონდიტრო საჭრელით ფენა სამკუთხედებად დაჭერით. გააკეთეთ პატარა ჭრილები სამკუთხედების ძირში. შიგ მოათავსეთ შოკოლადის კრემი. კრემი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჯემით, მურაბით, დაშაქრული კენკრით ან მიწის თხილთან შერეული შაქრით.
7. სამკუთხედის შეხვევა დაიწყეთ ძირიდან, გააკეთეთ ბაგელი.
8. ფორმაში, რომელშიც ბაგელი უნდა გამოცხვეს, ჩაფინეთ პერგამენტი და ნამცხვრები ზედ მოათავსეთ. საცხობ ფორმას გადააფარეთ პირსახოცი და გააჩერეთ თბილ ადგილას კიდევ 1 საათი.
9. ამის შემდეგ, დარჩენილ კვერცხის გულს შეურიეთ 1 ს/კ რძე, ათქვიფეთ და ბაგელებს ზემოდან გადაუსვით. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში, სანამ არ დაიბრაწება.
10. მზა ბაგელებს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი ან დაასხათ შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!
ასეთი ფუმფულა ბაგელები შეგიძლიათ გულსართის გარეშეც გამოაცხოთ და სუფრასთან მიიტანოთ სხვადასხვა ჯემებთან ერთად. ვარიანტები ძალიან ბევრია!