ღვიძლის ციროზისგან ალპინიას ნაყენი გიხსნით

279

მე, მრავალი წელია, ბალახეულით მკურნალობით ვარ დაკავებული და მინდა, გიამბოთ ერთი გასაოცარი მცენარის – პოტენტილას შესახებ მოგიყვეთ. მისი მეორე დასახელებაა გალანგა.

სამკურნალო ნედლეულად მიიჩნევა ფესვები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას. ძველ დროს, პოტენტილას ჯადოქრადაც მოიხსენიებდნენ, რამდენადაც მას აქვს უდიდესი სამკურნალო ძალა. ლეგენდების მიხედვით, რუსლანის გასაცოცხლებელი ცოცხალი წყალი იმ წყაროდან აიღეს, რომლის გარშემოც ეს ბალახი იზრდებოდა.

გალანგის ნაყენი – ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირი

გალანგის ნაყენი შეიცავს მიკროელემენტებს: კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, რაც ანემიის განკურნებას უწყობს ხელს. იგი სისხლძარღვებს მოქნილობას ანიჭებს, გამოაქვს ქოლესტერინი, აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, ხელს უშლის ინსულტსა და ინფარქტს, ამცირებს წნევას.

ამ დაავადებების სამკურნალოდ მოამზადეთ გალანგის ნაყენი. აიღეთ 25 გ ფესვები და დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 21 დღით. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გალანგა შეიცავს ვერცხლსაც, ამიტომ კურნავს ასე კარგად წყლულს, კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს, თირკმლებისა და შარდის ბუშტის კიბოს, პროსტატიტს, იმპოტენციასა და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებს.

ამ უსიამოვნებების განკურნებისთვის გამოიყენება ნახარში, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ს.კ. ხმელ გალანგის ფესვს დაასხით 200 მლ წყალი, ხარშეთ ორთქლზე 15 წუთით, გააგრილეთ და გადაწურეთ. დალიეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ღვიძლის ციროზის მკურნალობა

50 გ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 3 კვირით ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, გადაწურეთ. დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 30 წვეთი, გაზავებული 50 მლ წყალში.

კვანძური ჩიყვის მკურნალობა

მოამზადეთ გალანგის მალამო. 50 გ დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით 500 გ ახალი ღორის ქონი, დადგით ორთქლის აბაზანაზე 2 საათით, გააგრილეთ. შეინახეთ მალამო მაცივარში. წაისვით პრობლემურ ადგილებზე დღეში 2-3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში. აუცილებლობისამებრ, გაიმეორეთ კურსი.

იმპოტენციის მკურნალობა

100 გ ხმელ ფესვს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 21 დღით ბნელ ადგილას, პერიოდულად ანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ.

მიიღეთ 1 ჩ.კ. 16, 18 და 20 საათზე, დააყოლეთ წყალი, რძე ან ჩაი. მკურნალობის კურსი მოიცავს 30-40 დღეს, 10-დღიანი შესვენების შემდეგ კიდევ 2-3 კურსის გავლა შეგიძლიათ.

სახსრების დაავადებების მკურნალობა

წყლის მარწყვაბალახისა და პოტენტილას ნაყენი დაგეხმარებათ სახსრების დაავადებების დროს: ართრიტის, ართროზის, რევმატოიდული პოლიართრიტის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, პოდაგრის, აგრეთვე, ქალური დაავადებების(მიომის, ფიბრომიომის, მასტოპათიის) დროს.

წყლის მარწყვაბალახის 200 გ ხმელ ფესვსა და 100 გ გალანგის ფესვს ათავსებთ სამლიტრიან ქილაში, პირთამდე ასხამთ არაყს ან ჭაჭას, არაუმეტეს 70%. გააჩერეთ ბნელ ადგილას 4 კვირით და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ამავე ნაყენით დაიზილეთ მტკივანი ადგილები და სახსრები.

შეგიძლიათ, ბალახები აფთიაქში იყიდოთ, თუმცა ყველაზე უფრო სასარგებლო საშუალებას მაშინ მიიღებთ, თუ ბუნებაში გახვალთ და იქ იპოვით უმ მცენარეებს.

გალანგისა და წყლის მარწყვაბალახის ფესვები სექტემბრიდან ნოემბრამდე უნდა მოკრიფოთ. ბუნება ნამდვილად არ მოგატყუებთ, რასაც ვერ ვიტყვით ბაზრობის გამყიდველებზე.

ვისაც, გარკვეული მიზეზების გამო, ბალახების მომარაგება არ შეუძლია, მათი შეძენისას უნდა ჰკითხონ გამყიდველებს, თუ როდის და რა პერიოდში მოიკრიფა ბალახები.

მე გალანგისა და წყლის მარწყვაბალახის ფესვებს ორ წლამდე ვინახავ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მებალახის თქმით, მათი შენახვა 5-6 წლამდე შეიძლება. დროთა განმავლობაში, ბალახები ძალას კარგავენ.

უკუჩვენებები

ატონიური ყაბზობა, პროთრომბინის ინდექსის მაღალი მაჩვენებლები, ჰიპერტონია, რადგან შეიძლება შემცირდეს კაპილარების გამტარობა და სისხლძარღვების შევიწროება გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს