მსხლის ჩირის ნაყენი ყაბზობის წინააღმდეგ

260

მსხლის ჩირის მიღება რეკომენდებულია სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგან მის შემადგენლობაში უფრო მეტია ფრუქტოზა, ვიდრე გლუკოზა (ფრუქტოზა ათვისებისთვის არ მოითხოვს ინსულინს).

მსხალი შეიცავს მცირე კალორიებს, სამაგიეროდ, ისინი მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით. ნაყოფის შემადგენლობაშია ვიტამინები, მჟავები, მინერალები, ცელულოზა და შაქარი.

სამკურნალო ნედლეულის სახით იყენებენ როგორც უმ, ისე ხმელ ნაყოფსა და მსხლის ფოთლებს. ისინი სასარგებლოა ანემიის, გულისა და თირკმლების დაავადებების, საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს.

მსხალი შეიცავს კვარცეტინს – ბუნებრივ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას. ამიტომ, ნაყოფი კურნავს კანის დაავადებებს. მსხალს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. უმ და ხმელ ნაყოფს შორის განსხვავება ისაა, რომ ხმელი მსხალი დიდხანს არ ფუჭდება.

ხმელი მსხლის ნაყენი ყაბზობის წინააღმდეგ

რეცეპტი 1

აიღეთ 20 გ ხმელი მსხალი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 3 საათით. მიიღეთ 3 ს.კ. უზმოზე დიარეის ან ყაბზობის დროს.

რეცეპტი 2

აიღეთ 20 გ ხმელი მსხალი. შეურიეთ 2 წილი პიტნის ფოთლები, 2 წილი კატაბალახას ფესვები და 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა დილასა და საღამოს.

რეცეპტი 3

აიღეთ 20 გ ხმელი მსხალი. შეურიეთ 2 წილი გვირილას ყვავილები, 2 წილი ბეგქონდრის ნაყოფილ 2 წილი პიტნის ფოთლები, 1 წილი კატაბალახას ფესვები. დაასხით 1 ს.კ. მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა ჩაი დილასა და საღამოს.

რეცეპტი 4

აიღეთ 20 გ ხმელი მსხალი. შეურიეთ 1 წილი თავშავა, 1 წილი გვირილას ყვავილები და დაასხით 1 ს.კ. მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ხარშეთ 7-10 წუთით, გააგრილეთ და გადაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა დილასა და საღამოს.

რეცეპტი 5

აიღეთ 20 გ ხმელი მსხალი. შეურიეთ 2 წილი ბეგქონდრის ნაყოფი, 2 წილი თავშავა, 4 წილი გვირილას ყვავილები. დაასხით 1 ჩ.კ. მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

რეცეპტი 6

შეურიეთ თითო წილი კატაბალახას ფესვები, პიტნის ფოთლები და ბეგქონდრის ნაყოფი, დაუმატეთ 20 გ ხმელი მსხალი. დაასხით 1 ს.კ. მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დილა-საღამოს.

რეცეპტი 7

აიღეთ 20 გ ხმელი მსხალი. შეურიეთ 1 წილი ბეგქონდრის ნაყოფი, 4 წილი კატაბალახას ფესვები, 6 წილი გვირილის ყვავილები. დაასხით 1 ს.კ. მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ 0.5 ჭიქა დილა-საღამოს.

რეცეპტი 8

აიღეთ 20 გ კარგად დაქუცმაცებული ხმელი მსხალი. შეურიეთ მას 1 წილი ანისულის, ბეგქონდრის ნაყოფი და პიტნის ფოთლები. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ და დააყენეთ 1 საათით. გადაწურეთ ნახარში და დალიეთ მცირე ულუფებად დღეში რამდენიმე მიღებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს