ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, ორგანიზმზე უნდა იზრუნოთ. ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და სრულფასოვანი ძილი ჩვენი კარგი განწყობის საფუძველია. ცოტამ თუ იცის, რომ არანაკლები მნიშვნელობა აქვს გაცნობიერებულ სუნთქვას. სწორად სუნთქვის ცოდნით შეძლებთ ორგანიზმის გაახალგაზრდავებას მარტივად და სწრაფად.
ამის შესახებ შევიტყვე მეგობრისგან, რომელიც რამდენიმე თვე ნანახი არ მყავდა. მისი დანახვისას თვალებს ვერ დავუჯერე. ასეთ მოკლე დროში მისი ცნობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მეგობარი უფრო ახალგაზრდულად, ჯანსაღად და ჰარმონიულად გამოიყურებოდა. მისი ახალგაზრდობის რეცეპტით დავინტერესდი და გავიგე, რომ საქმე სუნთქვაშია. მეგობრის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვისუნთქოთ სწორად, რათა ორგანიზმის ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ.
როგორ ვისუნთქოთ სწორად ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად
1970-იან წლებში ამერიკელმა მეცნიერმა ლეონარდ ორრმა გადაწყვიტა კვლევის ჩატარება თემაზე, რა გავლენას ახდენს სწორად სუნთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განწყობაზე. კვლევის ფარგლებში შექმნა სუნთქვის ტექნიკა “რებიოფინგი”. ეს ტექნიკა შეგიძლიათ აღიქვათ თვითდახმარების საშუალებად სტრესის დროს, სადაც ინსტრუმენტია შეგნებული ენერგიული სუნთქვა.
ტექნიკის შემქმნელი ამბობდა, რომ 30 წამით სწორი სუნთქვა ორგანიზმს ენერგიით და ახალგაზრდობით ავსებს. პრაქტიკა აღწერილია მკვლევრის წიგნში „მოიშორეთ მკვლელი ჩვევა“. მისი წყალობით შეძლებთ არა მხოლოდ ორგანიზმის გაახალგაზრდავებას, არამედ ცხოვრების ძირეულად შეცვლას.
სუნთქვის ტექნიკის უპირატესობა
თუ სუნთქვის ამ ტექნიკას რეგულარულად შეასრულებთ, შედეგები არ დააყოვნებს:
- ორგანიზმი ენერგიით აივსება. პირველ რიგში, ეს აისახება ზოგადად სუნთქვაზე, ასევე სისხლის სწორ მიმოქცევაზე. გაგიმარტივდებათ გონებრივი და ფიზიკური აქტივობა. ტვინი უკეთ იმუშავებს, აზრები უფრო ნათელი გახდება.
- ნერვული სისტემა დარეგულირდება. სუნთქვისადმი მიდგომის შეცვლით შეძლებთ მოიშოროთ ემოციური ბლოკი და პრობლემა, რომელიც დიდხანს გაწუხებდათ.
- უჯრედების კვება. ორგანიზმი ჟანგბადით გაივსება, რაც ხელს შეუწყობს მთელი სხეულის უჯრედების კვებას და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.
როგორ ვისუნთქოთ სწორად ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად
სუნთქვის ტექნიკა შედგება 20 ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვისგან, რომლებიც სწორად უნდა დააკავშიროთ. ეს მთავარი პირობაა შედეგის მისაღებად. თავდაპირველად ტექნიკა დღეში რამდენჯერმე შეასრულეთ, რომ სუნთქვის ახალ ფორმატს მიეჩვიოთ. მომავალში, რებიოფინგი გამოიყენეთ იმ მომენტებში, როცა გჭირდებათ, მაგალითად, სტრესის ან სისუსტის დროს.
ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:
- მოკლე ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გააკეთეთ. ეს წრე 4-ჯერ გაიმეორეთ.
- ამის შემდეგ ერთხელ ღრმად და გახანგრძლივებულად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ასევე ღრმად ამოისუნთქეთ.
- მოკლე და გრძელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის კომბინაციები 4-ჯერ გაიმეორეთ. ჯამში მიიღებთ 20 სუნთქვით ვარჯიშს.
როგორც მოკლე, ასევე გრძელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ცხვირიდან შეასრულეთ. ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა იყოს უწყვეტი, შეუფერხებლად გარდამავალი ერთმანეთში. მათ შორის პაუზა საჭირო არ არის.
ასე მიიღებთ სუნთქვის მცირე კომპლექსს, რომელიც შედეგს სწრაფად მოგცემთ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ გრძელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა იყოს საკმაოდ ღრმა, ფილტვები ჰაერით მაქსიმალურად უნდა გაავსოს. ამასთან სუნთქვამ არ მოგიტანოთ უსიამოვნო შეგრძნება და დისკომფორტი.
უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა კიდურების მსუბუქი ჩხვლეტა შეიძლება იგრძნოთ მხოლოდ ვარჯიშის დასაწყისში. ასეთი ვარჯიში ხშირად შეასრულეთ და მალე იგრძნობთ, რომ ეს შეგრძნებები გაქრა, ხოლო საერთო კეთილდღეობა გაუმჯობესდა.
ახლა იცით, როგორ ისუნთქოთ სწორად, რათა ორგანიზმი გაახალგაზრდაოთ და გააჯანსაღოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სუნთქვის გარდა მნიშვნელოვანია სწორი კვება და წყლის რეჟიმი. მათი კომბინაციით საოცარ შედეგს მიიღებთ. შემოწმებულია!