როგორ მოვაწყოთ მაგიდა წითელი თევზის კერძებით

1107

ახლა სუპერმარკეტებში ნებისმიერი გემოვნების პროდუქტს შეხვდებით. ამ მხრივ განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნება გვახარებს. „პაპარაცი“ წითელი თევზის წასახემსებლების რეცეპტებს გთავაზობთ.

ასეთი ხორცი ფილეს ნაწილს არაფრით ჩამორჩება, ხოლო მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. განსაკუთრებით აქტუალურია ორაგულის წასახემსებელი დღესასწაულებზე – ასეთი კერძების მომზადება მარტივია და სტუმრებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

როგორ მოვამზადოთ წითელი თევზი

ორაგულის დამარილებული ხორცი (ზურგის ნაწილი)

ინგრედიენტები:

  • ორაგულის ხორცი (ზურგის ნაწილი)
  • მსხვილი მარილი
  • შაქარი

მომზადება:

1. თუ გაყინული ორაგულის ხორცი გაქვთ, ის უნდა გაალღოთ. მარილი და შაქარი 2:1 პროპორციით აიღეთ და აურიეთ. ცოტა ნარევი ბრტყელ თეფზე დაყარეთ, ზემოდან ხორცის ფენები დააწყვეთ და კვლავ შაქრის და მარილის ნარევი მოაყარეთ. ისე უნდა გააკეთოთ, რომ ხორცი არ ჩანდეს.

2. თევზს ზემოდან კიდევ ერთი ბრტყელი თეფში დააფარეთ და რამდენიმე კილოგრამი სიმძიმე დაადეთ. თევზით სავსე თეფში ცივ ადგილას 1 დღე გააჩერეთ. გამოყენების წინ ორაგულის ხორცი უნდა გარეცხოთ. სჯობს მიღებულ მარილწყალში შეინახოთ. მოხარშულ კარტოფილთან ერთად საუკეთესო წასახემსებელია.

ორაგულის ხორცი ღუმელში გამომცხვარი

ინგრედიენტები:

  • 3 წითელი თევზის ხორცი (ზურგის ნაწილი)
  • სანელებლები წითელი თევზისთვის
  • 3 კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • ფოლგა, საცხობი პარკი

მომზადება:

1. აქ წითელი თევზის ღუმელში გამოცხობაზე გიამბობთ. თევზის ხორცი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და რამდენიმე ნაწილად დაჭერით. თევზს სანელებლები და მარილი მოაყარეთ, სოიოს სოუსი მოასხით. კარგად აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

2. შემდეგ საცხობ ფორმას ფოლგა დააფარეთ, ხოლო თევზი საცხობ პარკში მოათავსეთ. საშუალოდ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით აცხვეთ. როცა ღუმელიდან გამოიღებთ, საცხობი პარკის შიგნით ცხელ ორთქლს ყურადღება მიაქციეთ. ეს კერძი ნებისმიერ გარნირს მოუხდება.

ორაგული კლიარში

ინგრედიენტები:

  • მარილი, წიწაკა, ლიმონის წვენი გემოვნებით
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. ხორცი დაჭერით და გარეცხეთ. შესაფერის ჭურჭელში გადაიტანეთ და ცოტა წიწაკა, მარილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. 15 წუთით დაამარინადეთ. კვერცხი ათქვიფეთ, არაჟანი, ცოტა მარილი წიწაკასთან ერთად დაუმატეთ. ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. თევზი მიღებულ კლიარში ამოავლეთ.

2. გახურებულ ტაფაზე ზეთი დაასხით. თევზის ნაჭრები ორივე მხრიდან დაახლოებით 3 წუთით შეწვით. ცხელი თევზის კერძი ნებისმიერ გარნირთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

ორაგული ნაღებით

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ორაგულის ხორცი (ზურგის ნაწილი)
  • 2 ხახვი
  • 1 ჭიქა ნაღები
  • მარილი, სანელებელი გემოვნებით
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. თევზი პორციებად დაჭერით და მარილი მოაყარეთ. ხახვი ისე დაჭერით, როგორც უფრო მოგწონთ. თევზის ნაჭრები ხახვთან ერთად ქერქის წარმოქმნამდე შეწვით.

2. ამის შემდეგ თევზს სანელებლები მოაყარეთ და ნაღები დაასხით ისე, რომ ორაგული ოდნავ ან ბოლომდე დაფარული იყოს. ნაღების ადუღების შემდეგ კიდევ 5 წუთით სუსტ ცეცხლზე თუშეთ. კერძი მზადაა.

ორაგული კონვერტებში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ორაგულის ხორცი (ზურგის ნაწილი)
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ხმელი ბალახი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ფოლგა

მომზადება:

1. თევზი მოამზადეთ და პორციულ ნაჭრებად დაჭერით. ორივე მხრიდან მარილი და ხმელი სუნელები მოაყარეთ. თითოეულ ნაჭერს ზეთი წაუსვით და ფოლგის კონვერტებში გაახვიეთ.

2. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ და კონვერტები 20 წუთით ახვეთ. გემრიელი წასახემსებელი კერძი მზადა. მას ახალი ბოსტნეული შესანიშნავად მოუხდება.

ახლა უკვე იცით, თუ სტუმრების გასამასპინძებლად გემრიელი წითელი თევზი როგორ მოამზადოთ. სიმარტივის მიუხედავად შედეგი დახვეწილი გემოთი და ნაზი ტექსტურით ყველას გააოცებს.

გარდა ამისა, ასეთი თევზი მინერალებით და ვიტამინებით მდიდარია. ორაგულის ხორცი კანის და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ასე რომ, ასეთი წასახემსებლებით თქვენ და თქვენი ახლობლები ყოველთვის შეუდარებლები იქნებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს