გიზის პირამიდა. პეტრა იორდანიაში. რომის კოლიზეუმი. ეს ობიექტები უკვე მრავალი ათეული წლის მანძილზე ითვლებიან ტურისტულ მექად მთელს მსოფლიოში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმდენად გაკომერციულდენ დაკარგეს თავისი მხატვრულობა, ისტორიული ფასეულობა და თვითმყოფადობა. იმისათვის, რომ ტურისტების რიგებს აარიდოთ თავი, დილაადრიან უნდ ამიხვიდეთ მათ დასათვალიერებლად. ისინი უსიტყვოდ ძალიან ლამაზები, უნიკალურები არიან და იმსახურებენ იმას, რომ მათ სანახავად მილიონობით ტურისტები ჩადიოდენ. მაგრამ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ უნიკალური ადგილები, რომლებამდეც ტურისტებს ჯერ არ მიუღწევიათ.
15. შოკოლადის მთები, ფილიპინები
ფილიპინების ერთ-ერთ რაიონში მდებარობს უნიკალური გეოლოგიური განათლება – მთების ჯგუფი რომელთაც ჭანჭველების ბუდის ფორმა აქვთ, ისინი დაფარულია ბალახით, რომელიც წლის განმავლობაში ღებულობს ყავისფერ შეფერილობას. შორიდან თუ შეხედავთ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთებს თავზე მოპნეული აქვთ შოკოლადის ფხვნილი. ტერიტორიის ფართობი 50 კვადრატული კილომეტრი დაფარულია უზარმაზარი შოკოლადის ტრიუფელებით, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 45 მეტრს შეადგენს. ეს მთები შესანიშნავად ჩანს დასათვალიერებელი მოედნიდან, რომელიც ქალაქ კარმენში მდებარეობს.
14. ტორუნი, პოლონეთი
ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ იტრაბახონ კარგად შემონახული შუასაუკუნისდროინდელი ქალაქებით და მათ შორის არც პოლონეთია გამონაკლისი. ქალაქი ტორუნი ცნობილია არა მხოლოდ ცნობილი ასტრონომის ნიკოლაი კოპერნიკის დაბადების ადგილად, არამედ თავისი ისტორიული ნაწილითაც, რომელიც იდეალურად არის შემონახული ჩვენს დრომდე. ქალაქის ამნაწილში მდებარეობს აგურის შენობები, მათ შორის ეკლესიაც,მერია და ფორტიფიკაციული ნაგებობებიც, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აშენდა.
13. ქალაქი შუში, ირანი
ახლო აღმოსავლეთი მდიდარია ისტორიით და ითვლება ცივილიზაციის აკვნად. სწორედ აქ მდებარეობს უდიდესი ქალაქი შუშის ნანგრევები, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული რამოდენიმეჯერ. ქალაქი თარიღდება მეხუთე საუკუნით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წამოადგენს მეფე არდაშირას სასახლე, რომელიც მდინარე შაურის სანაპიროზეა, ზაგროსის მთათა სისტემის, ქედის ძირში. ასევე ღირს მოინახულოთ შუში-ს ყოფილი სასაფლაოც, სადაც მდებარეობს ტაძარი და უამრავი კერამიკული ჭურჭელი საფლავებზე, როგორც ძღვენი.
12. მეტეორის სამონასტრო კომპლექსი, საბერძნეთი
მეტეორის, ყველაზე დიდი მართმადიდებული სამონასტრო კომპლექსი, ცნობილია ასევე როგორც “შუა ცა”, ის ფესალიის კლდეებში მდებარეობს. კლდის მვერზე აშენებულია ექვსი მონასტერი, ისინი იმდენად მაღალია, თითქოს და ზეცას სწვდებიან. იმის გამო, რომ ობიექტი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული, მას იშვიათად სტუმრობენ ტურისტები.
11. პორტმეირიონი, უელსი
ადგილს რომელიც ცენტრალურ უელსში მდებარეობს, ხშირად მოიხსენიებენ “იტალიის ნამცეცად”, ძირითადად იმის გამო, რომ შენობები აქ აშენებულია იტალურ სტილში. პორტმეირიონი მოგვაგონებს ისეთ ზღვისპირა ქალაქს იტალიაში, როგორიცაა პორტოფინო და სორენტო. არის მტკიცებულება იმისაც, რომ არქიტექტორი სერ ბერტრან უილიამს-ელლისი, არც კი ფიქრობდა იტალიაზე, როდესაც აშენებდა შენობებს ამ ადგილას, მას უბრალოდ სურდა შეექმნა ბაროკოს შუასაუკუნეებისდროინელი სტილი. ამ ადგილის ღირსშესანიშნაობად ითვლება ცენტრალური მოედანი.
10. სიყვარულის გვირაბი, უკრაინა
უკრაინის ქალაქ კლევანის ტყეში მდებარეობს რკინისგზა, რომლის 3 კილომენტრიანი მონაკვეთიც მწვანე მცენარეულ გვირაბში გადის. ეს ცნობილი და ტურისტებს შორის პოპულარული ადგილი იწოდება შეყვარებულების გვირაბად, იქ ჩადიან შეყვარებულები და იღებენ ფოტოებს. თუკი შეყვარებულები ამ გვირაბში გაისეირნებენ და ჩაიფიქრებენ სურვილს, ეს სურვილი ახდება.
9. ქალაქი ეფესი, თურქეთი
თუკი პლანეტაზე არსებობს ქალაქი, რომელიც თავის სილამაზეს ისტორიას უნდა უმადლოდეს, მაშინ ეს ეფესია, თურქეთი. ეს არის უძველესი ქალაქი, ის ცნობილია არტემიდას ტაძარით, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთით, რომელიც ომების დროს დაინგრა. ეფესი ქრისტიანული ისტორიის მრავალი მოვლენის მოწმე გახდა, მათ შორის ლეგენდისაც, რომელის მიხედვითაც წმინდა მარიამი ცხოვრობდა ამ ქალაქში თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში. ეფესში მდებარეობს ცელსიუსის ბიბლიოთეკის ნანგრევებიც, წმინდა ანდრიანეს ტაძარი და პოლლიოს საფლავიც.
8. მოჯადოებული ჭა ჩაპადა დიამანტინას ნაციონალურ პარკში, ბრაზილია
მოჯადოებული ჭა (Poco Encantado) ბრაზილიაში სინამდვილეში ჭას არ წარმოადგენს ჩვენს წარმოდგენაში ეს გეოლოგიური განათლებაა 30 მეტრის სიღრმით, ის შევსებულია სუფთა გამჭირვალე წყლით. წყალიიმდენად სუფთაა, რომ ფსკერზე ქვების და ხის კუნძების დანახვასაც შეძლებთ.
7. პოლატას სასახლე, ტიბეტი
1645 დან 1959 წლამდე როდესაც აჯანყება მოხდა, პოლატას სასახლეში ცხოვრობდა დალაი ლამა. სასახლემ სახელწოდება მიიღო მთის სახელისგან პოტალაკა. სასახლეში არის ორი საგუშაგო, რომელთაგან ერთ-ერთიც გამოქვაბულში მდებარეობს. გარედან მოგვაგონებს ციხესიმაგრეს დახრილი კედლებით, ვიწრო სახურავით და კიბეებით, რომელსაც მთის მწვერვალზე მივყავართ. აქვე მდებარეობს ორი სასახლეც: თეთრი სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობდა და წითელი სასახლე რომელსაც ლოცვებისთვის და მედიცინისთვის იყენებდენ. დღეს კი აქ მუზეუმია განთავსებული.
6. აიუტჰაია, ტაილანდი
თავის დროზე აიუტჰაია სიამას დედაქალაქი იყო, სიამა დღეს ცნობილია როგორც ტაილანდი. ის მდინარე ჩხაო პხრაიას სანაპიროზე იქნა აშენებული და იმ დროისთვის ყველაზე განვითარებად ქალაქად ითვლებოდა, მას აღმოსავლეთის ვენეციასაც კი უწოდებდენ. დღეს ქალაქი ნანგრევებშია და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია ისტორიული პარკი. აქ მდებარეობს ბევრი ტაძარი, მათ შორის ვატ ტხამმიკარატი და ვატ იანასენი.
5. წითელი სანაპირო, პინჩზინი, ჩინეთი
წითელი სანაპირო პინცზინში – ეს სინამდვილეში სანაპირო პლიაჟი არ არის. აქ არ არის არც ზღვა და არც ქვიშა, მხოლოდ ზღვის წყალმცენარეებია, რომელთაც Sueda ქვია. ისინი გაზაფხულზე იწყებენ ზრდას, ზაფხულში ისინი ყვითელი ფერის არიან, ხოლო შემოდგომაზე წითელი ფერის ხდებიან. ამ ადგილას ყველაზე კარგი პეიზაჟი სექტემბერ – ნოემბერშია.
4. ფერისცვალების ტაძარი, კიჟი, რუსეთი
ფერისცვალების ტაძარი რომელიც მდებარეობს კიჟაში, იუნესკოს მემკვირეობის სიაში არის შეტანილი. ეს არის ორიდან ერთ-ერთი ხის ტაძარი, რომელიც ონეჟის ტბის სანაპიროსთან მდებარეობს. ის 1714 წელს არის აშენებული, იმის მაგიერ რაც მეხის დარყმამდე იდგა ამ ადგილას. 37 მეტრი სიმაღლის ტაძარი აშენებულია ლურსმების გარეშე. ტაძრის გვირგვინს 22 გუმბათი ამშვენებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა.
3. ქვის ტყე, მადაგასკარი
თუკი დედამიწაზე არსებობს სურეალისტური და ამოუცნობი ადგილი, მაშინ ეს მადაგასკარზე მდებარე ქვების ტყე არის. ეს ცნობილი გეოლოგიური განათლება თარიღდება იურული პერიოდით. მთები იმდენად ბასრია და ისე ახლო-ახლოა განთავსებული, რომ ძალიან სახიფათოდ ითვლებიან.
2. ქალაქი პაგანი, მიანმა
აზია ცნობილია თავისი ტაძრებითა და უნიკალური არქიტექტურით, არც პაგანი არის გამონასკლისი. უძველესი ქალაქი რომელშიც თავის დროზე 10 000 ტაძარი მდებარეობდა, სილამაზით შეგვიძლია შევადაროთ კამბოჯის ანგკორომს. დრეს აქ სეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ 2000 ტაძარი, მაგრამ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ტურისტულ ცენტრად ჩავთვალოთ. ქალაქის დათვალიერების საკუკეთესო საშუალება საჰაერო ბუშტის გამოყენებაა.
1. დრაკონის ხე, იემენი
შესაძლოა, იემენი ცნობილია საომარი კომფლიქტებით, მაგრამ გარდა ამისა ქვეყანა სახელგანთქმულია თავისი ბუნებრივი სიმდიდრითა და სილამაზით. იემენში არის მცირე კუნძული, სოკორტა ცივილიზაციისგან მოშორებით, სადაც დრაკონის ხეები იზრდებიან. ლეგენდის თანახმად ისინი გაიზარდენ იქ სადაც დრაკონის სისხლი დაიღვარა, როდესაც ის სპილოს ებრძოდა. სოფელი ძალიან სურეალისტურია, ისინი თითქოს სხვა პლანეტიდან არიან. ზღვებისა და ოკეანეების მოყვარულებისთვის კი არსებობს არატრადიციული მარშრუტი, მაგალითად შესაძლებელია ჩაძირული ატლანტიდას საძიებლად გაემგზავროთ. არსებობს მინიმუმ 10 ადგილი რომელიც ამ ტიტულის პრეტენდენტია.