აქტივირებული ნახშირი – რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის და როგორ გამოვიყენოთ

27

ალბათ, აქტივირებულ ნახშირს ყველა სახლში იპოვით მედიკამენტების შესანახ ყუთში. შეუცვლელ საშუალებად ითვლება ნებისმიერი სახის მოწამვლის დროს. მისი ეფექტურობა მრავალწლიანი გამოცდილებით დადასტურებულია. ცოტამ თუ იცის, სხვა რა სარგებელი იმალება აქტივირებულ ნახშირში. „პაპარაცი“ გიზიარებთ ნახშირის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცით.

აქტივირებული ნახშირის გამოყენების ვარიანტები და სარგებელი

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირება

თუ ხშირად გაწუხებთ შებერილობა და მეტეორიზმი ჭამამდე 1 აბი ნახშირი მიიღეთ. დამტკიცებულია, რომ ეს შეამცირებს საკვების მონელებისას წარმოქმნილი გაზების რაოდენობას.

თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების მხარდაჭერა

აქტივირებული ნახშირის მიღება დადებითად მოქმედებს გამწმენდი ორგანოების მუშაობაზე. როგორც იცით, ღვიძლი და თირკმლები სისხლს წმენდს და ტოქსინებს გამოდევნის. მთელი დღის განმავლობაში მათზე დიდი დატვირთვა მოდის, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ცხოვრების და კვების წესებს. შავი შუშხუნა აბები მათ მუშაობას გაამარტივებს. საშუალება სწრაფად გამოდევნის შარდოვანას და მის ტოქსიკურ ელემენტებს.

აქტივირებული ნახშირის სარგებელი ნაბახუსევზე

თუ შიშობთ, რომ დილით თავს ცუდად იგრძნობთ, ხოლო მეგობრებთან ერთად ქეიფი უკვე დაგეგმილია, მანამდე 2 აბი ნახშირი მიიღეთ. ის ხელს შეუწყობს დუღილის პროდუქტების განეიტრალებს, რომლებიც ორგანიზმში ჩნდება ძლიერი სასმელების დალევის შემდეგ.

სახის კანის გაწმენდა

კოსმეტიკური მაღაზიების თაროებზე შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი საშუალება აქტივირებული ნახშირით პრობლემური კანისთვის. თუ არ გსურთ ზედმეტის გადახდა, ნახშირის აბებისგან ნიღაბი გააკეთეთ. დაგჭირდებათ 4-5 აბი ნახშირი, 1 ს/კ ჟელატინი და 20 მლ თბილი წყალი. ჟელატინი წინასწარ ჩაალბეთ, შემდეგ აქტივირებული ნახშირის ფხვნილი დაუმატეთ. შემდეგ კარგად აურიეთ და ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით. 20-30 წუთის შემდეგ თხელ ფირად გადაიქცევა და მის მოშორებას შეძლებთ. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ.

აქტივირებული ნახშირის სარგებელი სკალპის გასაწმენდად

თუ გაწუხებთ თმის ცვენა და ქერტლი, სავარაუდოდ, კანს ღრმა წმენდა სჭირდება. ჩვეულებრივი შამპუნი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება, თუმცა შინ მომზადებული სკრაბი დაგეხმარებათ. 2 ს/კ ზღვის მარილი, 5 აბი აქტივირებული ნახშირი და 5 წვეთი პიტნის ეთერზეთი აურიეთ და წყალი დაასხით ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. ნარევი სველი, სუფთა თმის ძირებში წაისვით და სკალპში შეიზილეთ. ნარჩენები გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ასე თმის ზრდას დააჩქარებთ და თმის ფოლიკულებს გააძლიერებთ.

როგორც ხედავთ, არსებობს მრავალი ვარიანტი, როგორ გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირის სარგებელი ორგანიზმის მდგომარეობაზე. მარტივი სააფთიაქო საშუალებები არ უგულებელყოთ. ზოგჯერ ძალიან ეფექტური და მრავალფუნქციური შეიძლება იყოს. მოიმარაგეთ აქტივირებული ნახშირი, რომ მზად იყოთ ნებისმიერი შემთხვევისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს