
შპალიერი საშუალებას იძლევა სწრაფად და ბიუჯეტის ფარგლებში განაახლოთ ინტერიერი. მათ შეუძლიათ ოთახის განახლება, ვიზუალურად მისი გაფართოება და გამაღლება. ზოგიერთი სახეობა საკმაოდ პრაქტიკულია, სხვები – მტვრევადი, მაგრამ საოცრად ლამაზები. როგორი შპალიერი ავარჩიოთ ჩვენი ინტერიერისთვის? ჩვენ გადავწყვიტეთ განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი სახეობების პლიუსები და მინუსები.
1. ქაღალდის შპალიერი
ქაღალდის ფონები არსებობს ერთპირიანი და ორპირიანი. პირველი კარგი სიმყარით ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ მეორეს აქვს ფერთა მდიდარი სპექტრი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
ქაღალდის შპალიერების დადებით თვისებებს შეგვიძლია მივაწეროთ:
• მაღალი ეკოლოგიურობა (რაც მათი ბავშვთა ოთახებში გამოყენების საშუალებას იძლევა)
• ჰაერგამტარობა, რისი წყალობითაც მცირდება კედლის სოკოთი დაავადების რისკები.
• ხელმისაწვდომობა
სამწუხაროდ ასეთ შპალიერებს ნაკლი უფრო მეტი აქვს ვიდრე დადებითი მხარე:
• მარტივად იხევა
• ვერ უძლებს ნესტსა და სიცხეს
• მათი გაწმენდა ან გარეცხვა არ შეიძლება
• მათ აქვთ დაბალი ხმის იზოლაცია
ასეთი შპალერის გამოყენება მიზანშეწონილია ბავშვების ოთახსა და ზალაში, სამზარეულოსა და სააბაზანოში ქაღალდის შპალიერი დიდხანს ვერ მოგემსახურებათ.
