როგორ მოვაშოროთ ოფლის ყვითელი ლაქები ტანსაცმელს?

138

ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი სხეულის ტემპერატურაც იმატებს და გამოყოფს მეტ ოფლს, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალ ტანსაცმელზე ყვითელი ლაქების გაჩენა იწყება, რომელთაც ნაყიდი გამათეთრებლებიც ვერ უმკლავდებიან. თუკი თქვენთვის ეს პრობლემა ნაცნობია, პაპარაცი-ს რედაქაცია მოგცემთ რჩევას, რომელიც თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ. ჩვენ გასწავლით მარტივ და თან შედეგიან რეცეპტს მაისურიდან ყვითელი ლაქების ამოსაყვანად.
თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი, წურჭლის სარეცხი საშუალება;
3–4 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი;
2 სუფრის კოვზი სოდა.
გამოყენება:
შეაზავეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი და კარგად შეზილეთ ის დალაქავებულ არეში. გააჩერეთ ცოტახანს შემდეგ კი ჩმაორეცხეთ ნაზავი. ამ მარტივი ხერხით მიღებული შედეგი თქვენს გაოცებას ნამდვილად შეძლებს.

ამ ხერხის გამოყენების შემდეგ თქვენ აღარ მოგიწევთ ახალი ტანსაცმელის გადაყრა, რადგან თქვენ უკვე მარტივად შეძლებთ გადაარჩინოთ ისინი ოფლის საშინელი ყვითელი ლაქებისგან. დაეხმარეთ თქვენს მეგობრებსაც სამუდამოდ დაივიწყონ ეს უსიამოვნება – მოუყევით მათ ამ ხერხის შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს