სახეზე არსებული ნაოჭები დაბერების ერთ-ერთი ნიშანია. ამიტომ ნაოჭებს, როგორც წესი, უარყოფით ნიშნად აღიქვამენ. მაგრამ ხანდახან კანის ასაკთან დაკავშირებული ასეთი ცვლილებები შეიძლება სასარგებლოც კი იყოს. საქმე ისაა, რომ ნაოჭების განლაგებამ შესაძლოა ფარული დაავადებებიც კი გამოავლინოს. ამიტომ, იმის ცოდნით, თუ სახეზე არსებული რომელი ნაოჭები მიუთითებს პრობლემებზე, შეგვიძლია უფრო ყურადღებით მივუდგეთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩემმა კოსმეტოლოგმა მითხრა, რომ სახეზე ნაოჭების განლაგებას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მან დაინახა, რომ ცხვირს ზემოთ ჰორიზონტალური ნაოჭი გამიჩნდა და მკითხა, მაწუხებს თუ არა თავის ტკივილი. იმ პერიოდში რამდენიმე დღის განმავლობაში მართლაც მაწუხებდა შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი. აღმოჩნდა, რომ დაავადების დასაწყისიც დანახვაც შესაძლებელია.
რომელი ნაოჭები მიუთითებს სხვადასხვა დაავადებაზე?
სპეციალისტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნაოჭების მდებარეობა, არამედ მათი სიღრმე. ასე რომ, აიღეთ სარკე და ყურადღებით დააკვირდით საკუთარ კანს.
ნაოჭები შუბლზე და თვალების ირგვლივ
ნაკეცი წარბებს შორის. ამ ტიპის ნაოჭებს ასევე მრისხანების ნაოჭებს უწოდებენ, რადგან ისინი ჩნდება ზუსტად იმ მომენტებში, როდესაც ჩვენ ვბრაზობთ. წარბებს შორის ეს ნაოჭი მიანიშნებს, რომ თქვენ გაქვთ არაჯანსაღი ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
ვერტიკალური ნაოჭი შუბლის შუა ნაწილში – მიუთითებს კუჭის პრობლემებზე.
განივი ნაოჭები შუბლზე. ასეთი ნაოჭები კანზე უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც თავის ტკივილები აწუხებთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ღრმაა ეს ნაოჭები, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ თავის ტკივილი შაკიკში გადაიზარდოს.
ვერტიკალური ნაოჭი ცხვირის ფუძის ზემოთ მიუთითებს გულის არითმიაზე.
ჯვრის ფორმის ნაოჭები ცხვირის ზემოთ უჩნდება მათ, ვისაც ხერხემლის პრობლემები აწუხებს.
“ბატის ნაფეხურები” თვალების ირგვლივ ჩნდება, როცა ვიღიმებით. მაგრამ თუ ისინი არ ქრება, როდესაც სახე მოდუნებულია, მაშინ საჭიროა შარდის ბუშტის შემოწმება.
ტომსიკები თვალების ქვეშ, რომელთა შენიღბვასაც ქალები პაჩებითა და კრემებით ცდილობენ, ყველაზე ხშირად გულის დაავადების სიგნალია.
ნაოჭები სახის ცენტრალურ და ქვედა ნაწილში
1. ცხვირ-ტუჩის ნაკეცი, რომელიც სახეს მოწყენილ იერს აძლევს, მიუთითებს მსხვილი ნაწლავის დაავადებებზე. და თუ ეს ნაოჭი ნიკაპამდე დაიწევს, ყურადღება უნდა მიაქციოთ საჭმლის მონელებას. ასეთი ნაოჭები ხშირად მიუთითებს გასტრიტზე და წყლულზე.
2. ღრმა, წაგრძელებული ცხვირ-ტუჩის ნაკეცები, რომლებიც სიმეტრიულად არის განლაგებული ორივე მხარეს, მიუთითებს გაძლიერებულ დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
3. ზედა ტუჩის ზემოთ არსებული ვერტიკალური ნაოჭები ხშირად გინეკოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს.
4. ვერტიკალური ნაოჭები ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის არის სიმპტომები, რომლებიც მეტაბოლური დარღვევების ამოცნობაში დაგეხმარებათ. თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდა, არსებობს სიმსუქნის ან დიაბეტის განვითარების საშიშროება.
5. ბზარები პირის ღრუს კუთხეებთან შეიძლება მიუთითებდეს ვიტამინების დეფიციტზე, განსაკუთრებით A ვიტამინის ნაკლებობაზე. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თირკმელებში არსებობს სითხის გამოდევნასთან დაკავშირებული პრობლემები.
6. ლოყებზე დუნე და ჩამოშვებული კანი ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების უდავო ნიშანია. ხოლო თუ ამ მიდამოში კანი თხელი და გამჭვირვალე გახდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ღვიძლის ჯანმრთელობას.
7. ნახევარმთვარის ნაოჭი, რომელიც ლოყიდან ნიკაპამდეა, მიუთითებს ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის პრობლემაზე.
8. შეშუპებული ნიკაპი თირკმელების მოახლოებული პრობლემების უდავო ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ გაძლიერებულ რეჟიმში და ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ მდგომარეობას.
9. ნიკაპზე განივი ნაოჭი ამბობს იმას, რომ ღვიძლი კარგად არ მუშაობს. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს მენჯის ღრუს ორგანოებში სტაგნაციური პროცესების სიმპტომი.
10. ნიკაპის პერიოდული დაბუჟება, დასაფიქრებელია. ეს არის გულის პრობლემების სიმპტომი, ამიტომ ურიგო არ იქნება კარდიოლოგთან ვიზიტი.
რა თქმა უნდა, სახის ნაოჭები არც თუ ისე ზუსტი მაჩვენებელია, მაგრამ თუ ხედავთ ვიზუალური ნიშნების და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამთხვევას, უმჯობესია დააჩქაროთ ექიმთან ვიზიტი.