რა გავაკეთოთ საახალწლოდ სანთლებისა და ქილების დახმარებით

0
4164

წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება და დროა დაფიქრდეთ, თუ საახალწლო მაგიდა როგორ მოაწყოთ. თუ კერძების შერჩევის და მომზადების საკითხი ბოლო დღეებში უნდა გადაწყვიტოთ, სერვირებაზე ზრუნვა სჯობს ნაადრევად დაიწყოთ. ასე მომავალი დიზაინის ყველა დეტალის განხილვას და საჭირო აქსესუარების შეძენას მოასწრებთ.

აი, ჩემი მეზობელი ანა სახლის და საახალწლო მაგიდის გაფორმებით ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ამისთვის კი უბრალო თეთრ სანთელს იყენებს. თუმცა მაგიდაზე ასე უბრალოდ არ დებს, არამედ რამდენიმე ბუნებრივი მასალის ან სანელებლების, მაგალითად დარიჩინის ჩხირებითა და დაგრეხილი ძაფის დახმარებით სადღესასწაულო კომპოზიციებს ქმნის, რომლებიც სტუმრების აღფრთოვანებას იწვევენ.

სანთლების საახალწლო დეკორი

ახალ წელს სანთლის დანთების ტრადიცია ბევრ ქვეყანაში არსებობს. მოციმციმე ალები სახლში ისეთივე აუცილებელი ზამთრის დღესასწაულის ატრიბუტია, როგორც საახალწლო ნაძვის ხე.

სწორედ ამიტომ, „პაპარაცმა“ თქვენთვის 24 სუპერ იდეა მოამზადა, თუ როგორ გააფორმოთ სანთლები საშობაოდ და საახალწლოდ. სახლში დღესასწაულის ატმოსფერო შექმენით!

1. ჩემი აზრით, ასეთი კომპოზიცია საშობაო მაგიდის გაფორმების საუკეთესო ვარიანტია!

2.

3. ვინ თქვა, რომ საშობაო გვირგვინი აუცილებლად კედელზე უნდა დაკიდოთ, ხოლო სანთელი სასანთლეზე უნდა იდოს! ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილება როგორ მოგწონთ?

4.

5. ნებისმიერ სახლში იპოვით ძველ ღვინის ჭიქებს. სწორედ ისინი მომავალი სადღესასწაულო მაგიდის დეკორებისთვის იდეალური სადგამი იქნება.

6.

7. ჩვეულებრივი ქილა შეიძლება ლამაზ სასანთლედ გადააქციოთ. უბრალოდ წყლით აავსეთ და პატარა სანთელი ჩადეთ. ქილა კი ლენტით მორთეთ.

8.

9. საახალწლო მაგიდაზე ასეთი დეკორით სტუმრების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. თუ წითელი სანთლები არ გაქვთ, შეგიძლიათ რაღაც მსგავსი თავად შექმნათ. იდეებით შთაგონება იპოვეთ და თქვენთვის საინტერესო კომპოზიციები შექმენით!

10.

11. ყვავილის ქოთნები შეგიძლიათ არა მხოლოდ ყვავილებისთვის, არამედ საშობაო სასანთლედ გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ მასში სველი ფლორისტული ღრუბელი მოათავსოთ, შემდეგ წიწვის ტოტები და კენკრა ჩაარჭოთ, შუაგულში კი სანთელი ჩადოთ.

ამის შემდეგ ქოთანი რამდენიმე პატარა ტოტით გაამაგრეთ. ამისთვის სანთლის ძირში 3-4 ხვრელი გააკეთეთ და მასში ტოტები ჩაარჭეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ სანთელი ფლორისტულ ღრუბელში ჩადოთ.

12.

13. კიდევ ერთი ეფექტური და ამასთან შესასრულებლად მარტივი მეთოდი, რომელიც საახალწლო და საშობაო სუფრაზე სწორ განწყობას შექმნის.

14.

15. ეს საყვარელი საშობაო ტკბილეული შეგიძლიათ არა მხოლოდ მიირთვათ, არამედ დეკორის ელემენტად გამოიყენოთ. სანთლის ქვედა ნაწილს ორმხრივი წებო შემოახვიეთ და მასზე საშობაო კანფეტები მიაკარით.

16.

17. მოდური და გემოვნებიანი!

18.

19. ეკო სტილის მოყვარულები ასეთ კომპოზიციას ღირსეულად დააფასებენ!

20.

21. სარკე აიღეთ, მაგიდაზე დადეთ და მასზე რამდენიმე თეთრი სანთელი მოათავსეთ. სუფრის ცენტრში სურნელოვანი წიწვის ტოტები, ცოტა ფორთოხალი ან მანდარინი და გირჩები მოათავსეთ. ფორთოხლის და გირჩების ნაცვლად შეგიძლიათ ტოტებს საშობაო გირლანდები შემოახვიოთ.

22.

23. სანთლების გასაფორმებლად შეგიძლიათ ძველი სვიტრი ან ბეწვიანი წინდა გამოიყენოთ. ამისთვის სვიტრის ხელი ან წინდის ზედა ნაწილი მოჭერით, კუთხეები გაკერეთ და სანთელს ჩამოაცვით.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს აქსესუარი სასანთლეზე ოდნავ მოკლე უნდა იყოს, რომ მასალის დაწვა თავიდან აიცილოთ.

24.

რედაქციის რჩევა

თქვენი სახლი კიდევ უფრო რომ კაშკაშებდეს, შეგიძლიათ მწვანე მინის ჭიქებში ცოტა წყალი ჩაასხათ და მასში სანთელი ჩადოთ. ამის შემდეგ ჭიქები ლანგარზე დადეთ და ირგვლივ ნაძვის ხის სათამაშოები მოუწყვეთ. ასეთი დეკორი დიდებულად გამოიყურება!

ძალიან ბევრი სანთელი არ უნდა გამოიყენოთ, თუმცა შეზღუდული რაოდენობითაც საჭირო ატმოსფეროს ხაზს ვერ გაუსვამთ. ოპტიმალური რაოდენობის სანთელი აირჩიეთ და ორიენტაცია მაგიდის განათებაზე, მის ზომასა და სერვირების განსაკუთრებულობაზე გააკეთეთ.

სანთლის დეკორის სწორი გამოყენების პირობებში მყუდრო და თბილ გარემოს შექმნით. სჯობს სანთელი მაშინ აანთოთ, როცა სტუმრები უკვე მაგიდასთან შეიკრიბებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here