მწვანე ლობიო ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მას მიირთმევენ პარკიანად, გაუწმენდავად. ჯერ ხარშავენ ადუღებულ წყალში 4-5 წუთით, მარილთან ერთად(1 ს.კ. მარილი 2 ლ-ზე). ხოლო შემდეგ, ასეთ ლობიოს სხვადასხვა კერძს უმატებენ.
მწვანე ლობიოს მომზადება
რაგუ ლობიოთი
ინგრედიენტები
- 200 გ მწვანე ლობიო
- 300 გ ყაბახი
- 200 გ დაკონსერვებული სიმინდი
- 300 გ პომიდორი
- 100 გ ხახვი
- 5 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი, პილპილი, ტომატ-პასტა, ნიორი, კაიენური წიწაკა, კამა და ოხრახუში გემოვნებით
- ჩაასხით ქვაბში 50 მლ წყალი და მოათავსეთ მასში კუბებად დაჭრილი ყაბაზი, პომიდორი და ხახვი.
- 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ სიმინდი, დაჭრილი ლობიო, ზეთი და თუშეთ კიდევ 5 წუთით.
- დაუმატეთ ტომატ-პასტა, სანელებლები და 2 მთლიანი კბილი ნიორი. გააგრძელეთ თუშვა კიდევ 5 წუთით და ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.
ლობიო
ინგრედიენტები
- 500 გ მწვანე ლობიო
- 100 გ წითელი ხახვი
- 50 გ ქინძი
- 50 გ რეჰანი
- 30 გ კამა
- 30 გ ბერძნული კაკალი
- 3 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ლობიო რამდენიმე ნაჭრად და თუშეთ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, 2 ს.კ. ზეთის გამოყენებით.
- ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, კაკალი და მწვანილი. 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ ლობიო. ასევე, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთიც. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 3 წუთით.
- ბოლოს დაუმატეთ სანელებლები და მოურიეთ. აცადეთ კერძს კიდევ 5 წუთით დაყენება. ცხლად გაიტანეთ სუფრაზე.
ლობიოს სალათი
ინგრედიენტები
- 400 გ მწვანე ლობიო
- 4 კვერცხი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. არაჟანი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეტ კვერცხი და დაასხით ცივი წყალი.
- აადუღეთ წყალი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, დაუმატეთ დაჭრილი ლობიო და მოხარშეთ. მზა ლობიო გარეცხეთ საწრეტში გამდინარე წყლით.
- გაათბეთ ტაფა 1 ს.კ. ზეითუნის ზეთზე და შეწვით მასზე ლობიო 5 წუთით, მუდმივად ურიეთ.
- გადადეთ შემწვარი ლობიო სასალათეში, დააჭყლიტეთ ნიორი.
- გაასუფთავეთ კვერცხი, დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ სასალათეში.
- დაუმატეთ სანელებლები, შეაზავეთ არაჟნით და მოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს