რატომ უნდა მიირთვათ გარგრის კურკების შიგთავსი

412
Photo by Remi Yuan on Unsplash

როცა კარგი სუფრა იშლება, მასზე ყოველთვის ჩნდება ხილით სავსე თეფში. ხშირად, მას ამშვენებს მწიფე, ლამაზი და რბილი სტუმარი – გარგარი. ეს ხილი ბევრს უყვარს, თუმცა, ხშირად, არასაკმარისად აფასებენ. შეიძლება ითქვას, რომ ყურადღებას მხოლოდ მის გარეგნობას აქცევენ და შიგთავსის შესახებ ივიწყებენ. დიახ-დიახ, კურკებზე ვსაუბრობთ.

გარგრის კურკების სარგებელი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაინახეს. იმ დროში, დაქუცმაცებული თხილი გამოიყენებოდა ლარინგიტისა და ფაღარათის დროს. ხოლო ჩინეთში, ხალხური მკურნალები ამ შიგთავსის ზეთს სახსრებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

შემადგენლობით, ეს სასწაულმოქმედი კურკები მდიდარია PP და B17 ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით: კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმითა და კალიუმით. თუ თვითონ თხილი ტკბილია, ესე იგი, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ზეთს, რომელიც მრავალი სამკურნალო საშუალების დასამზადებლად გამოიყენება.

გაგრგის თხილის ზეთი შეიცავს A, F, C ვიტამინებსა და ცხიმოვან მჟავებს, ფოსფოლიპიდებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. დაქუცმაცებული თხილი, აგრეთვე, კანის მრავალი სკრაბის ბაზად გამოიყენება. ითვლება, რომ იგი კარგად აშრობს და წმენდს ცხიმიან და კომბინირებულ კანს. ამ თხილზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

გაგრგის კურკის შიგთავსი შესანიშნავად ებრძვის პარაზიტ ჭიებს. დააყენეთ ამ თხილით ჩაი და მიიღეთ საიმედო საშუალება ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. ვიტამინ B17-ით გაჯერებული გარგრის კურკები, აგრეთვე, კიბოს უჯრედებთან ბრძოლაშიც გვეხმარება.

საინტერესოა ისიც, რომ გარგრის თხილს ხშირად იყენებენ კულინარიაშიც. მათზე ამზადებენ გლაზურს, ნაყინს, იოგურტსა და ვაფლს… მოკლედ, უამრავ ტკბილეულს.

დაქუცმაცებული თხილის დამსახურებით, განსაკუთრებული გემო ეძლება მურაბებს, კომპოტებსა და სხვა კონსერვს. დამიჯერეთ, ძალიან გემრიელი გამოდის. ასეთი პატარა ხილი და ამდენი სასარგებლო თვისება… ერთი შეხედვით, რიგითი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რეალურად კი – ინგრედიენტი უამრავი კერძისა და სამკურნალო საშუალებისთვის.

გარგრის თხილის გამოყენების სფერი იმდენად ფართოა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ კიდევ რომელი სხვა ინგრედიენტია ასეთივე პოპულარული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს