
კურკუმას სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მრავალი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული. ეს სანელებელი ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელ, ანტიოქსიდანტურ და ანტისეპტიკურ თვისებებს. ამ უნიკალური პროდუქტის ყოველდღიური კვების რაციონში ჩამატებით თქვენ შეძლებთ იმუნიტეტის ამაღლებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას.
სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა, რომელთა მიზანს წონის დაკლება წარმოადგენს, დახმარებისთვის კურკუმას მიმართავს. დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ უნიკალური სასმლის მომზადების რეცეპტრს, რომელიც არა მხოლოდ საოცრად გემრიელია, არამედ აქვს ძალზედ სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. ამ სასმლის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოკლებას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
ინგრედიენტები:
- 3 ლ წყალი;
- 2-3 ლიმონი;
- 150 მლ თაფლი;
- 2 ს.კ კურკუმა;
მომზადება:
- მოიმარჯვეთ 3 ლიტრიანი ქილი ამ სასმლის შესანახად.
- აადუღეთ წყალი და მიეცით მას ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ გაგრილების საშუალება. ჩაასხით გადადუღებული წყალი ქილაში.
- ჩაამატეთ თბილ წყალში თაფლი და კურკუმა.
- გარეცხეთ ლიმონი და გახეხეთ კანთან ერთად წვრილ სახეხზე.
- ჩაამატეთ გახეხილი ლიმონი თქვენ მიერ მომზადებულ ნარევში. ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი და მიღებულ სასმელი დააყოვნეთ 24 საათით.
სასმლის მიღებამდე აუცილებლად გაფილტრეთ იგი. მიიღეთ ეს სასმელი 120 გრამის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 კვირას. სასიამოვნო შედეგი ძალიან მალე თვალსაჩინო იქნება!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი მსგავსი სასმელების მიღებისგან. მკურნალობის ამ კურსის დაწყებამდე უკეთესი იქნება ექიმთან კონსულტაციის გავლა.
რჩევა რედაქციისგან: კურკუმა, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი სანელებელი, მრავალი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული თავისი სასარგებლო თვისებების მიხედვით. უახლესი კვლევები, როგორიცაა “Curcumin: A Review of Its Effects on Human Health” (Zeng et al., 2021), აჩვენებს, რომ კურკუმას აქტიური კომპონენტი, კურკუმინი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ანთების პროცესების შემცირებას და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. მისი გამოყენება ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგან ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის ცხიმის შეკრებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სასმელს მომხმარებლებმა განიხილონ ჯანმრთელობის კონტექსტში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ.
ეს მეთოდი არ იძლევა დადასტურებულ მეცნიერებას, როგორც ხალხური მედიცინის ალტერნატივა, მაგრამ კურკუმის თვისებები საფუძველშეწოდებული არიან მრავალი სანდო კვლევით. თუ თქვენ უკვე გამოცადეთ მსგავსი რეცეპტები, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, რადგან ეს დაგვეხმარება სხვა მკითხველებისთვის მეტი სანდოობის და პრაქტიკული რჩევების უზრუნველყოფაში.
(კვლევა: “Curcumin: A Review of Its Effects on Human Health” – Zeng et al., 2021).