
ამ სტატიაში პაპარაცი მოგიყვებათ თუ, როგორ შეიძლება მიიღოთ იდეალური სწორი თმა ისე, რომ არავითარ თერმულ დამუშავებას არ დაუქვემდებაროთ. ჩვენ გირჩევთ გამოსცადოთ თმის გასწორების ხალხური რეცეპტი კვერცხით, რომელიც შეიცავს ცილებს და ცხიმოვან მჟავებს, რაც თქვენი თმის აღდგენას შეუწყობს ხელს.
რეცეპტები:
- დაამზადეთ ნაზავი 1 კვერცხის ცილის, 1 სუფრის კოვზი თაფლით და მცირეოდენი ზეითუნის ზეთით. შეურიეთ ინგრედიენტები, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით მიღებული ნაზავი თავზე და გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ის ცივი წყლით, შემდეგ კი დაიბანეთ თავი შამპუნით.
- ქოქოსის ზეთი კვებავს თმას. რეკომენდირებულია მსუბუქი მასირებადი მოძრაობებით შეიზილოთ თბილი ქოქოსის ზეთი თავის კანში. ამის შემდეგ შეიფუთეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით.
- ლუდი მდიდარია ისეთი ცილებით როგორიცაა ალაო და სვია. ეს ცილები გამოირჩევიან ეფექტურობით დაზიანებული თმის მკურნალობისას. თავის დაბანის შემდეგ რეკომენდირებულია თმაზე მცირეოდენი ლუდი წიასვათ, გაიჩეროთ 5 წუთი შემდეგ კი ჩამოიბანოთ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთჩამოთლილი მეთოდი ხალხური მედიცინიდანაა, პროგრესი მიმდინარეობს ნელა, მაგრამ რაც მთავარია ის არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც თმის დაზიანება შეუძლიათ.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენად ეფექტურია ბუნებრივი მეთოდები თმის გასასწორებლად?
ბუნებრივი მეთოდები შედარებით ნელა მოქმედებს, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, თმას აძლევს ბუნებრივ სისწორესა და ბზინვარებას. - რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენოთ ეს რეცეპტები?
საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება. - შეიძლება თუ არა ამ მეთოდების გამოყენება შეღებილ თმაზე?
დიახ, ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა კვერცხი, თაფლი და ქოქოსის ზეთი, თმას დამატებით კვებავს და იცავს დაზიანებისგან.
რჩევა რედაქციისგან:ბუნებრივი მეთოდები უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა მათ შედეგი დროთა განმავლობაში ვლინდება. კვლევების მიხედვით, მცენარეული ზეთები, როგორიცაა ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი, თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, ხოლო კვერცხის ცილა და თაფლი თმას სიძლიერესა და ელასტიკურობას მატებს (Smith et al., 2021). გარდა ამისა, ლუდის ცილოვანი შემადგენლობა თმის სიმტკიცეს ზრდის (Johnson & Lee, 2020). რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ეს რეცეპტები დაგეხმარებათ არა მხოლოდ თმის გასწორებაში, არამედ მის გაჯანსაღებაშიც.