ვიტამინებით სავსე და ზოგადი გამაძლიერებელი შესანიშნავი საშუალება, რომლის მომზადების რეცეპტი ცოტა უჩვეულოა:
უჩვეულო გაცხელების რეჟიმი. საფუძველის სახით მშრალი წითელი ღვინო გამოიყენება, თუმცა ბალახების გამოყენების ძველ ჩანაწერებში მსგავსი რამ ხშირად გვხვდება. გამოიყენება, როგორც ვიტამინებით სავსე და ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება გრიპის, სურდოს და გაზაფხულის ავიტამინოზის დროს.
სასარგებლო და გემრიელი სიროფის მიღების მთავარ პირობას 50 გრადუს ტემპერატურაზე ხანგრძლივი, 2 საათიანი გახურება წარმოადგენს. ამისთვის გამოდგება ღუმელი ტემპერატურის დარეგულირების რეჟიმით, უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ კარგი თერმოსი გამოიყენოთ.
რეცეპტი
საშუალების მოსამზადებლად 0,5 ლ მშრალი, წითელი ღვინო და 200 გრ ოთახის ტემპერატურაზე გამოშრალი ასკილი დაგჭირდებათ. ყველაფერი აურიეთ და 50 გრადუს ტემპერატურაზე 2 საათით გააცხელეთ. არ აადუღოთ!
ასკილის მზა სიროფი 10 საათის განმავლობაში გრილ ადგილას გააგრილეთ. შემდეგ მარლაში გადაწურეთ. მიღებული საშუალება ბოთლებში გადაანაწილეთ. შეგიძლიათ გემოს გასაუმჯობესებლად ცოტა თაფლი წინასწარ დაუმატოთ.
დღეში 2 ს/კ სიროფი ჭამამდე მიიღეთ, როგორც ვიტამინებით მდიდარი საშუალება.
არ დაგავიწყდეთ, რომ ასკილი სისხლს ასქელებს!