თუ საოჯახო აფთიაქში კრაზანა და ბუერა გაქვთ ესეიგი უამრავი დაავადები განკურნება შეგიძლიათ.

1769
ფოტო: WikimediaImages on Pixabay

ძველი დროის მკურნალები ამბობდნენ, რომ კრაზანას (Hypericum) ბალახს დიდი ძალა აქვს და 99 დაავადების განკურნება შეუძლია.

მცენარის დაქუცმაცებული ფოთლები და ყვავილედები გამოიყენება ჭრილობების, წყლილების შესახორცებლად, იყრება კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე ალერგიის, გამონაყარის ან მწერის ნაკბენის დროს. სუფთა სახით ან თაფლთან ერთად, კრაზანა გამოიყენება მტკივან სახსრებსა და წელზე სახვევების გასაკეთებლად. ხანდახან, გამოიყენება ახლადდაწურული წვენიც, თუმცა მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საკმაოდ რთულია, ამიტომ, უმეტესაც, მცენარისგან მზადდება ნაყენი, ნახარში, ტინქტურა, მალამო და ზეთი.

კრაზანას ამზადებენ ყვავილობის პერიოდში, ჭრიან მხოლოდ ყვავილებიანი ღეროების ზედა ნაწილებს, 15-20 სმ სიგრძით. აშრობენ ჩრდილში, კარგად განიავებად ოთახში. გამოშრობილი ნედული ბნელ ადგილას ინახება 2-3 წლის განმავლობაში.

კრაზანის ნაყენი: 3 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლ ბალახს (ან 1.5 ს.კ. ხმელს) დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათით ბნელ ადგილას და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ, ჭამის წინ, კუჭის მჟავიანობის დასარეგულირებლას, ვენოზური სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, გასტრიტის, კოლიტის, ცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, თავის ტკივილის დროს. ნაყენით, გაციებისა და კბილის ტკივილის დროს, პირის ღრუსაც ივლებენ.

კრაზანის ზეთი: ნედლი ყვავილოვანი კენწეროებით გაავსეთ შუშის ქილა “მხრებამდე” და დაასხით ზეითუნის ან მზესუმზირის ცივი დაწურვის ზეთი. ნედლეული კარგად დატკეპნეთ, ზეთში მთლიანად რომ ჩაიძიროს, თორემ გაჩნდება ობი, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ! ქილას მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური. დააყენეთ საშუალება 3-4 კვირით და გადაწურეთ მარლაში. შეინახეთ წამალი მაცივარში.

ფოტო: Karelj on wikipedia

პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების სამკურნალოდ, დაიდეთ კარგად გაჟღენთილი ბამბის ტამპონები დაზიანებულ ღრძილებზე 15-20 წუთით.

შეიზილეთ ზეთი ჭრილობებზე, დამწვრობებზე, ჩირქგროვებზე, ჩალურჯებებზე, მეძუძური დედის დაეთქილ ძუძუსთავებსა და კანის სხვა დაზიანებებზე.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, ჭარბად ჩაალბეთ კრაზანის ზეთში ბამბისა და მარლის ტამპონი და მაქსიმალურად ღრმად შეიდეთ საშოში. ტამპონის ბოლო გარეთ უნდა დარჩეს. გაიჩერეთ იგი 8-10 საათით. კურსი 8-12 პროცედურას მოიცავს.

ყურადღება! მცენარე შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებსაც, ამიტომ ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ორგანიზმის მოწამლვას. მის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გამოიყენოთ კრაზანა ჰიპერტონიის, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ კრაზანის ნახარშები მამაკაცებში პოტენციას ამცირებს.

ბუერას ფოთლები დაეხმარება უფროსებს და პატარებსაც.

ფოტო: Andreas Trepte on wikipedia

ბუერას (ვირისტერფა) ფოთლებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი მოქმედებები აქვს, ამიტომ, ჩვეულებრივ, მას იყენებენ სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებების, კერძოდ, ბრონქიტის, ბრონქული ასთმისა და პნევმონიის დროს.

სამკურნალოდ უნდა აიღოთ არც ისე ახალგაზრდა, თუმცა არც მოხუცი ფოთლები. გამოაშრეთ ისინი სხვენზე ან სუფთა ჰაერზე, კარგად განიავებად ადგილზე. გაშრობისას, ფოთლები ხშირად უნდა შეარხიოთ. გამოშრობილი ნედლეული გადაარჩიეთ, მოაშორეთ გამუქებული ან დაობილი ფოთლები. შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს სამი წლით.

  1. ქრონიკული ხველის დროს, გაიჩერეთ პირში ბუერას ნედლი ან ხმელი ფოთლები დღის განმავლობაში.
  2.  ქოშინის დროს, 15 გ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე. მიიღეთ 1 ს.კ. ყოველ 3 საათში.
  3.  ბავშვებში დიათეზის (საყმაწვილოს) დროს, კანის ანთებიან მონაკვეთებს უნდა მოაყაროთ ბუერას ოთლების ფხვნილი, ამავდროულად, დალიოთ ამ ბალახის ნაყენი: 1 ს.კ. ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ, გაახვიეთ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის წინ, დღეში 3-5-ჯერ.
  4.  მწვავე ჰერპესის დროს, შვებას მოგგვრით ბუერას ფოთლების ფაფა, რომელიც უნდა დაიდოთ დაზიანებულ მონაკვეთზე, ზემოდან კარგად დაითბოთ და გაიჩეროთ 20-30 წუთით. გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.
  5.  სურდოს დროს რეკომენდებულია 2-3 წვეთი ფოთლების წვენის ჩაწვეთება დღეში სამჯერ.
  6.  სარძევე ჯირკვლების ანთების დროს, კარგია მკერდზე ბუერას გარეცხილი ფოთლების დალაგება.
  7. ცისტიტის, კუჭისა და ნაწლავების ანთებითი პროცესების დროს, 20 გ ფოთლები დააყენეთ 1 ლ მდუღარე წყალში. მიიღეთ 100 მლ დღეში ოთხჯერ.
  8. ბრონქული ასთმის დროს, 4 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ.

ყურადღება! ბუერას მოხმარება არაა რეკომენდებული ორ წლამდე ბავშვებისთვის. ასევე, ნუ მიიღებთ მას ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. თუ ადამიანს ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ღვიძლის დაავადებები აქვს, ამ მცენარის გამოყენება არ ღირს. უნდა აღინიშნოს, რომ ბუერათი მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს