ჭარხლის ბურახი ჰიპერტონიის წინააღმდეგ

353
ფოტო: form PxHere
  1. აიღეთ ჩვეულებრივი წითელი ჭარხალი, გაფცქვენით ან მოაჭერით ღერო და კუდი, გარეცხეთ ჯაგრისით და გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  2. შემდეგ დაჭერით დიდ ნაჭრებად ან რგოლებად და ჩაყარეთ ჭურჭელში. უმჯობესია, გამოიყენოთ სამლიტრიანი შუშის ქილა.
  3. გაავსეთ ქილა ჭარხლით 1/3-მდე, პირთამდე კი სუფთა, გრილი წყალი დაასხით.
  4. დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი და პატარა ნაჭერი ჭვავის პური.
  5. დაახურეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა, დააფიქსირეთ იგი რეზინით.
  6.  დადგით ბნელ ადგილას. გააჩერეთ 3-7 დღე, სანამ ზედაპირზე ქაფის გაჩენა არ შეწყდება (იგი ქილიდან პერიოდულად უნდა ამოიღოთ).
  7. როცა ბურახი გამჭვირვალე, ბორდოსფერი გახება, თუ უმი ჭარხლის წვენის გემო გაუქრა, ესე იგი, მზადაა.
  8. ბურახი გადაწურეთ საცერში ან მარლაში და ჩაასხით სუფთა ბოთლებში. შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით თბილი სასმელი დღეში 2-3-ჯერ, 0.5 ჭიქა, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. შეგიძლიათ, 1 ჩ.კ. თაფლი დაუმატოთ.

სანამ ერთი ქილიდან სვამთ ბურახს, დადგით მეორე დასადუღებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეს შეადგენს (ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით).

ჭარხლის ბურახი კურნავს ჰიპერტონიას, წმენდს სისხლს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, იცავს ნაწლავებს მავნე მიკროორგანიზმებისგან და გვაშორებს ჭარბ ქოლესტერინს, ზრდის გემოგლობინის დონეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს