ზაფრანას აჯიკა გააუმჯობესებს საკვების მონელებას

467

გთხოვთ, მომწერეთ ზაფრანას აჯიკის რეცეპტი. პატივისცემით, გ.ა.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.

ხავერდა, იმერული ზაფრანა

ხავერდას(იმერული ზაფრანა, ლათ.Tagetes)აჯიკა ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელებას, განსაკუთრებით სასარგებლოა მისი დამატება ხორციან და ცხიმიან კერძებთან მათთვის, ვისაც სიმსუქნისადმი აქვს მიდრეკილება. აჯიკისთვის იღებენ ყვავილებს მწვანე ყვავილსაჯდომის გარეშე. გთავაზობთ ასეთი საწებელის ორ რეცეპტს.

ზაფრანას აჯიკა
  1. აიღეთ 20 ყვავილი, 10-20 ც ცხარე წიწაკა, 1.5 ჭიქა ნიგოზი, 1 ჭიქა გაფცქვნილი ნიორი, 1 შეფუთვა ხმელი სუნელი და ქინძი, 100 გ მარილი. წიწაკა, ნიორი, ყვავილები და თხილი სამჯერ გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ მარილი და სანელებლები, მოურიეთ. შეინახეთ მაცივარში.
  2. აიღეთ ზაფრანას 15 ყვავილი, 10 ც ტკბილი წიწაკა, 15-20 ც ცხარე წიწაკა, 20 გ ქინძი, 100 გ მარილი. ტკბილი და ცხარე წიწაკები და ყვავილები რამდენჯერმე დაკეპეთ, დაუმატეთ სანელებლები და მარილი. კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს