ღორის ქონის სარგებელი განპირობებულია მისი შემადგენელი ნივთიერებების ფასდაუდებელი შეთავსებით. უპირველეს ყოვლისა, არაქიდონული პოლიუჯერი მჟავით, რომელსაც არც ერთი მცენარეული ცხიმი არ შეიცავს. ქონი, აგრეთვე, შეიცავს ლინოლეურ, პალმიტინის, ლინოლენოურ, ოლეინის ცხიმოვან მჟავებს, A, Е, D ვიტამინებსა და კაროტინს. ყველა ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, განსაკუთრებით კი ღვიძლზე.
ღორის ქონში არსებული ცხიმოვანი მჟავების სტრუქტურა მაქსიმალურად უხდება ადამიანს: იგი ისეთივეა, როგორიც ზეითუნის ზეთში. რა თქმა უნდა, ყველა ეს თვისება ვრცელდება მხოლოდ უმ ქონზე, რომელიც არ შეიცავს ტოქსიკურ პროდუქტებს, შემწვარისგან განსხვავებით. ღორის ქონი გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსიკური რადიოაქტიური და კანცეროგენული ნივთიერებების გამოდევნაში. ეს ნატურალური, ქიმიისგან თავისუფალი პროდუქტია.
ინფარქტის საწინააღმდეგო ნარევი
ადამიანს ნაღველი ცხიმების დასაშლელად ესაჭიროება, ქონს კი მკვეთრი და ხანგრძლივი ნაღველმდენი ეფექტი აქვს. ნიორს აქვს მძლავრი ანტიპარაზიტული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო, აგრეთვე, ნაღველმდენი თვისებები.
რაც მთავარია, ნივრისა და ქონის ნარევი გულის კორონარულ სისხლძარღვსაც კი წმენდს. ეს დამტკიცებული ფაქტია: მცირე რაოდენობით უმი ქონი და ნიორი ინფარქტის საწინააღმდეგო წამალია. ერთად ისინი აღადგენენ ინტიმს (სისხლძარღვების შიდა გარსს), აქრობს ათეროსკლეროტულ კოლტებს. მკურნალობისას ახალგაზრდავდება მთელი ორგანიზმი.
ამ ნაზავის კიდევ ერთი პარადოქსი ისაა, რომ მცირე რაოდენობით ქონი და ნიორი შესანიშნავი გასახდომი საშუალებაა – მათი მიღებით თქვენ ჩართავთ ცხიმების გამხსნელ მექანიზმს.
ღორის ქონი დიდი რაოდენობით არაქიდონურ მჟავას შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის მიმოცვლაში ძირითადი ნივთიერებაა.
ქოლესტერინისგან წარმოიქმნება ჩვენი ჰორმონები, ესე იგი, სიფხიზლე და დღეგრძელობა, კლიმაქსისა და იმპოტენციის პროფილაქტიკა.
ქონიც და ნიორიც დიდი რაოდენობით სელენს შეიცავს, რომელიც აუცილებელია მძიმე ფიზიკური საქმით დაკავებული ან მძიმე დაავადებებით გამოფიტული ადამიანებისთვის, ძალების აღსადგენად.
ვამზადებთ წამალს
- 500 გ ღორის უმი ქონი
- 100-120 გ ნიორი (1/2 ჭიქა)
- 200 გ ოხრახუშის ფესვი
ყველაფერი დაკეპეთ ხორცსაკეპში ორჯერ. კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით 1 ჩ.კ. შავ პურთან ერთად უზმოზე. ნელა დაღეჭეთ და მარჯვენა ფერდზე დაწექით 20-30 წუთით. ნაღველი, რომელიც ღამით დაგროვდა, მშვიდად წავა და აამოქმედებს მსხვილ ნაწლავს, რითად დაარეგულირებს განავალს.
საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, წაივარჯიშეთ მსუბუქ მუსიკასთან ერთად, მხოლოდ ამის შემდეგ ისაუზმეთ დამსახურებულად.
რთულ სიტუაციებში, როცა ნაღველკენჭოვანი დაავადება გაქვთ ან ნაღველს გასვლა უჭირს, გირჩევთ, მასა დღეში ორჯერ მიიღოთ: დილით და ღამით, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. წამლის მიღებამდე დალიეთ პიტნის ჩაი ან ნო-შპა, რათა ნაღველსადინრებზე სპაზმი მოგეხსნათ.
გარეგანად, ქონი ამარტივებს კანის დაზიანების, ფურუნკულების, ართრიტის, ართროზის, დამწვრობის, მოყინვის, მასტიტის, ეკზემისა და ჭრილობების მკურნალობას. გვეხმარება ქუსლის დეზისა და კბილის ტკივილის მოშორებაში.