ოჯახის წევრებს ნაცრისფერი ყოველდღიურობა რომ გავუხალისო, ვამზადებ ბლინებს რძეზე, შემდეგ კი ვამზადებ მოხარშულ კრემს. ასეთი დესერტის მომზადება ძალიან მარტივია, გემოს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს უნდა გასინჯოთ!
ასეთი ბლინები იდეალურია ოჯახური ჩაის სმის ან საუზმის დროს, ფინჯან ყავასთან ერთად. სასიამოვნო და ტკბილი დილა გარანტირებული გაქვთ!
ბლინების ცომი რძეზე
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბლინები მოხარშული კრემით.
ინგრედიენტები
- 500 მლ რძე
- 200 გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 მწიკვი მარილი
- ვანილი გემოვნებით
ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის
- 500 მლ რძე
- 3 ს.კ. ფქვილი
- 2 კვერცხი
- 70 გ კარაქი
- 200 გ შაქარი
მომზადება
- ბლინების მოსამზადებლად, ღრმა თასში შეურიეთ რძე, ფქვილი, კვერცხი და მცენარეული ზეთი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილინი. ათქვიფეთ მიქსერით და გააჩერეთ30 წუთით.
- წაუსვით ტაფას კარაქი და დადგით გასახურებლად საშუალო ცეცხლზე. აცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან, ოქროსფრის მიღებამდე.
- მოხარშული კრეის მოსამზადებლად ათქვიფეთ კარაქი. ცალკე თასში შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი. კარგად მოურიეთ ხელით ან მიქსერით.
- ქვაბში გაათბეთ რძე და დაუმატეთ ათქვეფილ მასას. მუდმივად ურიეთ, მიიყვანეთ სქელ კონსისტენციამდე. მომზადების შემდეგ, გამორთეთ ცეცხლი და დადგით გასაგრილებლად. გაგრილებული კრემი ათქვიფეთ კარაქთან ერტად, ჰაეროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
- წაუსვით თითოეულ ბლინს ნახევარი ს.კ. კრემი. შემდეგ, თითოეული ფენის კიდეს წაუსვით 2 ს.კ. კრემი და ფრთხილად დაახვიეთ.
- სულ ესაა. მოხარშულკრემიანი ბლინები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ასეთი დახვეწილი ტკბილეული თამამად შეგიძლიათ დადოთ სადღესასწაულო სუფრაეც. აუცილებლად მოამზადეთ ეს ტკბილი ბლინები. დარწმუნებული ვარ, ვინც მათ გასინჯავს, გემოს ვეღარასდროს დაივიწყებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს