ზომების, ფორმებისა და ფერთა გამის მრავალფეროვნებისა და უპრეტენზიობის დამსახურებით, ტიტები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყვავილების მოყვარულებს შორის.
ჩვენს რეგიონში გაზაფხულის ყვავილები, როგორც წესი, მაისისთვის ყვავიან. უხვი ყვავილობისთვის მათ სჭირდებათ დროული მოვლა და დამატებითი კვება – სასუქები.
ეს ყველაფერი კი მარტის მზის პირველივე თბილი სხივების დადგომას უნდა მოჰყვეს, როცა ტიტების მოწითალო მორჩები ახლა იჩენს თავებს მიწიდან.
ტიტების მოვლა
ტიტა ტენის მოყვარული მცენარეა, თუმცა ფესვთა სისტემის აგებულება მას არ აძლევს მიწის ღრმა ფენებიდან ტენის მოპოვების საშუალებას. ამიტომ, ტიტების უხვი ყვავილობისთვის აუცილებელია ჭარბი და რეგულარული რწყვა.
ტიტების სასუქი უნდა იყოს ხსნარის სახით, თუმცა, თუ ხმელ სასუქს ანიჭებთ უპირატესობას, გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ყვავილების ფოთლები მშრალია, თორემ შეიძლება მცენარეზე დამწვრობა გამოიწვიოთ.
გარდა ამისა, ხმელი სასუქის გამოყენების შემდეგ, გულუხვად მორწყეთ ტიტების ნაკვეთი, რათა სასუქმა ტენთან ერთად ჩააღწიოს ნიადაგში და გამოკვებოს ფესვები.
1. პირველი სასუქი
ტიტების ზრდის დასაწყისში, მათ ყველაზე მეტად აზოტი სჭირდებათ. როგორც კი თოვლი დადნება და ნიადაგი ოდნავ გაშრება, შეგიძლიათ მოაბნიოთ ხმელი სასუქი (ამონიუმის ნიტრატი, სუპერფოსფატი, კალიუმის მარილი 2:2:1) ნაკვეთს, 50 გ 1 კვ.მ.-ზე, თანმდევ მორწყვასთან ერთად.
2. მეორე სასუქი
როცა ტიტა მიწიდან 7-10 წამოყოფს თავს, შეასუქეთ იგი ამონიუმის ნიტრატითა და სუპერფოსფატით. 1 კვ.მ.-ზე დაგჭირდებათ 30-40 გ ნიტრატი და 20-30 გ სუპერფოსფატი, რომელიც უნდა გახსნათ 10 ლ წყალში.
3. მესამე სასუქი
ტიტის კვირტების გაჩენის შემდეგ, მცენარე იმდენად აღარ საჭიროებს აზოტს, ამიტომ ეს ელემენტი შეგიძლიათ გამორიცხოთ სასუქის შემადგენლობიდან და დატოვოთ მხოლოდ ფოსფორი და კალიუმი.
დაკვირტვის პერიოდში, ტიტის შესუქება ხდება ქერიფქლას ხნსარით (1 წილი 30 წილ წყალზე), სუპერფოსფატითა (20 გ 10 ლ წყალზე) და გოგირდმჟავას კალიუმით (20 გ 10 ლ წყალზე).
4. მეოთხე სასუქი
მეოთხე შესუქება იმისთვისაა, რომ გაიზარდოს კვირტების ზომა და ყვავილობის ხანგრძლივობა. ამას ყვავილობის დასაწყისში აკეთებენ, როცა კვირტები ჯერ კიდევ იფერება.
ამისთვის დაგჭირდებათ ქერიფქლასა და სუპერფოსფატის ხსნარი (40 გ) და კალიუმის სასუქი (15 გ). ნუ დაივიწყებთ ძირქვეშ გულუხვი მორწყვის შესახებაც.
ჩვენ ცოტა ხნის წინ მოგიყევით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სასუქი საშინაო პირობებში.
ტიტებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი სასუქია საფუვრის ხსნარი. 1 ს.კ. მშრალ საფუარს დაასხით 1 ლ თბილი წყალი და დაუმატეთ 40 გ შაქარი. კარგად მოუარეთ, დააყენეთ კონცენტრატი 2-3 საათით, შემდეგ გააზავეთ 1 წილი სასუქი 5 წილი წყლით.
დაბოლოს, ტიტები შესანიშნავად გიპასუხებთ ბანანის კანის ან ჩაის ტომრის სასუქზეც.