ძალიან ბევრი ადამიანისთვის კარგი დილა გაღვიძების შემდეგ ერთი ჭიქა ცხელი ესპრესოს დალევას ნიშნავს. ქალები ყავას სილამაზისთვის უკვე წლებია იყენებენ. ყავაში შემავალი მიკროელემენტები კანის მდგომარეობას აუმჯობესებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ყავის სკრაბს რეგულარულად გაიკეთებთ.
ყავას მცენარეებზეც სასარგებლო ეფექტი აქვს. ასე რომ, რატომ არ გამოვიყენოთ ყავის ნალექი სასუქის სახით?
ყავის ჩენჩო
ყავის ნალექი ნიადაგის განაყოფიერებისთვის გამოგადგებათ, თუ ყავა შაქრის გარეშე იყო მომზადებული. ყავა შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, აზოტს და კალციუმს. მას შეიძლება სრულყოფილი სასუქი ვერ ვუწოდოთ, მაგრამ გამოსაკვებად იდეალური ვარიანტია. სხვა სასუქებთან შედარებით ყავის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბუზებს, ჭიანჭველებს და ლოქორებს აშინებს.
ყავის უპირატესობაში შედის ის ფაქტიც, რომ ყავა ნიადაგს აფხვიერებს და ჟანგბადით ამდიდრებს. ამის წყალობით ნიადაგი ტენის შენარჩუნებას ახერხებს და სარეველები ნაკლებად იზრდება.
ყავა როგორც ბაღის, ასევე ოთახის მცენარეებისთვის გამოგადგებათ, მაგრამ ამისთვის უნდა გააშროთ. თუ უბრალოდ ყავის ნალექს ქოთანში ჩაყრით, ის დაობდება.
როგორ მივაწოდოთ მცენარეს ყავის ჩენჩო სასუქის სახით
1. მცენარის ირგვლივ ჩარგეთ
ნიადაგში მცირე სიღრმეზე ყავის მშრალი ჩენჩო ჩარგეთ. ასე იმიტომ კეთდება, რომ ნიადაგი ჭარბი ყავის გამო არ გამოშრეს.
2. ყავის ნალექი მოაყარეთ
მცენარის ირგვლივ ნიადაგს მცირე რაოდენობით ყავის ნალექი მოაყარეთ და წყალი დაასხით.
3. დარგვის დროს ხვრელებში ჩადეთ
მებაღეები ირწმუნებიან, რომ ასე განაყოფიერებული ბოლოკი, პომიდორი და სტაფილო ხვრელების გარეშე იზრდება.
4. კომპოსტს აურიეთ
თუ ცალკეულ მცენარეებზე სასუქის მიწოდებაზე დროის დიდხანს დახარჯვა არ გსურთ, ყავის ჩენჩო კომპოსტს დაუმატეთ. ასეთი კომბინაცია ორგანული ნივთიერებების გადამუშავებას დააჩქარებს.
აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ყავის ჩენჩო მცენარეების განაყოფიერებისთვის. ყავის ნალექის გაშრობა და ქოთანში დამატება სირთულეს არ წარმოადგენს, სამაგიეროდ მაქსიმალურად სასარგებლოა როგორც მცენარეებისთვის, ასევე გარემოსთვის.