მარშმელოუ თანამედროვე ბავშვის საყვარელი ტკბილეულია. ესაა ჰაეროვანი, ნაზი დესერტი, რომელიც უხდება ცხელ სასმელებს, თუმცა ცალკეც გემრიელია. ბევრი მას ზეფირს უწოდებს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მარშმელოუ არ შეიცავს ვაშლის პიურესა და კვერცხის ცილებს.
თუმცა, მარშმელოუ ფასით არც ისე ხელმისაწვდომია, თანაც, არც მისი შემადგენლობაა მთლად სახარბიელო. ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მარშმელოუს შინ, საკუთარი ხელებით მოამზადებთ.
მარშმელოუს რეცეპტი
რეცეპტი დაუჯერებლად მარტივია. სანაცვლოდ, თქვენ მიიღებთ უამრავ ტკბილეულს, რომელიც შესანიშნავია კაკაოსთან ან ყავასთან ერთად და ერთ თვლაში აგიმაღლებთ განწყობას.
ინგრედიენტები
- 220 გ შაქარი
- 10 გ ჟელატინი
- 1 ს.კ. სახამებელი
- 1 ს.კ. შაქრის პუდრა
- 120 მლ წყალი
მომზადება
- პირველ რიგში, 60 მლ წყალში ვყრით შაქარს და ვხარშავთ სიროფის მდგომარეობამდე.
- წინასწარ, ცალკე ჭურჭელში ვურევტ 60 მლ წყალსა და ჟლატინს, ვხსნით მას ორთქლის აბაზანაზე. როცა ჟელატინი გასივდება, ვთქვეფთ მიქსერით.
- შემდეგ ნელ-ნელა ვურევთ ჟელატინს მიღებულ შაქრის სიროფს. 1 წუთის განმავლობაში ვთქვეფთ მიქსერით, ჯერ ნელი, ხოლო შემდეგ მაქსიმალური სიმძლავრით. ვაგრძელებთ თქვეფას კიდევ 10 წუთით, სანამ მასა არ გასქელდება. სურვილისამებრ, დაუმატეთ საღებავი, და მაშინ ტკბილეულს უფრო საინტერესო ფერი ექნება.
- ახლა ვამზადებთ ჭურჭელს გასაგრილებლად. ამისთვის ვიღებთ ფორმას და ვასველებთ მის შიდა მხარეს. შემდეგ ვაფენთ საკვებ ფენას და კარგად ვაზელთ კარაქს (ან ზეთს). ვასხამთ ჭურჭელში მასას და ზემოდანაც ვაფარებთ ცელოფანს, რომელსაც კარაქი უსვია. ვდგამთ მაცივარში რამდენიმე საათით და ვაცივებთ.
- ვიღებთ ფორმას მაცივრიდან და ვაბრუნებთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ სახამებელი და შაქრის პუდრა უნდა მოვაყაროთ. ვჭრით გასქელებულ მასას კუბებად და ვაყრით შაქრის პუდრას ყველა მხრიდან.
მზადაა, გემრიელად მიირთვით!
გარდა ზემოჩამოთვლილისა, ბევრს უყვარს მარშმელოუს შეწვა კოცონე. რა თქმა უნდა, ამასაც აქვს გარკვეული უპირატესობები.