კისრის ოსტეოქონდროზი ხშირად თავის ტკივილებს იწვევს. სამუშაო დღის ბოლოს, ოფისში კომპიუტერთან გატარებული დღის შემდეგ თავის ტკივილი განსაკუთრებით მწვავდება.
თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ოსტეოქონდროზის გამო კისრის და ზურგის კუნთების სპაზმები ხდება. ექიმები ამ დროს ტკივილგამაყუჩებლებს ნიშნავენ. თუმცა მუდმივად აბებს ხომ ვერ დალევთ, ეს სიტუაციიდან გამოსავალი არაა.
ჩვენ ვარჯიშის შესრულებას გირჩევთ. როგორც კი თავის ტკივილს იგრძნობთ, რამდენიმე ვარჯიში შეასრულეთ და ტკივილი გაქრება. მის შესრულებას სამუშაო დღის განმავლობაშიც შეძლებთ.
როგორც კი თავის სიმძიმეს იგრძნობთ, თავი ნელ-ნელა მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ მოაბრუნეთ, სანამ კისრის კუნთების დაჭიმვას არ იგრძნობთ. ხელები მხრების დონეზე ასწიეთ, თითები ფართოდ გაშარეთ, მუჭა შეკარით, შემდეგ გაშალეთ. ყველა მოძრაობა ნელა და სიფრთხილით უნდა შეასრულოთ. ცოტა ხანში კუნთების მოდუნებას და თავის ტკივილის გაქრობას იგრძნობთ.