როგორ დავამზადოთ ნატურალური საღებავები კვერცხისთვის

377

ყველამ იცის, რომ ხილს, ბოსტნეულსა და ბალახებს თავიანთი მკვეთრი ფერი შემადგენლობაში არსებული პიგმენტების დამსახურებაა. მაშ, რატომ უნდა გამოვიყენოთ ქიმიური საღებავები, თუ ბუნებამ ამდენი საშუალება გვაჩუქა?

გაზაფხულის ყველაზე ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი, რომლებიც სააღდგომო კვერცხების ნატურალური საღებავებით შეღებვის საშუალებას მოგცემთ. აბსოლუტურად უსაფრთხო, მკვეთრი და გაჯერებული ფერები გელოდებათ!

ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან მახსოვს, როგორ ღებავდნენ დედა და ბებია კვერცხებს ხახვის ნაჭუჭებით. ამ მარტივი ხერხით ღია ნარინჯისფრიდან მკვეთრი ყავისფერი შეფერილობების მიღება შეგიძლიათ.

თუმცა, ის, რომ კვერცხის ბუნებრივი საღებავებით მწვანედ, წითლად, ყვითლად და ლურჯად შეღებვაც კი შეიძლებოდა, შედარებით გვიან გავიგე. ეს ხომ ნამდვილი მონაპოვარია დიასახლისისთვის!

კვერცხის ნატურალური საღებავი

  1. მკვეთრ მზისფერ ყვითელს კურკუმას ნახარშით მიიღებთ. ცხელი წყლით სავსე პატარა ჭურჭელს დაუმატეთ 2-3 ს.კ. კურკუმა და აადუღეთ წყალი, უფრო გაჯერებული ფერის მისაღებად. მიღებულ ნახაღშში მოხარშეთ კვერცხი ან უბრალოდ ჩაალბეთ უკვე მოხარშული.
  2. გვირილა ნაზ ყვითელ ფერს იძლევა – მოხარშეთ და გადაწურეთ ან ხარშეთ კვერცხი გვირილის პაკეტებთან ერთად.
  3. მკვეთრი წითელი კვერცხის მისაღებად, ალუბლის ტოტები ან ქერქი გამოიყენეთ. მოხარშეთ ნედლეული, დააყენეთ რამდენიმე საათით (უმჯობესია, მოხარშოთ და მთელი ღამით გააჩეროთ), აუცილებლად გადაწურეთ და შემდეგ კვერცხი ამ ნახარშში მოხარშეთ. თუ ალუბლის მერქნის მსუბუქ ნახარშს გააკეთებთ, კვერცხი ვარდისფრად შეიღებება.
  4. წითელთავა კომბოსტო კვერცხს შესანიშნავ ცისფერს მისცემს. შესაღებავად, დააქუცმაცეთ 1 თავი კომბოსტო, ქვაბში დაასხით 0.5 ლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 45 წუთით. გამორთეთ ქვაბი, გააგრილეთ კომბოსტო და გადაწურეთ ნახარში. ჩაასხით მიღებულ ნახარშში 4 ს.კ. ძმარი, მოათავსეთ ქვაბში მაგრად მოხარშული კვერცხი 3 საათით.
  5. ჭარხალი კვერცხის ნაჭუჭს წითელ, მოიისფრო შეფერილობას მისცემს. კონცენტრაციისა და ჭარხლის ნაჭრების შემცირებით, მარტივად მიიღებთ გაჯერებულ ვარდისფერს.
  6. მწვანე ელფერის მისაღებად, გამოიყენეთ ისპანახი. იგი წვრილად დაჭერით, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს, და ხარშეთ ამ სითხეში კვერცხი 30 წუთით.
  7. ყურძნის წვენი სააღდგომო კვერცხებს ნაზ ლავანდისფერ ფერს მისცემს.

სანამ კვერცხებს შეღებავდეთ, ისინი სოდიან წყალში უნდა გარეცხოთ, დეზინფექციისთვის. არ დაგავიწყდეთ აუცილებელი წესიც – დაუმატეთ საღებავებს ძმარი. სწორედ ის ათხელებს ნაჭუჭს, რაც აუმჯობესებს საღებავის შეწოვას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს