არომატული კაპუჩინო რძის ტკბილი და ყავის მწარე გემოების ჰარმონიულ ბალანსს მოიცავს. ბევრს ჰგონია, რომ ნამდვილი კაპუჩინოს დალევა მხოლოდ კაფეებსა და ყავახანებში თუ შეიძლება. ყავის მანქანების მფლობელებიც ხშირად გარბიან ახლომდებარე კაფეებში, საყვარელი სასმლის მისართმევად. თუმცა, კაპუჩინოს შინ მომზადება შესაძლებელია. დღეს სწორედ ამას გასწავლით.
ცნობილი სასმლის მოსამზადებლად აუცილებელია ბლენდერი ან მიქსერი. თქვენ მიიღებთ ქაფიან მასას, რომელიც მეგობრებსაც ეყოფა. ქაფის სიმტკიცეს დამოუკიდებლად დაარეგულირებთ, იგი იმდენადვე ეფექტური იქნება, რამდენადაც პროფესიონი ბარისტას მიერ მომზადებული სასმელი.
ინგრედიენტები
- 0.5 ჭიქა ხსნადი ყავა
- 90 გ შაქარი
- 100 მლ წყალი
- 200 მლ რძე
მომზადება
- ბლენდერის ფინჯანში ჩაყარეთ ყავა და შაქარი. დაასხით ცივი წყალი და ათქვიფეთ 2 წუთის განმავლობაში.
- აიღეთ სხვა ფინჯანი და გადადეთ მასში 2 ჩ.კ. ყავის მასა.
- გაათბეთ რძე და დაასხით ამ მასას. კარგად მოურიეთ.
- ყავის დარჩენილი ქაფი შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ ქილაში, მაცივარში.
ყავის კრემი უნივერსალურია და ფორმასაც კარგად ინარჩუნებს. მისი გამოყენება შეგიძლიათ ტორტისა და სხვა დესერტების მოსართავად. სცადეთ და შეაფასეთ ეს მარტივი რეცეპტი.