როგორც ერთ-ერთ სიმღერაშია ნათქვამი „ქრიზანთემაც აყვავილდა, ფიკუსებიც სურნელს აფრქვევენ“. დღეს სწორედ ფიკუსზე გიამბობთ. „პაპარაცმა“ გაარკვია, რომ ფიკუსი უჩვეულო მცენარეა და მის სახლში გამოჩენისას ცვლილებებს უნდა ელოდოთ. როგორც ერთმა ქალმა გაგვიზიარა, მთელი რიგი ძველი ნიშანი არსებობს.
ჩვენ ფიკუსს მივიჩნევთ დეკორატიულ მცენარედ, რომელიც ინტერიერს შესანიშნავად აახლებს: ყველას უფრო მეტად მისი მოვლის შესახებ აინტერესებს. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გიამბობთ, მაგრამ თავიდან ძველ ნიშნებზე მოგიყვებით, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. შორი გზიდან არ მოგივლით და თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებთ.
როგორ მოვუაროთ ფიკუსს
ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი ენერგეტიკა აქვს და ოთახის მცენარეები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ამ მხრივ ფიკუსი უფრო სერიოზულ როლს ასრულებს, რადგან ადამიანზე მოქმედი მთელი რიგი სასარგებლო თვისებები აქვს. ფიკუსს ცხოვრების ხარისხის შეცვლა შეუძლია.
ნიშნები
1. ამოცანის გადაჭრა
როცა სირთულის წინაშე დგახართ, რომლის გადაჭრაც ერთი შეხედვით შეუძლებელია, შეგიძლიათ დახმარება თქვენს ფიკუსს სთხოვოთ. მცენარე ადამიანის ემოციურ ფონზე დადებით გავლენას ახდენს, მას დამშვიდებაში ეხმარება, ასე კი გადაწყვეტილების მიღებაც ადვილდება. ზოგჯერ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ მოდის, ზოგჯერ კი დროა საჭირო. მნიშვნელოვანია, საკითხი რაც შეიძლება ზუსტად ჩამოაყალიბოთ.
2. ფულის მოზიდვა
ითვლება, რომ ფიკუსი სამზარეულოში ცხოვრობს. თუ სამზარეულო ფართოა, მცენარე ქალის დადებითი ენერგიით ივსება, ქალი ხომ ამ ოთახის დიასახლისია, აქ ხომ საჭმელი მზადდება. სიყვარულით გავსებული ფიკუსი სახლში ფულს და ჰარმონიას მოიზიდავს, რაც მთელ ოჯახზე პოზიტიურად აისახება.
3. მცენარე – ფსიქოლოგი
ფიკუსს ემოციური ფონის გაწონასწორება შეუძლია, ამიტომ შეგიძლიათ პასიურ ფსიქოლოგად მიიჩნიოთ. ალბათ, რომელიმე მეგობარმა უკვე შენიშნა, რომ სახლში ფიკუსის გაჩენამ განწყობა თითქოსდა გააუმჯობესება. ზოგი თვლის, რომ ამაში დამნაშავეა მცენარის გაჯერებული მწვანე ფერი, რომელიც თვალს ახარებს. საერთოდ, საკმაოდ მსხვილი ფიკუსი ბუნების შთაბეჭდილებას ქმნის, ეს კი თავისთავად პოზიტივს იწვევს.
4. ოჯახში მატება
ფიკუსის ყურადღებიანმა მფლობელებმა შენიშნეს, რომ თუ მცენარეს წყვილის საძინებელში მოათავსებთ და მას ცისფერ ან წითელ ლენტას (ან ორივეს) შემოახვევთ, ამასთან დაორსულებას ჩაიფიქრებთ, მაშინ სასწაულს უნდა ელოდოთ – სურვილი აუცილებლად ახდება. ზოგიერთი ახალგაზრდა დედა ბავშვის გაჩენას სწორედ ფიკუსს და ამ ნიშანს უკავშირებს.
5. კომუნიკაცია
ერთი შეხედვით სრულად გასაოცარი და შეუძლებელი უნარი. აღმოჩნდა, რომ ფიკუსს თქვენი სოციალური კავშირის გაფართოება შეუძლია, თუ მარტოხელა ხართ. გარდა ამისა, მცენარე მეტყველებაზე გავლენას ახდენს, სიმორცხვეს აქრობს, ხოლო მათ, ვისაც ბევრი ლაპარაკი უყვარს, აჩერებს. ჯერ მხოლოდ სიტყვაზე ვენდობით, მაგრამ აუცილებლად გამოვცდით. სად არის ჩემი ფიკუსი?
უდაოდ, ასეთ გავლენას მხოლოდ ჯანმრთელი და მოვლილი მცენარე ახდენს. თუ ამ ნიშნების საკუთარ თავზე გამოცდა და ხვალ ფიკუსის შეძენა გადაწყვიტეთ, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, თუ როგორ მოუაროთ. მდიდრული და კაშკაშა ფიკუსი – მდიდრული და კაშკაშა ადამიანია!
როგორ მოვუაროთ ფიკუსს
- სჯობს უკვე ძლიერი მცენარე შეიძინოთ და მისთვის მუდმივი ადგილი შეარჩოთ. ფიკუსს ხშირი მოგზაურობა იმდენად არ უყვარს, რომ შეიძლება გაბრაზდეს და ფოთლების ცვენა დაიწყოს. ბევრი სინათლე სწორედ ისაა, რაც სჭირდება. თუ ფიკუსი ფანჯარასთან ახლოს ცხოვრობს, იზრუნეთ, რომ კაშკაშა მზეს მოარიდოთ.
- ზამთარს და ზაფხულს შესანიშნავად უძლებს, თუმცა ზამთარში სჯობს ორპირი ქარისგან დაიცვათ და გახსოვდეთ, რომ ზამთრის პერიოდში ნებისმიერი მცენარე ზრდას წყვეტს. სამაგიეროდ, ზაფხულში ფიკუსი შეგიძლიათ აივანზე ან ლოჯიაში გაიტანოთ: სუფთა ჰაერზე ის გახელდება. მზის პირდაპირი სხივები უკუჩვენებულია.
- ფიკუსი უნდა დაბანოთ. რამდენიმე კვირაში ერთხელ მსხვილი ფოთლები სველი ჩვრით ან ბამბის დისკით გაწმინდეთ. წვრილ ფოთლებიანი ფიკუსი გამონაკლისი არაა, მათაც გაწმენდა სჭირდებათ. შეგიძლიათ შხაპი მოუწყოთ. ქოთანს ცელოფანი გადააფარეთ, რომ ზედმეტი ტენი არ დაგროვდეს, შემდეგ სპრეი ბოთლით უხვად მორწყეთ. სასურველია, ქოთანი იმავე ადგილას და პოზაში დააბრუნოთ, სადაც აქამდე იყო.
- მცენარე შეგიძლიათ გამოკვებოთ. ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომის ბოლოს რამდენიმე კვირიანი ინტერვალით ნიადაგს სასუქი დაუმატეთ. შეგიძლიათ მინერალური და ორგანული სასუქი მონაცვლეობით გამოიყენოთ. ზამთარში მცენარის გამოკვება საჭირო არაა – მას ძინავს.
- ფიკუსის ზრდის მიხედვით საწყისი ქოთანი მისთვის ვიწრო იქნება. იმწამსვე დიდი ქოთნის არჩევა არ ღირს. დაე, ახალი სახლი რამდენიმე სანტიმეტრით დიდი იყოს. მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ, მიწა ჩამოფერხეთ (ხელით დახმარება საჭირო არაა), ახალი ქოთნის ფსკერზე დაქუცმაცებული თიხის დრენაჟი, რამდენიმე ხის ნახშირი მოათავსეთ და მიწა დაუმატეთ. ფიკუსი ქოთანში მოათავსეთ და მიწა ბოლომდე მოაყარეთ. საჭირო ადგილას დადეთ. პირველი მორწყვა 5 დღის შემდეგ. მიწა შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში შეიძინოთ.
აი, რამდენი სასარგებლო რამ! ოჰ, კიდევ როგორ მოვრწყათ ფიკუსი! ზუსტი პასუხი არ არსებობს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ნიადაგს, თუ რამდენად გამოშრა. ბანალურად თითით შეამოწმეთ – მშრალია, მაშინ წყალი სჭირდება. ზემოდან მორწყეთ, გამოსაკვებად კი, ქოთნის სადგამს წყალი დაუმატეთ, რომ მიწამ ფესვების გარშემო წყალი შეიწოვოს. სასურველია, წყალი რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე დააყენოთ ახლა, უკვე არაფერი დაგვიწყებია!