ბოლოკის ბევრ სახეობას ზაფხულში, ივლისში რგავენ. ეს კულტურა ყველა მებაღეს არ უყვარს და არა იმიტომ, რომ ადგილი ცოტა აქვთ – ბოლოკი კარგია იმით, რომ შეგიძლიათ გათავისუფლებულ კვალში დარგოთ. უბრალოდ მისი გაზრდა ყველას არ გამოდის. რატომ? შესაძლოა, მასზე არასწორად ზრუნავდნენ.
5 ტიპიური შეცდომა, რომელსაც მებოსტნეები უშვებენ.
1. ბოლოკი ძალიან მჭიდროდ დარგეს
მეაგარაკეების სურვილი, რომ ნერგები გაასქელონ, გასაგებია – მათ სურთ, რომ პატარა ნაკვეთზე მაქსიმალური მოსავალი მიიღონ. ბოკოლთან და დაიკონთან ასეთი ფოკუსი არ გამოგივათ – მათ სივრცე სჭირდებათ. აქ უკუკავშირია – რაც უფრო იშვიათად დარგულია, მით უფრო უხვია მოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირნაყოფი პატარა (უბრალოდ განვითარებისთვის ადგილი არ აქვთ), უხეში და უწვნო გამოვა (მათ წყალზე ბრძოლა მოუწევთ, მაგრამ მას მაინც ვერ მიიღებენ), ამასთან სქელ ნერგებში დაავადებები აქტიურად ვითარდება. სწორედ ამიტომ, გახშირება არ ღირს.
ამ კულტურისთვის ოპტიმალური დაშორებაა – 50 სმ რიგებს შორის და 20 სმ რიგში. სჯობს თესლის შეფუთვას დახედოთ – ჩვეულებრივ, ამ სახეობისთვის საჭირო ზუსტი ინსტრუქცია მოცემულია.
ცარიელი ადგილი რომ არ დაგრჩეთ (ზოგიერთი თესლი შეიძლება არ გაღვივდეს), სჯობს 2-2 დარგოთ. როცა აღმონაცენი გამოჩნდება, უფრო ძლიერი ყლორტი დატოვეთ ან ზედმეტი მცენარე ფრთხილად ამოთხარეთ და სხვა რიგში გადარგეთ. ეს სჯობს ლებანის ფაზაში ან 1-2 ნამდვილი ფოთლის გამოჩენის დროს გააკეთოთ.
2. ბოლოკს იშვიათად რწყავდნენ
ბევრი ბოსტნის კულტურისთვის მოქმედებს წესი: იშვიათად, მაგრამ უხვად უნდა მორწყათ. აი, დაიკონისა და ბოლოკისთვის ეს წესი არ მოქმედებს. ისინიც უხვად უნდა მორწყათ, მაგრამ უფრო ხშირად – ზუსტად 5 დღეში ერთხელ.
წყლის დეფიციტის დროს ძირნაყოფი კვდება, მომწარო გემოს და უსიამოვნო სუნს იძენს და ხშირად იბზარება, შენახვისთვის უვარგისი ხდება.
3. ბოლოკს არ კვებავდნენ
დაიკონი და ბოლოკი საკმაოდ უპრეტენზიო კულტურებია და შეუძლიათ იმ ელემენტებით დაკმაყოფილდნენ, რომელიც ნიადაგშია. თუმცა კარგი მოსავლისთვის სჯობს გამოკვებოთ.
პირველად სასუქი 3-4 ნამდვილი ფოთოლის გამოჩენისას მიაწოდეთ: 1 ს/კ შარდოვანა, 1 ს/კ სუპერფოსფატი და 1 ს/კ კალიუმის სულფატი 10 ლ წყალზე. ნორმა – 1 ვედრო 10 მეტრზე.
მეორე სასუქი – პირველი სასუქიდან 20-30 დღის შემდეგ: 1 ს/კ სუპერფოსფატი და 1 ს/კ კალიუმის სულფატი 10 ლ წყალზე. ნორმა იგივე – 1 ვედრო 10 მეტრზე.
4. ბოლოკის ქვეშ ორგანული სასუქი გამოიყენეს
მეაგარაკეებს შორის ძალიან ბევრი ბუნებრივი მეურნეობის მომხრეა – ისინი მინერალურ სასუქებს არ იყენებენ და კულტურების ქვეშ ნაკელს ყრიან. აი, ბოლოკისა და დაიკონისთვის ორგანული სასუქი უკუჩვენებულია. მისგან ძირნაყოფი უშნო, უგემური ხდება და ცუდად ინახება. განსაკუთრებით საზიანოა ახალი და ნახევრად დამპალი ნაკელი. დასაშვებია მხოლოდ ნეშომპალა და ესეც საუკეთესო ვარიანტი არაა.
5. ბოლოკი ჩრდილში დარგეს
მებოსტნეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ უხეში და უგემური ბოლოკი დაიკონთან ერთად მზეზე ხდება. თუ ჩრდილში დარგავენ, უფრო ნაზი და წვნიანი იქნება. ასე არაა – ჩრდილში შეიძლება მოსავალი არც კი მოგცეთ, რადგან მზე ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ღია ნაკვეთზე უნდა დარგოთ.
ძირნაყოფის გემო მორწყვასა და ტემპერატურაზე ძლიერ დამოკიდებულია. მორწყვაში გავერკვიეთ. ოპტიმალური ტემპერატურა 15-18 ˚C უნდა იყოს. თუ ქუჩაში ძალიან ცხელა, ნერგებს თივით ან ხმელი ბალახით მულჩირება გაუკეთეთ – ისინი ნიადაგს გადახურებისგან დაიცავენ და ნიადაგში ტენის დიდხანს შენარჩუნებას ხელს შეუწყობენ.