მასტერ კლასი, როგორ დავრგოთ წიწაკის ნერგი სახლის პირობებში

499

წიწაკის ნერგის გაზრდას თავისი განსაკუთრებულობა აქვს. არასწორი მორწყვის, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების ან წარუმატებელი დარგვის პირობებში მცენარის ღერო იღუპება და პოტენციური მოსავლიანობა მცირდება. როგორ გავზარდოთ წიწაკის ნერგი სწორად?

ხანმოკლე ზაფხულში წიწაკის კარგი მოსავალი რომ მიიღოთ, საკმაოდ ადრე უნდა დარგოთ და აღმოცენებამდე ნერგი ყოველგვარი სტრესის და მკვეთრი ცვლილებების გარეშე თანაბარი პირობებით უზრუნველყოთ. ამაში მდგომარეობს წიწაკის ნერგის წარმატებულად გაზრდის განსაკუთრებულობა.

თუ წიწაკის ღეროს გარქოვანებას დაუშვებთ, ის სისქეში ცუდად გაიზრდება (უხვი მორწყვის შედეგად შეიძლება დაიბზაროს). ასეთი მცენარე უხვ მოსავალს უკვე არ იძლევა, რადგან ნასკვები ნაკლებ საკვებს იღებენ. გარდა ამისა, წიწაკა ფესვების ლპობის მიმართ ნაკლებად მდგრადია. თუ სხვა სანერგე ბოსტნეულის მსგავსად ლებანამდე ჩაღრმავებული 2 ნამდვილი ფოთლის პირობებში პიკირებას გაუკეთებთ, წიწაკა ზრდას შეწყვეტს, დიდხანს იავადმყოფებს და შეიძლება სოკოვანი ინფექციით დაიღუპოს.

როდის უნდა დათესოთ წიწაკა ნერგებისთვის

წიწაკის ნაყოფის მომწიფება პირველი აღმონაცენის გამოჩენიდან 100-150 დღეში იწყება, ხოლო ნერგის გადარგვა 60-80 დღეში ხდება, ამიტომ დათესვა სჯობს 20 თებერვლიდან 10 მარტის პერიოდში დაიწყოთ. დათესვის თარიღი უფრო ზუსტად შეგიძლიათ თავად დაიანგარიშოთ, თუ სახეობის დამახასიათებელი თვისებები იცით.

როგორ მოვამზადოთ წიწაკის თესლი დასათესად

თესლი ყურადღებით დაათვალიერეთ, ყველა დამჭკნარი და დაზიანებული თესლი მოაშორეთ. შერჩეული თესლი სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო ხსნარით დაამუშავეთ. მარლის ტომარაში მოათავსეთ და ნებისმიერი ფუნგიციდის ხსნარში („მაქსიმი“, „ფიტოსპორინი-მ“, „ვიტაროსი“) ინსტრუქციის მიხედვით ჩაალბეთ.

შეგიძლიათ კალიუმის პერმანგანატის სქელ ვარდისფერ ხსნარში 20-30 წუთით ჩაალბოთ. ამის შემდეგ პირდაპირ ტომარაში კარგად გარეცხეთ.

ამის შემდეგ სველ, სუფთა ქსოვილზე ორ ფენად დააწყვეთ, ზემოდან დააფარეთ, რომ ტენი არ აორთქლდეს და თბილ ადგილას (+25°C) გააჩერეთ. 7-14 დღეში თესლი გაღვივდება. ეს მომენტი არ გამოგრჩეთ, რადგან წიწაკის ფესვები ძალიან მყიფეა და ნებისმიერ პატარა ზიანს მტკივნეულად განიცდიან.

როგორ მოვამზადოთ მიწა წიწაკისთვის

სანამ თესლი ღვივდება, ნერგისთვის მიწა მოამზადეთ. ამისთვის შეგიძლიათ მზა ნარევი გამოიყენოთ და გაცრილი და გარეცხილი ქვიშა დაუმატოთ (0,5 ნაწილი 3 ნაწილ მიწაზე).

ჩვეულებრივ გამოცდილი მებოსტნეები ნიადაგს თავად ამზადებენ. მიწის ნარევი წიწაკის ნერგისთვის: 2 ნაწილი ნეშომპალა (შეგიძლიათ კარგად დამწიფებული კომპოსტით ჩაანაცვლოთ), 2 ნაწილი ტორფი და 1 ნაწილი კარგად გარეცხილი ქვიშა აურიეთ. ნარევი გაცერით და 1 საათით ორთქლზე გააჩერეთ, რომ აღმონაცენები სოკოვანი დაავადებებისა და სარეველებისგან დაიცვათ.

თესლის დარგვა წიწაკის ნერგისთვის

ჭურჭელი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით გარეცხეთ, მომზადებული მიწის ნარევით გაავსეთ და ოდნავ ჩატუმბეთ ისე, რომ ჭურჭლის გვერდები მიწიდან 2 სმ-ს ზემოთ დარჩეს.

პინცეტით 1,5-2 სმ-ს დაშორებით თესლები ჩააწყვეთ, უფრო სქლად დარგვა საჭირო არაა: წიწაკის აღმონაცენები ერთმანეთს შეამჭიდროვებენ.

ზემოდან 1-1,5 სმ მიწის ფენა მოაყარეთ, ოდნავ ჩატუმბეთ. ფრთხილად მორწყეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თესლი მიწის ზედაპირზე არ ამოვიდეს. სახეობის ეტიკეტის ნიშანი დასვით. ტენი რომ ძალიან სწრაფად არ აორთქლდეს, ჭურჭელი პაკეტში ან სათბურში მოათავსეთ. ტემპერატურა +25°C-ზე უნდა შეინარჩუნოთ.

აღმონაცენების გამოჩენისას (ჩვეულებრივ 5-7 დღეში) ნათელ ადგილას +15+17 °C ტემპერატურაზე გაიტანეთ. თბილი წყლით ზომიერად მორწყეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭურჭლის სადგამზე წყალი არ დაგროვდეს. ნერგები სინათლის მხარეს რომ არ გადაიხაროს, ქოთანი ფანჯრის მხარეს აბრუნეთ ან ფიტონათურა დაანათეთ.

როგორ გავუკეთოთ წიწაკას პიკირება სწორად

მცენარის ფესვების ლპობით დაზიანების რისკი რომ შეამცირონ, წიწაკას პიკირებას 2 ნამდვილი ფოთლის პირობებში ჩაღრღმავების ან მაქსიმუმ 0,5 სმ ჩაღრმავების დროს უკეთებენ.

საცნობარო წიგნში ასევე რეკომენდებულია სხვა მეთოდიც: აღმონაცენებს პიკირება გაუკეთეთ ლებანის სტადიაში. ასე პიკირებას უფრო ადვილად გადაიტანს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ლებანის ფოთლამდე ჩააღრმავოთ. მეორე მეთოდი უფრო პროეესიონალური სათბურისთვის გამოდგება, სადაც აღმონაცენის გამოჩენისთანავე ტემპერატურას ამცირებენ, მცენარეს კარგი განათებით უზრუნველყოფენ, ასე მოკლე, მკვრივი ლებანქვეშა მუხლის ფორმირება ხდება. სახლის პირობებში აღმონაცენები უფრო დაჭიმული გამოვა, ამიტომ სჯობს პიკირების პირველი მეთოდი გამოიყენოთ.

აღმონაცენების გამოჩენიდან 3-4 კვირაში 1-2 ნამდვილი ფოთოლი გამოჩნდება.

სახლის პირობებში წიწაკის პიკირებისთვის ეს ყველაზე შესაფერისი დროა.

წინასწარ ნიადაგი კარგად მორწყეთ და დაელოდეთ, სანამ წყალი სადგამზე დაგროვდება. წიწაკა ნელა ვითარდება, ამიტომ სჯობს პიკირება პატარა ქოთანში (100-150 მლ) გაუკეთოთ. აქ ნერგი მიწას სწრაფად აითვისებს, ამიტომ მორწყვის დროს მიწას არ ამჟავებენ და ფესვები ლპობით ნაკლებად ზიანდება.

პიკირების დროს ნათესარი „ყურებით“ დაიჭირეთ, რომ ღერო არ დააზიანოთ. ქოთანი ისეთი უნდა იყოს, რომ ფესვები მასში თავისუფლად განთავსდეს, მოხვევების გარეშე. მიწა მოაყარეთ და ოდნავ ჩატუმბეთ. ფესვების ყელი შეგიძლიათ ოდნავ ჩააღრმავოთ, მაგრამ მაქსიმუმ 0,5 სმ-ით.

ფრთხილად მორწყეთ და ნათესარი დაიჭირეთ, სანამ მიწა წყლით ბოლომდე არ გაიჟღინთება. ნიადაგი დაუმატეთ, თუ მორწყვის შემდეგ ძალიან დაიწია.

ნერგი ფანჯრის რაფაზე დადეთ, პირველ დღეებში მზის პირდაპირ სხივების ქვეშ გააჩერეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ქოთანში ნიადაგის ტემპერატურა +15°C-ზე დაბლა არ დაიწიოს. 13°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ნერგები ზრდას წყვეტენ.

როგორ გამოვკვებოთ წიწაკის ნერგები

გადარგვამდე წიწაკა მინიმუმ 2-ჯერ უნდა გამოკვებოთ:

  • პიკირებიდან 2 კვირის შემდეგ
  • პირველი გამოკვებიდან 2 კვირის შემდეგ

გამოკვება თხევადი ფორმით ხდება. მოსახერხებელია მზა სასუქის გამოყენება: აგრიკოლა, კრეპიში, ფერტიკა ლიუქსი, რასტვორინი.

გაზაფხულის ბოლოს, როცა სხვა კულტურების ნერგების ნაწილს გასამკვრივებლად გაიტანენ და ფანჯრის რაფაზე ადგილი გათავისუფლდება, წიწაკის ნერგი 0,8-1 ლ მოცულობის ქოთანში გადაიტანეთ.

ფრთხილი გადატანის დროს, როცა მიწის გუნდა ნარჩუნდება, ნერგი ზრდას არ წყვეტს. შეგიძლიათ იგივე ნიადაგის შემადგენლობა გამოიყენოთ, როგორც თესლის დარგვის და პიკირების დროს, მაგრამ გაცრა საჭირო არაა: მიწის გუნდური სტრუქტურა ჰაერს ფესვებამდე უკეთ ატარებს. 1 ვედრო მიწის ნარევს 1 ს/კ ორმაგი სუპერფოსფატი და 0,5 ჭიქა ხის ნაცარი ან 3 ს/კ წიწაკის სპეციალური სასუქი და პომიდორი „სინიორ პომიდორი“ დაუმატეთ.

დარგვამდე 2 კვირით ადრე ნერგის სუფთა ჰაერზე გამკვრივება დაიწყეთ. გაითვალისწინეთ, თავდაპირველად მზის პირდაპირი სხივების და ორპირ ქარს მოაშორეთ.

როდის და როგორ დავრგოთ წიწაკა მიწაში

პირველი კვირტების წარმოქმნის სტადიაში ნერგი შეგიძლიათ ღია ნაკვეთზე გადარგოთ, თუ დღის საშუალო ტემპერატურა +15…+17°C-ია.

წიწაკა ცივ, მძიმე ნიადაგს საერთოდ ვერ იტანს. თუ თქვენს ნაკვეთზე თიხნარი მიწაა, მასში ტორფი და ნეშომპალა დაუმატეთ. თოხის პირის სიღრმეზე კარგად დაბარეთ, გაათანაბრეთ, რომ დახრა არ იყოს.

50 სმ სიღრმის ორმო გააკეთეთ (რიგებს შორის 60 სმ დაშორება). წიწაკის ნერგებისთვის ორმოს სიღრმე ისეთი უნდა იყოს, რომ დარგვის დროს ფესვების ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე მდებარეობდეს.

ორმოს 1 ს/კ სრული მინერალური სასუქი დაუმატეთ, რომელიც აზოტს, ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. კარგად აურიეთ, რომ სასუქი თანაბრად გადანაწილდეს. მცენარე ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ, ეცადეთ მიწის გუნდა არ დაშალოთ. ამის გაკეთება რთული არაა, თუ მცენარემ ქოთანში მიწის გუნდა კარგად აითვისა.

ორმოს ნახევარი მიწით ამოავსეთ, ფესვების ძირითადი მასა მიწით იყოს დაფარული. უხვად მორწყეთ (1/3 ვედრო ორმოზე). როცა მიწა წყლით გაიჟღინთება, ორმოს დარჩენილი ნაწილი ფხვიერი მიწით გაავსეთ და სახეობის სახელწოდებით ეტიკეტი დასვით.

ტორფის მულჩით დაფარეთ. თუ საჭიროა, საყრდენი გაუკეთეთ. თუ ღამით ტემპერატურა +13…+14°C-ია, მცენარე უნაჭრო მასალით შეფუთეთ.

მცირე რეკომენდაციები წიწაკის მოსავლელად ღია ნაკვეთზე დარგვის შემდეგ

  • ნიადაგი – მსუბუქი, ნაყოფიერი PH 6-6.6.
  • სინათლის და სითბოს ძალიან მოყვარულია. ოპტიმალური ტემპერატურა ზრდისა და განვითარებისთვის 21-28°C, 13°C-ზე ზრდას წყვეტს.
  • ნიადაგის ტენიანობის მიმართ მომთხოვნია, გაშრობის დროს ზრდას წყვეტს, ფოთლები და ნასკვები ჭკნება.
  • დაავადებები და მავნებლები: თამბაქოს მოზაიკა, ფუზარიოზი, შავი ფეხი, ჭიები, ობობის ტკიპა, ფარიანა.
  • წიწაკას რეგულარული მორწყვა სჭირდება და გამომშრალ ნიადაგს ცუდად იტანს. ზოგჯერ მცენარე უნდა დანამოთ.
  • გაზაფხულზე და ზაფხულზე 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ, მაგრამ ჭარბი აზოტის დროს მწვანე მასა იზრდება და არა ნაყოფი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს