როგორც ტკბილი, ასევე ცხარე წიწაკის თესლი სიხასხასეს სწრაფად კარგავს. ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ თესლი შესანიშნავად გაღვივდება. თუმცა არსებობს მეთოდი, რომლითაც სიტუაციაზე გავლენის მოხდენას შეძლებთ: თესლი მიკროელემენტით დაამუშავეთ, დეზინფექცია, ჩალბობა, გამკვრივება ჩაუტარეთ. ყველა მეთოდის ერთდროულად გამოყენება არ ღირს, 1-2 მეთოდი საკმარისია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გააფუჭებთ.
1. წიწაკის თესლის გადარჩევა დასათესად
თესლი 3-4 %-იან საცხობი მარილის ხსნარში (30-40 გრ 1 ლ წყალზე) მოათავსეთ, აურიეთ და 7 წუთით გააჩერეთ. სრულ წონიანი ფსკერზე დავა, ხოლო სუსტი წყლის ზედაპირზე იცურავებს – ისინი შეგიძლიათ გადაყაროთ. დარჩენილი თესლი კარგად გარეცხეთ, ქაღალდზე დაყარეთ და გააშრეთ. ეს დათესვის წინ გააკეთეთ.
2. წიწაკის თესლის შეწამვლა
თესლი ზომის მიხედვით გადაარჩიეთ და 10-15 წუთით კალიუმის პერმანგანატის 1 %-იან ხსნარში ჩაალბეთ. შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააშრეთ. ეს დათესვის წინ გააკეთეთ.
3. წიწაკის თესლის მიკროელემენტებით დამუშავება
პროცედურა დათესავამდე 1-2 დღით ადრე ჩაატარეთ. თესლი მარლის ტომარაში მოათავსეთ, მიკროელემენტების ხსნარში მოათავსეთ და 12-24 საათით გააჩერეთ. შემდეგ ამოიღეთ და ტომარაშივე გააშრეთ.
ასევე შეგიძლიათ ხის ნაცრის ხსნარში ჩაალბოთ – ის დაახლოებით 30 მკვებავ ელემენტს შეიცავს. 2 გ ნაცარი 1 ლ წყალში გახსენით და 1 დღე დააყენეთ, პერიოდულად აურიეთ. შემდეგ 3 საათით თესლი ჩაალბეთ (კვლავ მარლის ტომარით), გარეცხეთ და გააშრეთ.
4. ჩალბობა და გაღვივება
ასეთ მეთოდს მოუთმენლები მიმართავენ – ისინი, ვისაც აღმონაცენების სწრაფად დანახვა სურთ. დეზინფიცირებული თესლი მარლაში მოათავსეთ, ოდნავ დაასველეთ და თბილ ადგილას დადეთ. 1 დღეში თესლები გაღვივებას დაიწყებენ. შემდეგ დათესეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი თესლი მხოლოდ სველ ნიადაგში უნდა დათესოთ. მშრალ მიწაში დაიღუპება.
5. თესლის ბარბოტაჟი
ეს მეთოდი ჩალბობასა და გაღვივებაზე უფრო ეფექტურია, მას დათესვამდე 1-2 კვირით ადრე მიმართავენ. მაღალი ჭურჭელი აიღეთ, 2-3 ნაწილი წყლით (+20…+22°C) აავსეთ, ფსკერზე აკვარიუმის ბუნიკი მოათავსეთ. როცა წყალში ბუშტები გაჩნდება, მასში თესლი მოათავსეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჰაერი თანაბრად გადანაწილდეს. 24-36 საათში თესლი ამოიღეთ და გააშრეთ (ოღონდ მზეზე არა).
6. თესლის გამკვრივება
ამის ორი მეთოდი არსებობს. პირველი – დეზინფექციის შემდეგ თესლი თბილ წყალში ჩაალბეთ, როცა გასივდება, ცივ ადგილას (-1-2°C ) 24-36 საათით გაიტანეთ. შემდეგ გააშრეთ.
შეგიძლიათ ამოცანა გაართულოთ: 10-12 დღე თესლი გაასივეთ და ტემპერატურის ცვლილებით იმოქმედეთ – 12 საათი 20-24°C-ზე გააჩერეთ, შემდეგ 12 საათი – 2-6°C-ზე. რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, თესლის გამკვრივების დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება – აღმონაცენები შეიძლება გადამწიფდეს.