წონაში მოსამატებლად, გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან და მიირთვით ვაშლის ზეთი

219

55 წლის ვარ და ვთვლი, რომ ზედმეტად გამხდარი ვარ. იქნებ, ვინმემ მირჩიოს, როგორ მოვიმატო წონაში? ამ საკითხთან დაკავშირებით, დიეტოლოგის აზრის მოსმენა მინდა. პატივისცემით, ნ.რ.

წერილს პასუხობს სპეციალისტი დიეტოლოგიის, ფიტოთერაპიისა და ირიდოდიაგნოსტიკის დარგში, ელენა მელნიკი.

ქალბატონისთვის მხოლოდ დიეტოლოგის რჩევა არ იქნება საკმარისი, რამდენადაც უცნობია, თუ რა განაპირობებს წონის უკმარისობას. ზედმეტი სიგამხდრე, შესაძლოა, უკავშირდებოდეს შინაგანი ორგანოების, კერძოდ, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების პრობლემებს, ონკოლოგიურ დაავადებებს. რამდენადაც არ ხდება ისე, რომ ადამიანი უმიზეზოდ ვერ ახერხებდეს წონაში მატებას, ეს ორგანიზმში გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებს. ამიტომ მგონია, რომ მკითხველმა უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს ან ოჯახის ექიმს, რომელიც მას გამოიკვლევს და დაუნიშნავს კომპლექსურ მკურნალობას.

წერილს, აგრეთვე, პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო.

უპირველეს ყოვლისა, ქალბატონმა უნდა გამოარკვიოს გახდომის პირველწყარო. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ცხიმით “მოხელმძღვანელე” ორგანოებს, კერძოდ, ნაღვლის ბუშტს, ღვიძლს. შესაძლოა, გახდომის მიზეზი პარაზიტებით დაინფიცირება იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გავლას. თუ მკითხველი დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და უბრალოდ რამდენიმე კგ-ს მომატება სურს, ან უბრალოდ გადატანილი დაავადების შემდეგ სურს წონაში მატება, ამ შემთხვევაში ეფექტურია ასეთი რეცეპტი:

ვაშლის კარაქი

ლებნებად დაჭერით 2 კგ გარეცხილი ვაშლი კანიანად, დაასხით 0.5 ლ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 40 წუთით. შემდეგ ეს მასა გადაწურეთ საცერში, პიურეს წარმოქმნამდე. ცხელ პიურეს დაუმატეთ 200 გ საქონლის კარაქი და 1 ფილა თეთრი შოკოლადი, კარგად მოურიეთ,რათა ინგრედიენტები დადნეს და ერთგვაროვან მასად იქცეს.

ამ ვაშლის კარაქს მიირთმევენ შავ პურზე წასმულს, დღეში სამჯერ, როგორც ცალკეულ კერძს, ასევე, საკვებთან ან მის შმდეგ.

სხვათა შორის, გახდომის მსურველებისთვის რეკომენდებულია ამ მასის მირთმევა ჭამამდე. აგრდა ამისა, შგიძლიათ 1 წვეთი იოდი დაუმაროთ 0.5 ჭიქა ვაშლისა და მსხლის, ალუბლის ან სხვა ხილის ნახარშს, მიირთვით დღეში რამდენჯერმე. ეს ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს მიმოცვლით პროცესებში და გავლენას ახდენს წონის ცვლილებებზეც.

ითვლება, რომ წონაში სწრაფად იმატებენ ისინი, ვინც დიდი რაოდენობით ზეთსა და კარაქს მიირთმევს. მაგალითად, შეგიძლიათ დღეში სამჯერ მიირთვათ სხვადასხვა ზეთი: დილით – ბერძნული კაკლის, სადილზე – სელის, საღამოს – ზეითუნის. აგრეთვე, შეგიძლიათ ასეთი კალორიული ნაზავის მომზადებაც: შეურიეთ დანაყული ბერძნული კაკალი, თაფლი და ალოეს წვენი (ყველაფერი 100-100 გ) და 1 ჩ.კ. მასა მიირთვით დღეში რამდენჯერმე. ალოეს წვენი ხელს უწყობს წონაში მატებას, ხოლო ნარევი დაგეხმარებათ არამხოლოდ კგ-ების მომატებაში, არამედ გაწმენდს ორგანიზმს და დაარეგულირებს მიმოცვლით პროცესებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს