როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ტრადიციული ბერძნული რეცეპტით

438

საბერძნეთი ნამდვილად გამოირჩევა გემრიელი და არომატული კერძებით. გასულ წელს, სანტორინიზე შვებულების გატარების შემდეგ, ბერძნული სამზარეულო უბრალოდ შემიყვარდა. განსაკუთრებით მომეწონა არა სალათები ან ზღვის პროდუქტი, არამედ კარტოფილი.

ერთი შეხედვით, კარტოფილის გამოცხობაში რთული არაფერია. თუმცა, არა, ასეთი გემრიელი კერძი არსად მიჭამია! საქმე სოუსშია, თავად ინგრედიენტები ჰარმონიას ქმნის და ერთმანეთს ავსებს. ამიტომ, დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ ასეთი რეცეპტი მოვიპოვე.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ბერძნულად

paparazzi-ს რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ კარტოფილი ღუმელში ბერძნულად. ისეთი გემრიელია, რომ არც ხორცი და არც სალათი არ იქნება საჭირო კერძის შესავსებად.

ინგრედიენტები 

  • 1 კგ კარტოფილი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის დახეხილი ცედრა
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. თავშავა
  • 3 კბილი ნიორი
  • პილპილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1. დაიწყეთ სოუსის მომზადებით. მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ცედრა და თავშავა.

2. დაჭყლიტეთ ნიორი.

3. დაუმატეთ ზეთს ნიორი, მარილი, პილპილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ.

4. ახლა გადავიდეთ უშუალოდ კარტოფილზე. გაფცქვენით და გარეცხეთ ბოსტნეული. თითოეული კარტოფილი გაჭერით ჯერ შუაზე, შემდეგ ლებნებად.

5. გადაანაწილეთ დაჭრილი კარტოფილი საცხობ ლანგარზე, ზემოდან მოასხით სოუსი და სანელებლები. კარგად მოურიეთ, სოუსი თანაბრად რომ გადანაწილდეს.

6. აცხვეთ კარტოფილი 40-45 წუთით, 180 გრადუსზე. ამასთან, ყოველ 15 წუთში გახსენით ღუმელი და მოურიეთ კარტოფილს.

7. კარტოფილი ბერძნულად მზადაა.

ხოლო კერძი უფრო გემრიელი რომ გახდეს, შეავსეთ სოუსით. გთავაზობთ უგემრიელესი საშინაო მაიონეზის 5 რეცეპტს, არჩევანი კი თავად გააკეთებთ, გემოვნური უპირატესობების მიხედვით.

სანელებლებისა და ლიმონის ცედრის წყალობით, კარტოფილს პიკანტურ გემოსა და დაუჯერებელ არომატს მიანიჭებთ. ამ კერძს ამ კვირაში უკვე მეორედ ვამზადებ! დამიჯერეთ, არ ინანებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს