ცხოვრების მჯდომარე წესი სერიოზულ გავლენას ახდენს ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, ახლა ეს პრობლემა არამხოლოდ შუა ხნის ასაკის ადამიანებს, არამედ ოფისის ახალგაზრდა თანამშრომლებსაც აწუხებთ.
ბრინჯის ბურახი
არავის უნდა, 30 წლიდან დაიწყოს მთელი მუჭა აბები იმისათვის, რომ სახსრების მდგომარეობა გაიუმჯობესოს. განსაკუთრებით, თუ ეს მდგომარეობა კრიტიკული ჯერ კიდევ არ არის.
ჩვენ გთავაზობთ გემრიელ და მარტივ ალტერნატივას აბებისა და მალამოებისათვის. ეს სასწაულმოქმედი საშუალებაა ბრინჯის ბურახი. მისი მომზადება ძალიან მარტივია, თუმცა უამრავ სარგებელს მოგიტანთ. ამასთან, ბურახი იდეალურად ანაყრებს წყურვილს ზაფხულის სიცხეში.
ეს საშუალება ოსტეოქონდროზსაც კი უმკლავდება, რადგან იგი შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
ბრინჯის ბურახი, აგრეთვე, სასარგებლოა იმიტომაც, რომ ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი მარილები და მჟაუნმჟავა.
ინგრედიენტები
- 4 ს.კ. ბრინჯი
- 3 ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ქიშმიში
მომზადება
1. კარგად გარეცხეთ 4 ს.კ. ბრინჯი და დაასხით 1 ლ წყალი. გამოგადგებათ ნებისმიერი სახეობის ბრინჯი, თუმცა, ინდური ზღვის მარილი საუკეთესოა ბურახისთვის.
2. დაუმატეთ 3 ს.კ. შაქარი და ნახევარი კოვზი ქიშმიში. ახლა ბურახი 4 დღე უნდა დააყენოთ.
3. გადაწურეთ სითხე და შეინახეთ მაცივარში.
4. ნარჩენის გამოყენება შეგიძლიათ საფუვრის სახით, რომელსაც ყოველ ჯერზე უნდა დაუმატოთ 2 ს.კ. ბრინჯი, 2 ს.კ. შაქარი და 0.5 კ. ქიშმიში.
ამ მრავალჯერადი საფუვრის გამოყენებით იგრძნობთ, რომ უკვე მეორე და მესამე გამოხდის ბურახს გაცილებით უფრო გაჯერებული გემო აქვს.
იმისათვის, რომ სახსრების ტკივილებისგან სრულად გათავისუფლდეთ, გაიარეთ მკურნალობის კურსი ბრინჯის ბურახით 5 კვირაში ერთხელ. მიიღეთ 0.5 ჭიქა ბურახი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.